საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს
ფოტო: GETTY IMAGES
მისიის დასასრულს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისია შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ფინანსური მოვლენები და რეფორმები.
„საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ზრდას განაგრძობს, თუმცა ზრდის ტემპი ზომიერდება და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიან ტრენდს უახლოვდება. ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სამიზნე მაჩვენებელს აღემატება, თუმცა კლებადია. სებ-მა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს და პოლიტიკის გამკაცრებისთვის იყოს მზად, თუ ინფლაცია მოსალოდინს გადააჭარბებს.
ფისკალური და საგარეო ბუფერების შენარჩუნება, რეფორმების დაჩქარება სახელმწიფო საწარმოების და ცენტრალური ბანკის მმართველობის მიმართულებით წაადგება ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნებას და გამძლეობის მატებას არსებული გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე.
ამა წლის 10-16 დეკემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:
“საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. 2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება. 2 ინფლაცია 2025 წელს აჩქარდა და ნოემბერში წინა წელთან შედარებით 4.8%-ს მიაღწია, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება. ინფლაციის ზრდა ძირითადად ადგილობრივი საკვების ფასის მატებამ განაპირობა, რაც გარდამავალი ფაქტორია და მის შემცირებას ველოდებით. საბაზო ინფლაცია სამიზნეზე დაბალია, რაც მიუთითებს, რომ ფასების საერთო დონეზე ზეწოლა არ არსებობს. სებ-მა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. მიუხედავად ამისა, თუ ინფლაცია მოლოდინს გადააჭარბებს, სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზად უნდა იყოს.
ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ნოემბერში სარეკორდო 5.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია (წინა წლის 4.1 მილიარდი აშშ დოლარიდან), რაც სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის საზომის 100%-ს შეადგენს. გაუმჯობესება დაკავშირებულია დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირებასთან და ძლიერ საერთაშორისო სავალუტო შემოდინებებთან: მომსახურების ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან, რამაც სებ-ს ვალუტის შესყიდვების საშუალება მისცა.
რეზერვების ზრდაში პოზიტიური როლი ითამაშა ოქროს ფასების მატებამ. ბაზარზე ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში რეზერვების შემდგომი დაგროვებაც სასურველია. ფისკალური პოლიტიკა კვლავაც მოწესრიგებულია. 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, დაგეგმილ მშპ-ის 2.5%-ზე ნაკლები იქნება, რაც განპირობებულია ძლიერი შემოსავლებით და კაპიტალური ხარჯების გეგმიდან ჩამორჩენით. 2026 წლის ბიუჯეტი გონივრულად მიზნად ისახავს მშპ-ის 2.5%-იან დეფიციტს და ითვალისწინებს სახელმწიფო კაპიტალური და სოციალური ხარჯების ზრდას. 2026 წლის აპრილში 500 მილიონი აშშ დოლარიანი ევროობლიგაციების უპრობლემოდ გადაფინანსებას ველით, არსებულ საბაზრო პირობებში.
სამომავლოდ, შესაძლებელია სახელმწიფოს შემოსავლის ზრდა საგადასახადო ბაზის გაფართოებით და საგადასახადო დანაკარგების შემცირებით, რაც სახელმწიფო ინვესტიციების უკეთესი მართვის და ხარჯების ეფექტურობის დახვეწის პარალელურად, ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და განათლების მიმართულებით საჭირო ხარჯების დაფინანსებას. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ, 5%-იან, ზრდის ტემპს მიუახლოვდება. მთავარი გაურკვევლობას წარმოშობს უკრაინაში ომის დასრულების ვითარება, რამაც შეიძლება შეატრიალოს მიგრაციის, ფინანსური შემოდინებების და სატრანზიტო ვაჭრობის ნაკადების ნაწილი, მაგარამ ასევე შექმნას სტაბილურობა რეგიონში, რაც გრძელვადიანი ინვესტიციების წინაპირობაა. ამასთან, საქართველოს ევროკავშირთან დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა ინვესტორის განწყობა დაამძიმოს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეამციროს. არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორის მიერ განცხადებული 6.5 მილიარდი აშშ დოლარიანი უძრავი ქონების პროექტი, გეგმის მიხედვით განხორციელების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის წამახალისებელ და სამუშაო ადგილების შექმნის დადებით შესაძლებლობას ქმნის.
