imedi /  10 დეკემბერი 2025, 11:52 / სანდო წყარო

ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

პრესტიჟული, ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოსცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში” ჟურნალის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.

„ბათუმი შავ ზღვასა და კავკასიონის მწვერვალებს შორის მოქცეული საქართველოს ზღვისპირა მარგალიტია. ის გიხსნით კარს აჭარის ველური და ხელუხლებელი ბუნებისკენ. ეს არის ადგილი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ შთაბეჭდილებებს ბადებს და ცნობისმოყვარე მოგზაურებს ავთენტური შეხვედრებისკენ მიუძღვება. ასე რომ, უკვე შეგიძლიათ განსხვავებული გამოცდილებებით გამორჩეული მოგზაურობა დაგეგმოთ აქ,“ ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავაგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები.

Wanderlust თავგადასავლების მაძიებლებს ევროპაში ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინით სარგებლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს ბათუმში ვიზიტისას ჩირუხის მთას ესტუმრონ. „გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ზიპლაინი - ეს ევროპის ყველაზე გრძელი უწყვეტი ორზოლიანი ზიპლაინია. ასე, რომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანი დაიმგზავრეთ და გასწიეთ საქართველოს ალპებში შუადღის ჰაერის მიერ მოტანილი განსაკუთრებული ადრენალინის გამოსაცდელად. ფრენას იწყებთ ზღვის დონიდან 2100 მეტრზე და გადაუფრენთ თვალწარმტაც ალპურ მდელოებს და მწვანე ბორცვებს. ჩირუხის ზიპლაინი ნამდვილად გამორჩეულ სამოგზაურო გამოცდილებას შეგძენთ“.

სტატიაში საუბარია ალპური მდელოებისა და იალაღების დალაშქვრის შესაძლებლობებზეც, რაც მოგზაურებს ადგილობრივების გაცნობისა და ახალი თავაგადასავლების მიღების საშუალებას აძლევს. „ბათუმი აჭარის დედაქალაქია და იგი მცირე კავკასიონის მთების ძირში მდებარეობს. მისი ულამაზესი ალპური ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის ლაშქრობისა და ქვეყნის ხელშეუხებელი კუთხეების გასაცნობად. გაზაფხული და ზაფხული აქ ლაშქრობისთვის საუკეთესო დროა — ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას შეხვდეთ ადგილობრივ მწყემსებს, რომლებიც ყოველწლიურად შინაურ ცხოველებთან ერთად აჭარულ მთებში სახლობენ და მესაქონლეობას ეწევიან. მათი ცხოვრების წესის ასე ახლოდან გაცნობა მართლაც განსაკუთრებული გამოცდილებაა“.

აჭარულ სამზარეულოზე საუბრისას, სტატიის ავტორი მკითხველს ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და ღვინის მარნებში სტუმრობისკენაც მოუწოდებს. „აუცილებლად გასინჯეთ „იახნი“ - ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი კერძი, რომლის მოსამზადებლადაც საქონლის მკერდის მსუქანი ნაჭრები იშუშება ნელ ცეცხლზე და იკმაზება სპეციალური სანელებლებითა და ნიგვზით. რეგიონისთვის კიდევ ერთი სახასიათო კერძია, ბორანო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელია. ადგილობრივ ყველს ასხამენ დამდნარ ადგილობრივ კარაქს, რის შედეგადაც მიიღება ფონდიუს მსგავსი კერძი, თუმცა აჭარული კერძი უფრო კალორიულია“.

აჭარული სამზარეულოს გაცნობის შემდეფ ჟურნალი მკითხველს ზორტიყელის მთაში ცხენებით ჯირითისა და აჭარის მრავალფეროვანი ველო ბილიკების დალაშქვრისკენ მოუწოდებს. „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო გამორჩეულ, სხვადასხვა დონის ველო - მარშრუტებს გთავაზობთ. თუ მარშრუტს ბათუმიდან დაიწყებთ და ბათუმის ზღვისპირა ველობილიკებით გაისერნებთ, ნახავთ სუბტროპიკული მცენარეებით გამწვანებულ ბათუმის კენჭიან სანაპიროებს და ულამაზეს სოფლებს. ბუნების მოყვარულებს, იუნესკოს მიერ აღიარებული ქობულეთის დაცული ტერიტორიის ტორფნაზე გამავალი დაკლაკნილი ბილიკები უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ რეგიონის საოცრად მრავალფეროვან ჰაბიტატებს. აქაური ბილიკები ასევე შესაფერისია ყველა დონის ველოსიპედისტებისთვის. უფრო გამოცდილი, მთის ველოთავგადასავლების მაძიებლებმა კი ახლომდებარე აჭარის მთებს უნდა მიაშურონ, სადაც რთული მთის ველოსიპედის მარშრუტები დახვდებათ - ბილიკები ალპურ ტყეებსა და მდელოებში გაგატარებთ და მოგცემთ საშუალებას დატკბეთ მთებზე გადაჭიმული თვალწარმტაცი ხედებით“.

