31 დეკემბერი 2025, 17:19 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა 2025 წელს აჯამებს

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 2025 წელი შეაჯამა.

„მიილია კიდევ ერთი ნაყოფიერი და წარმატებული წელი, რომელიც გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი მიღწევებით როგორც ქვეყნისთვის, ისე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის.

თუ გადავხედავთ განვლილ წელიწადს გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ჩარჩოს პირობებში ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯები პოლიტიკის გამკაცრებისა და ნორმალიზების მიმართულებით, უზრუნველყოფდა ქვეყანაში ფასების არსებით სტაბილურობას და ინფლაციის მაჩვენებლის წლის ბოლოსთვის ნორმალიზების ტენდენციას ჩვენი პროგნოზების შესაბამისად.

იმის გამო, რომ ბოლო წლებში გაურკვევლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და პროგნოზიდან გადახრის რისკები მაღალი იყო, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა დანერგა მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელმაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახადა და რისკების მართვა შესაძლო მაკროეკონომიკური სცენარების სისტემურ ანალიზს დაუკავშირა. შედეგად, სებ-ის შესაძლო მოქმედებები უფრო განჭვრეტადი გახდა, რამაც მის მიმართ ბაზრის რწმენა მეტად განამტკიცა.

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართ ინვესტორთა ნდობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამიტომ ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკა რეზერვების დაგროვებასა და მის ეფექტიან მართვაზეა ორიენტირებული. სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკი აქტიურად ახორციელებს რეზერვების შევსებას. წელს პირველად საქართველოს ისტორიაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობა 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. აქვე აღსანიშნავია, რომ გავლენიანმა სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი ‘BB’ დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურამდე გააუმჯობესა. პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ ფაქტორად საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიამ სწორედ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა დაასახელა.

ეროვნული ბანკი მიმდინარე წელსაც აქტიურად აგრძელებდა ლარიზაციის ღონისძიებებს, რომლის შედეგიც სახეზეა - მთლიანი სესხების პორტფელის 58.2% ლარშია დენომინირებული. ფიზიკური პირების სესხების 77.1% ეროვნული ვალუტით არის გაცემული. ფასების სტაბილურობის შენარჩუნებით ლარის მიმართ ნდობა იზრდება, რაზეც საბანკო სექტორის დეპოზიტების ლარიზაციის ტენდენციაც მიუთითებს. მთლიანი დეპოზიტების 52.1% სწორედ ეროვნული ვალუტაშია დენომინირებული. ამ პროცესში სავალუტო ბაზრის სტაბილურობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთელი 2025 წლის მანძილზე.

რა თქმა უნდა, მიმდინარე წელი გლობალური გაურკვევლობითაც ხასიათდებოდა. სწრაფად ცვალებად გლობალურ სივრცეში მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პოლიტიკის გატარებისას შეგვერჩია ისეთი ოპტიმალური გადაწყვეტა, რომელიც თავიდან აგვარიდებდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგებს და იმავდროულად მოგვცემდა შესაძლებლობას ეფექტიანად გვეზრუნა ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსური სექტორის სტაბილურ, გრძელვადიან განვითარებაზე.

2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საბანკო სექტორი მდგრადია, ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით და აქტივების მაღალი ხარისხით, ხოლო დაკრედიტება ჯანსაღია.

აქვე აღსანიშნავია, საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების კუთხით განხორციელებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესაა ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის დავის საგნის ღირებულების ზღვრის ზრდა. ასევე, მომხმარებელთა მეტად დაცვისა და ვირტუალური აქტივების ბაზრის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით, ვირტუალური მომსახურების პროვაიდერები სებ-ის სრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან. საგადახადო ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით კი, ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს ანგარიშსწორების ანგარიშებს უხსნის. ამასთან, ღია ბანკინგში ჩართულ არასაბანკო ინსტიტუტებს ეძლევათ უფრო მეტი შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიონ კომერციულ ბანკებს, დანერგონ ინოვაციური გადახდის სერვისები და მოხმარებელს შესთავაზონ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურება.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ სებ-თან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ მიმდინარე წელს განხილული და დასრულებული დავების შედეგად, 55 შემთხვევაში მომხმარებლებს უკვე აუნაზღაურდათ სადავო თანხა - ჯამურად, 400 000 ლარი.

2025 წელს ჩვენ აქტიური ნაბიჯები გადავდგით ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისა და მისი გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებით. განხორციელდა საზედამხედველო და რეგულატორული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას, ინვესტორთა ნდობის ამაღლებასა და ფინანსური სისტემის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ეს წელი კორპორაციული ობლიგაციების ემისიების მხრივ მნიშვნელოვანი აქტიურობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ წელს გამოშვებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად განვითარდა საინვესტიციო ფონდების ბაზარიც.

მიმდინარე წელი გამორჩეული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა რეგიონულ პროექტში, დავაინიცირეთ ორმხრივ შეთანხმებაზე მუშაობა ევროკავშირის არაერთ ქვეყანასთან. მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მსოფლიო ბანკთაშორის საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებასთან (SWIFT), ისე ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემასთან (CIPS), რაც გადახდების რეგიონალური დივერსიფიკაციის საწინდარია.

წელს ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი აღვნიშნეთ. მიუხედავად გამოწვევებით სავსე სამი ათწლეულისა, ლარმა შეძლო თავისი მთავარი ფუნქციის შესრულება - ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. საიუბილეო წელი ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა. გამოვყოფდი მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა.

გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა წელს პირველად მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. „თბილისის ფინანსური სამიტი“ - აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. „თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ დადასტურა, რომ ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, და რომ სახეზეა საქართველოს ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების ყველა წინაპირობა.

მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი წარმატებით გადავიდა SWIFT-ის ISO 20022 გლობალურ სტანდარტზე, რომელიც უზრუნველყოფს ქართული საბანკო სისტემის სრულ ინტეგრაციას საერთაშორისო ფინანსურ ნაკადებში. ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას და ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

წლის მიწურულს, ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. აღსანიშნავია, რომ სწორედ სებ-ის მიერ განხორციელებული ღონისძიებები აისახა პოზიტიურად ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ინდექსში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესებაზე.

უნდა აღინიშნოს არაერთი პროექტი თუ ინიციატივა, მათ შორის, დავიწყეთ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) განახლება და მყისიერი გადახდების სიტემის (IPS) დანერგვა. აღნიშნული პროექტები ახალ ეტაპზე გადავიდა და 2026 წელს მათი გაშვება იგეგმება.

გისურვებთ, 2026 წელი კიდევ უფრო მეტად ნაყოფიერი, კეთილდღეობის, წინსვლისა და წარმატების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს!“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყველა სიახლე

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოვონ

ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

02 აპრილი 2026, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 23:02

მსოფლიო

ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.

კიტ კელოგი

02 აპრილი 2026, 22:42

მსოფლიო

გენერალი კიტ კელოგი: ნატო ლაჩარი აღმოჩნდა - შესაძლოა, ჩვენ გვჭირდება ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, გენერალმა კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატოს ჩანაცვლება გახდეს საჭირო. მისი თქმით, ირანთან კონფლიქტის დროს ორგანიზაციამ თავი „ლაჩრად“ წარმოაჩინა და საკუთარი არაეფექტურობა აჩვენა.

02 აპრილი 2026, 22:29

მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი: ჰორმუზის სრუტე რუსეთისთვის ღიაა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის ჰორმუზის სრუტით სარგებლობის შესაძლებლობა ნარჩუნდება.

პემ ბონდი

02 აპრილი 2026, 22:07

მსოფლიო

ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი, პემ ბონდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დავით ქართველიშვილი

02 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის ევროპა აღარ არის მოკავშირე, არ არის ანგარიშგასაწევი სუბიექტი, არამედ მასზე მთლიანად დამოკიდებული ობიექტი, თოჯინა-მარიონეტი, რომლის მართვა შეიძლება ზეწოლით, სარკაზმითა და საჯარო დამცირებით

„დონალდ ტრამპი აჩვენებს ბევრად უფრო მარტივ ფორმულას მსოფლიო პოლიტიკისთვის: მნიშვნელობა აქვს არა დეკლარაციებს, არამედ იმას, ვის შეუძლია საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევა სხვებისთვის,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის საჯარო სივრცეში დაწყებულ დაპირისპირებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა უარი თქვა დიპლომატიის ენაზე საუბრისაგან და გადავიდა ძალისა და დაცინვის ენაზე.

02 აპრილი 2026, 21:39

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა

იმ ადამიანებს, ვინც დღეს თბილისის მუნიციპალური თავშესაფრიდან, დაავადებული და ცოფზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები გამოიყვანა, არ აინტერესებთ სხვა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - აცხადებს მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი.

02 აპრილი 2026, 21:09

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი გამოვლინება

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი.

02 აპრილი 2026, 21:02

მსოფლიო

მედია: ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს

ავსტრია შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალეს.

02 აპრილი 2026, 21:01

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. „ქრონიკა“ ბრატისლავიდან

მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები - საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა.

ცოტნე კობერიძე

02 აპრილი 2026, 20:58

პოლიტიკა

ცოტნე კობერიძე გაერთიანებულ ნაცმოძრაობაზე: როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაძახები პოლიტიკური ლეში, ბებერი სუტენიორები, კეზერას ჯუჯალარები, მოღალატეები და გაყიდულები, მე იქ არ ვიქნები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე „ტვ პირველის“ ეთერში გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ის არ იქნება ისეთი ალტერნატივის ნაწილი, სადაც ერთმანეთს პოლიტიკურ ლეშს, კეზერას ჯუჯალარებს და მოღალატეებს ეძახდნენ.

ანტონიუ გუტერეში

02 აპრილი 2026, 20:54

მსოფლიო

ანტონიუ გუტერეში: ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე

ჩვენ ვიმყოფებით უფრო ფართომასშტაბური ომის ზღვარზე, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და დრამატულ გავლენას მოახდენს მთელ მსოფლიოზე, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა.

02 აპრილი 2026, 20:50

პოლიტიკა

მედია სტანდარტი და დარღვევები - კომუნიკაციების კომისიის 4 მაუწყებელზე დაკვირვების შედეგები განიხილა. ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყველაზე მეტი გადაცდომა „ფორმულას“ აღმოუჩინეს. ყველაზე ნაკლები ტელეკომპანია „იმედს“. კომისიის გადაწყვეტილება 8 აპრილს გასაჯაროვდება.

02 აპრილი 2026, 20:45

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი: თავშესაფარში მოვარდნენ, ტრავმირებული ცხოველი აიყვანეს ხელში და დააგდეს დაბლა, რომელსაც ახლა ჩვენი ვეტერინარები შესაბამის პროცედურებს უტარებენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ არაგველის განცხადებით, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.

02 აპრილი 2026, 20:40

საზოგადოება

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს - მიზანი ცხოველებთან ერთად, ადამიანების და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა საქართველოში ერთი წელია მიმდინარეობს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეს მოდელი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.

02 აპრილი 2026, 20:36

ეკონომიკა

ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.

02 აპრილი 2026, 20:31

პოლიტიკა

მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.