09 დეკემბერი 2025, 15:32 / სანდო წყარო

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის

ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირდაპირი ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სიჯანსაღეს უსვამს ხაზს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 11.0%-ითაა გაზრდილი და 1,296.9 მლნ. აშშ. დოლარს აღწევს.

„მსგავსი ტიპის პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და საქართველო მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი ინვესტიციები აშშ-დან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, რომელთა განვითარებაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. მისი განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს. ინვესტიცია ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომელიც ქვეყანაში მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, რაც საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე პოზიტიურად აისახება. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსგავსი ტიპის ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებულ მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2026, 20:47

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა

„ბევრი ქართველია, ვისაც შვილები შეეძინათ საზღვარგარეთ, ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. თუ ქართველების რაოდენობის ზრდა არის ამოცანა, ამ ხალხს პირდაპირ უნდა მისცეთ მოქალაქეობა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ღია ეთერში პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

ლევან ლორთქიფანიძე

07 მარტი 2026, 20:45

პოლიტიკა

ლევან ლორთქიფანიძე: სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ

სტატისტიკა ისეთი რაღაცაა, რომელი მხრიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს, ასე რომ ამ სტატისტიკურ დებატებში მე არ შემოვდივარ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ. „მე მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ ამ ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. რაც არ უნდა ღაზას სექტორის და გერმანიის მაგალითები მოვიყვანოთ, ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა განპირობებულია იმ ეკონომიკური და სოციალური ვითარებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 20:45

პოლიტიკა

პრემიერი: ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა უარყოფითი სალდო, ანუ იმაზე მეტი მოქალაქე გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა, 2024 წელს 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო

ემიგრაცია არის პრობლემური საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, გამომდინარე დაფიქსირებული სტატისტიკიდან, ამის მთავარი მიზეზი არის ეკონომიკა, რაც შეეხება იმიგრაციას, ანუ საქართველოში მიგრანტების შემოსვას, ესეც პრობლემური საკითხია და საჭიროა პროცესების სწორად მართვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისივე თქმით, 2024 წელს, 1000-ით მეტი მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში, ვიდრე გავიდა, ანუ პირველად დაფიქსირდა დადებითი სალდო უშუალოდ მოქალაქეების ნაწილში, 2020 წლის შემდეგ.

ზურა მახარაძე

07 მარტი 2026, 20:44

პოლიტიკა

ზურაბ მახარაძე: მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე

მადლობა „ქართულ ოცნებას“ რომ შეცვალა პოზიცია და გაიხსნა სადებატო სივრცე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ზურაბ მახარაძემ. რაც შეეხება მიგრაციას თემას მახარაძემ საჯარო რეესტრის დოკუმენტები წარადგინა და დასვა კითხვა, საიდან მოხდა 465 ათასი ადამიანის გენერირება?

მარიამ ქვრივიშვილი

07 მარტი 2026, 20:42

ეკონომიკა

ქვრივიშვილი: საერთაშორისო დისკუსიებზე ყოველთვის აღინიშნება, რომ საქართველო არის გამორჩეულად კარგი მაგალითი, თუ როგორ შეძლო ხელისუფლებამ დაბალანსებული საემიგრაციო პოლიტიკით ტურიზმის სექტორის ასეთი სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა მოეხდინა

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა სრულად მიმართულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებაზე, განჭვრეტად გარემოს შექმნაზე იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს იმ სიკეთის შექმნას, რაც გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირსეული ახალი სამუშაოს ადგილების შექმნა უპირობოდ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკონომიკა დაარეგულირებს მიგრაციის ნაწილს, ჩვენი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდებიან ეკონომიკის ზრდის პირობებში, მაგრამ რაც შეეხება შობადობას და ქორწინების საკითხს, აქ სხვა მიმართულებით არის სამუშაო

გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება. მესამე და შემდეგი ბავშვის ნაწილში 2014 წლიდან ფიქსირდება მატება და მაღალი მაჩვენებელია შენარჩუნებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატები“.

07 მარტი 2026, 19:50

საზოგადოება

კობა კობალაძემ ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორთან, ედუარდ ჯიშკარიანთან და ვეტერანებთან ერთად, ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

ჯაბა ხუბუა

07 მარტი 2026, 18:58

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი

თუ ისრაელის საელჩოს საქართველო, როგორც მეგობარი, დღემდე ვერ უცნია, მაშინ ვერც ვერასოდეს იცნობს, იმიტომ რომ ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული დღემდე, საქართველო არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმს არასოდეს ჰქონია ადგილი, - წერს ჟურნალისტი, ჯაბა ხუბუა X-ზე.

07 მარტი 2026, 18:43

სამართალი

სუსი: გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით

„ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ სუს-ში განაცხადეს, რომ გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

სოზარ სუბარი

07 მარტი 2026, 18:40

პოლიტიკა

სუბარი: 3-ჯერ და 5-ჯერ მეტია მეზობლების ვაჭრობა ირანთან - სომხეთის წელიწადში აღწევს 1 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანის - 700 მილიონს. არ მგონია, რომ გამოსულიყო რომელიმე მათი ოპოზიციონერი და ტერორისტულ ქვეყანასთან თანამშრომლობა დაებრალებინა

ჯერ გვაბრალებდნენ, რომ საქართველო რუსეთთან სანქციების გვერდის ავლის საშუალებაა და გამოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი ხდება. დღეს ახლა აბრალებენ, რომ ირანია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, - „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი

07 მარტი 2026, 18:24

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის

ერთადერთი, რასაც ვერ ვაპატიებთ ჩვენს თავს, ეს იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში ვერ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რადგან ეს არის ახლა მთავარი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

07 მარტი 2026, 18:15

რეგიონი

ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება

რეაბილიტაციის შედეგად შენობა შეიძენს მრავალფუნქციური კულტურული ცენტრის ფუნქციას და გააერთიანებს სახალხო თეატრის, ფოლკლორულ, ქორეოგრაფიულ, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება და შენობის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირება.

07 მარტი 2026, 18:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი სუს-ში ხიდაშელის, კანდელაკისა და სანიკიძის დაბარებაზე: უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს

უნდა გამოიკითხონ და თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ მიაწოდონ. თუ ინფორმაცია არ აქვთ, უნდა განუმარტონ გამოძიებას, რატომ აბრალებენ ქვეყანას იმას, რაც ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველიც იყოს, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძისა და გიორგი კანდელაკის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას.

სოზარ სუბარი

07 მარტი 2026, 18:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი

სანამ სასამართლოში წავა, იქნებ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას, კიდევ ფიქრობს თუ არა, რომ ცხელი ბომბების წვიმა საქართველოს თავზე არის სანატრელი, - ასე შეაფასა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ნინო ლომჯარიას განცხადება, რომ „იმედს“ ცილისწამებისთვის აუცილებლად უჩივლებს.

ზვიად შალამბერიძე

07 მარტი 2026, 17:59

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე აშშ-სთან ურთიერთობაზე: ვისაც მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აღდგებოდა, იმაზე ადრე გავაწბილებთ, ვიდრე შეიძლებოდა, მათ ეს წარმოედგინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ

ვისაც მოლოდინი არ ჰქონდა, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა აღდგებოდა, იმაზე ადრე გავაწბილებთ, ვიდრე მათ შეიძლებოდა, ეს წარმოედგინათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

ზვიად შალამბერიძე

07 მარტი 2026, 17:57

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ლომჯარიაზე: სამწუხაროა, როდესაც ადამიანს, რომელიც პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში, დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და უწევს საკუთარ ხალხს დაემალოს

სამწუხაროა, როდესაც ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურ თანამდებობას იკავებდა საქართველოში დღევანდელ დღეს უწევს უკანა კარებით სიარული ელჩებთან და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

ზვიად შალამბერიძე

07 მარტი 2026, 17:48

პოლიტიკა

შალამბერიძე ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ცდილობენ, დააზიანონ საქართველოს ინტერესი აშშ-ს თვალში იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თეთრ სახლში წარმატებულ ვიზიტს ახორციელებენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში“ ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა. შალამბერიძე აღნიშნავს, რომ ეს კვლევები მოკლებულია ყოველგავრ ფაქტებსა და არგუმენტებს.

07 მარტი 2026, 17:42

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში ანალიტიკურ ცენტრებში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ანალიტიკური ცენტრების - უილსონის ცენტრი, ჰერითიჯის ფონდი და America first policy institute ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან.

07 მარტი 2026, 17:37

პოლიტიკა

წყალმომარაგების კომპანიამ გახარიას პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტარი, გელა აბულაძე დააჯარიმა

წყალმომარაგების კომპანიამ გახარიას პარტიის წევრი და მოქმედი პარლამენტარი, გელა აბულაძე დააჯარიმა.

დონალდ ტუსკი

07 მარტი 2026, 17:04

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი: ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?

„ომი ახლო აღმოსავლეთში გრძელდება და ქაოსი ვრცელდება. ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა, ვაშინგტონმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმოს. ვინ არის აქ რეალური გამარჯვებული?”, - წერს იგი.