მაღალი გაურკვევლობის გეოპოლიტიკურ გარემოში ხელისუფლებებმა უნდა შეინარჩუნონ ფისკალური და საგარეო ბუფერები და განახორციელონ სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს მმართველობას და შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. მისასალმებელია ხელისუფლების განზრახვა განახორციელოს სახელმწიფო საწარმოების ყოვლისმომცველი რეფორმა.
ფისკალური რისკების მართვის და სახელმწიფო საწარმოების ფინანსურ ზედამხედველობის მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეულია. რეფორმის შემდგომი ეტაპი უნდა მიემართოს სახელმწიფო საწარმოებში კორპორატიული მმართველობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას, რისი 3 საბოლოო მიზანიც არის სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფო საწარმოს აქციონერის, მარეგულირებელის და სექსტორის პოლიტიკის განმსაზღვრელის ფუნქციების გამიჯვნა. ეროვნული ბანკის ძლიერი მმართველობა და დამოუკიდებლობა გადამწყვეტია ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ამ მხრივ მისასალმებელია ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სებ-იდან მთავრობისთვის დისკრეციულ ფინანსურ ტრანსფერს გამორიცხავს. მისიამ გაიმეორა წინა რეკომენდაციები: უზრუნველყოფილ იქნას არააღმასრულებელ წევრთა უმრავლესობა სებ-ის მმართველ საბჭოში; დაიხვეწოს სებ-ის საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის მოთხოვნები და სებ-ი გადავიდეს გადაწყვეტილებების კოლეგიალურად მიღების მოდელზე. თებერვალში დაგეგმილია სსფ-ს ტექნიკური მისიის ვიზიტი, რომელიც ხელისუფლებას ამ ამოცანის შესრულებაში დაეხმარება. საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა და აქტივების ხარისხი მაღალია.
კვლავაც საჭიროა სიფხიზლე, რომ უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების დიდმა წილმა, სამომხმარებლო სესხების სწრაფმა ზრდამ, ბიზნესების მიერ სავალუტო ფასიანი ქაღალდების გამოცემამ და უძრავი ქონების დეველოპერების სასესხო პროგრამებმა საფრთხე არ შექმნან. თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი რისკები სისტემური არაა და მუდმივ ზედმიწევნით ზედამხედველობას საჭიროებს. მისასალმებელია გადახდის მომსახურების პროვაიდერებს შორის კონკურენციის ზრდის წახალისება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2026 წლის მარტში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს
აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
ისკო დასენი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
02 აპრილი 2026, 15:05
თავდაცვა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა
არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 15:03
საზოგადოება
ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:54
მსოფლიო
ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატოდან გასვლის იდეას ემხრობიან.
02 აპრილი 2026, 14:48
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სლოვაკეთი კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ საერთო ხედვა, რომელიც მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების დაცვას ეფუძნება
მიხეილ ყაველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობისა და შინაარსიანი დიალოგისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს უახლოესი მოკავშირე და მეგობარია.
02 აპრილი 2026, 14:47
სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონო გადაკვეთის ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:37
საზოგადოება
სალომე კვარაცხელია: თუ გორის თავშესაფარში ძაღლები კანონიერად დააძინეს ან დაწვეს, საჭიროა დახარჯული პრეპარატების აღრიცხვის ფორმები და თითოეული ცხოველის სიკვდილის აქტი ვეტერინარის ხელმოწერით
„ცუკა ფონდის" თანადამფუძნებელი სალომე კვარაცხელია ითხოვს დოკუმენტებს, რომ დადასტურდეს ინფორმაცია, რომ თითქოს ძაღლებს ცოცხლად წვავენ სიცრუეა.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
02 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:28
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
02 აპრილი 2026, 14:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 14:23
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
02 აპრილი 2026, 14:22
რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.
02 აპრილი 2026, 14:21
სამართალი
ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.