„Wanderlust" მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემაა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით. სტატიის ლინკი https://www.wanderlustmagazine.com/inspiration/experience-the-ultimate-adventure-in-batumi-georgia/ .

ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 11:33

მსოფლიო

Financial Times: საუდის არაბეთი ირანის ომთან დაკავშირებით აშშ-ის არათანმიმდევრული პოზიციით იმედგაცრუებულია

ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმიდან თითქმის ხუთი კვირის შემდეგ, ვაშინგტონის მოკავშირე სპარსეთის ყურეში მიყენებული ზიანის მასშტაბებით შეშფოთებულია. სტატიას ამ შინაარსით Financial Times-ი ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

02 აპრილი 2026, 11:31

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით აჟიოტაჟზე: ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი. უნდოდათ ადამიანის კეთილშობილურ გრძნობებზე ეთამაშათ და ამით ანტისახელისუფლებო განწყობები გამოეწვიათ

ეს იყო მორიგი ფეიკ-კამპანია, ტყუილების კასკადი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით რადიკალების მიერ ატეხილ აჟიოტაჟზე.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 11:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:09

საზოგადოება

ავალიანი: ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ეს ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ მათ, ვინც ამას ამტკიცებს, შესაბამისი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით

ბრალდებები, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ, მიუღებელია და ასეთი ბრალდებები აუცილებლად უნდა დაადასტურონ იმ პირებმა, ვინც ამას ამტკიცებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.

02 აპრილი 2026, 11:02

პოლიტიკა

სლოვაკეთში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია იმართება

საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი ბრატისლავაში, მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამ წუთებში დახვედრის ოფიციალური ცერემონია სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში იმართება.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ძაღლების მიკედლების პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი გამართულად უკვე რამდენიმე წელია მუშაობს დედაქალაქში, ასევე აჭარის ტერიტორიაზე.

ტასო ლოსაბერიძე

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ცხოველთა უფლებადამცველი ტასო ლოსაბერიძე: გიგი უგულავა როგორ ბედავს ხმის ამოღებას და ჯანსაღ პროტესტში შემოკედლებას? მისი მერობის დროს იხოცებოდა ყველაზე დიდი რაოდენობით ძაღლი, თანაც უსასტიკესი მეთოდებით და ეს ყველას გვახსოვს

ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ქუჩის ძაღლებთან ბრძოლის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ საპროტესტო აქციებზე. „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების“ მხარეს” და „არასდროს ძაღლები არ არიან რუსებისკენ”.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:57

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

02 აპრილი 2026, 10:54

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ა.ჩ. ბათუმში დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:50

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე UNFPA-ს რეგიონულ დირექტორ ფლორენს ბაუერს შეხვდა

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოგრაფიული მდგრადობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, პარტნიორობისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის, ფლორენს ბაუერს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრები ხელს შეუწყობს, მომავალში, კიდევ უფრო ეფექტურ თანამშრომლობას.

დაკავება

02 აპრილი 2026, 10:50

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ ცხელ კვალზე დააკავეს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 10:36

საზოგადოება

ლაშა ავალიანი: ცხოველებიდან, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, 12 დღეს დაბრუნდება ზუგდიდის ტერიტორიაზე, დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის, სავარაუდოდ დღეს საღამოს ან ხვალ დილით

გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების. კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში ცხოველების მიკედლება შეზღუდულია, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით განაცხადა.

02 აპრილი 2026, 10:34

მსოფლიო

Financial Times: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მოქალაქეებს შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ შეზღუდვები დაუწესა ირანის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დუბაისა თუ სხვა ქალაქებში შესვლა სურთ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 10:32

საზოგადოება

2026 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

თიკო კვალიაშვილი

02 აპრილი 2026, 10:25

პოლიტიკა

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი გიგი უგულავაზე: ამ ნამუსგარეცხილი ბატონის მერობის დროს დაიწყო ძაღლების მაშებით ხოცვა და ბეიკერის ორმოებში ჩაკვლა - როგორ ბედავს, რომ ცხოველების უფლებებსა და კეთილდღეობაზე გვესაუბრება?

ცხოველთა უფლებადამცველი თიკო კვალიაშვილი მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „არასდროს ძაღლები არ არიან „ძაღლების” მხარეს”.

02 აპრილი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.

02 აპრილი 2026, 09:52

რეგიონი

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემაზე დუშეთისა და ფასანაურის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

წყლის რესურსის მოპოვებისა და წყლის რაციონალურად გამოყენების თემატიკაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

დელსი როდრიგესი

02 აპრილი 2026, 09:49

მსოფლიო

აშშ-მა დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხელისუფლებამ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, დელსი როდრიგესს ადრე დაწესებული სანქციები მოუხსნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 09:48

რეგიონი

გივი მიქანაძე რაჭაში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე რაჭაში, ამბროლაურში პროფესიულ კოლეჯ „ერქვანს“ ესტუმრა, სადაც ახალ ხელმძღვანელ ილია ოშხერელსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მამა გიორგი ვაშალომიძე

02 აპრილი 2026, 09:45

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით

სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობს.