გიორგი ცუცქირიძე: მთავრობამ წარმატებით განათავსა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე - მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა როგორც ერთჯერადი ტრანზაქცია, არამედ, როგორც ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი
გიორგი ცუცქირიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი, - წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, 2.8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, რაც შეთავაზებულზე 5.5-ჯერ მეტია, იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო ბაზრები ენდობიან საქართველოს პოლიტიკის კარგ პერსპექტივებს, ხოლო, ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანად ჩადონ კაპიტალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
როგორც ცუცქირიძე განმარტავს, ობლიგაციის განთავსება თანხვედრაშია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან. მისივე თქმით, საქართველო აღიქმება უფრო უსაფრთხო ეკონომიკად, რაც აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ბანკებზე, ბიზნესზე და ინვესტორებზე მთლიანად.
„საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი.
ფასიანი ქაღალდების განთავსებამდე იყო მანიპულაციები თითქოს ქვეყანას ძველი ვალის რეფინანსირება გაცილებით ძვირი დაუჯდება.
შედარებისათვის მოყვანილი იყო მაგალითად 2021 წლის საქართველოს ევროობლიგაციების გამოშვების წლიური საპროცენტო განაკვეთი- 2.75%, რაც ისტორიულად დაბალ ნიშნულს წარმოადგენს საქართველოსთვის, ხოლო განთავსების განაკვეთად 5.6-6 % -ს პროცენტს ვარაუდობდნენ.
ამ დროს, ქვეყნის სუვერენული ობლიგაციების განაკვეთი დიდწილად მიბმულია გლობალურ ბაზრებზე და პირველ რიგში აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთთან. საპროცენტო განაკვეთები 2021 წლის გაზაფხულზე ძალიან დაბალ დონეზე იყო, კერძოდ აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი დაახლოებით 0.75-1% იყო , რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რისკისა და მონეტარული პოლიტიკის ფონზე. აშშ-ის და სხვა განვითარებული ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა 2021 წლის შემდეგ ინფლაციის და ცენტრალურ ბანკების მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო. მოგეხსენებათ იმ პერიოდში არც უკრაინის ომი იყო დაწყებული და არც გლობალური დაძაბულობა იყო ამ დონეზე ახლო აღმოსავლეთში.ეს ზრდის ვალის ღირებულებას ინვესტორთა რისკ-პრემიების ზრდით. თუ 2021 წელს აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 1 %-ზე ქვემოთ იყო, დღევანდელი მონაცემით მისი ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დაახლოებით 3.7 % – 3.8 % ფარგლებშია.
შესაბამისად, მოხდა თუ არა სახელმწიფოს დაფინანსების ღირებულების შემცირება უნდა ამოვიდეთ გლობალური ბაზრების ტენდენციიდან და ქვეყნის სუვერენული რეიტინგიდან (იგულისხმება S&P / Fitch / Moody’s რეიტინგები). 5.125%-იანი კუპონი არა თუ გაცილებით ნაკლებია ოპოზიციურ საექსპერტო ვარაუდზე არამედ ნიშნავს, რომ საქართველომ ფული მოიზიდა უფრო იაფად, ვიდრე ბოლო წლებში ჩვენი მსგავსი(BB), არამედ, ერთი საფეხურით მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ნაწილმა, რომელთაც აქვთ BB / BB+ დონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.
2021 წლის ევროობლიგაციების გადაფარვა ახლით ნიშნავს, რეფინანსირების რისკის შემცირებას რადგან არ გაჩნდა ერთჯერადი დიდი გადახდის საჭიროება და გაუმჯობესდა ვალის ვადობრივი სტრუქტურა, რაც ზრდის ფისკალურ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას.
ნიშანდობლივია, რომ ობლიგაციის განთავსება თანხვედრაშია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან და „ნეგატიურიდან სტაბილურზე“, რაც იწვევს 50 საბაზისო პუნქტზე მეტად სპრედის შემცირებასაც. 50 საბაზისო პუნქტზე მეტით შემცირებული ქვეყნის რისკი ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება უფრო უსაფრთხო ეკონომიკად, რაც აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ბანკებზე, ბიზნესზე და ინვესტორებზე მთლიანად.
ამაზე მიუთითებს ინვესტორთა რეკორდული ნდობა. 2.8 მლრდ დოლარის მოთხოვნა (5.5-ჯერ მეტი შეთავაზებულზე) არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ საერთაშორისო ბაზრები ენდობიან საქართველოს პოლიტიკის კარგ პერსპექტივებს, ხოლო ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანად ჩადონ კაპიტალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
ამასთან, ინვესტორთა ინტერესი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ ნიშნავს: ადგილობრივი ფინანსური ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდას და ლარის სტაბილურობისთვის პოზიტიურ ფაქტორს, ნაკლებ დოლარიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ევროობლიგაციების წარმატებული განთავსება არის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და კოორდინირებული პოლიტიკის შედეგი, რადგან თუ ფისკალური პოლიტიკა ამცირებს დეფოლტის რისკს, მონეტარული პოლიტიკა — ინფლაციისა და ვალუტის რისკს.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას ექნება „დამატებითი ეფექტი“ (crowding-in effect) კერძო სექტორზე. როდესაც სუვერენული ევროობლიგაციები დაბალ განაკვეთზე იყიდება ქართულ ბანკებს და კომპანიებსაც უადვილდებათ რა საერთაშორისო საკრედიტო ბაზარზე გასვლა, მცირდება კაპიტალის ფასი მთელ ეკონომიკაში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას“, - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 15:12
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი
ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.
03 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
03 აპრილი 2026, 15:03
რეგიონი
ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.
03 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ
რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ
უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
03 აპრილი 2026, 14:58
პოლიტიკა
კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.
03 აპრილი 2026, 14:57
საზოგადოება
ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
03 აპრილი 2026, 14:54
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:54
რეგიონი
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
03 აპრილი 2026, 14:52
პოლიტიკა
კახა კალაძე: საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ
არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა დასანქცირების შესახებ.
03 აპრილი 2026, 14:51
სამართალი
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ასევე ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონით 545 გრამი) და ვერცხლის (514 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
03 აპრილი 2026, 14:47
საზოგადოება
მეუფე ზენონი პატრიარქის არჩევის პროცესზე: მე ვერანაირ ჩარევას ვერ ვხედავ - ჩემი კანდიდატები არიან, ვინც ილია მეორეს მოჰყვებიან ადრეული დროიდან, მათ შორის ავარჩევ
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი მეუფე ზენონი (იარაჯული) კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის პროცესში ჩარევას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 14:45
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ყველაფერი იქნება კარგად, თუ ვიქნებით ფხიზლად და გავაგრძელებთ ამ პრაგმატულ, გონიერ პოლიტიკას
ეს არის ერთი და იგივე ქსელი, რომელიც ამ პროცესს აკნინებს. დაკრძალულიც არ იყო პატრიარქი, მაშინ დაიწყო ამ თემით სპეკულირება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
03 აპრილი 2026, 14:41
პოლიტიკა
პრეზიდენტი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაცმოძრაობაში“ იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ამ ადამიანების სისხლზე. ესენი ბედავენ აქციაზე საუბარს?!
ეს ის ხალხია, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ 26 მაისის ღამეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხანდაზმული ადამიანები ძირს დაყრილები, დასისხლიანებულები იყვნენ და სააკაშვილმა აღლუმი ჩაატარა ხანდაზმული ადამიანების სისხლზე. ეს ადამიანები ბედავენ 26 მაისთან დაკავშირებით საუბარს, რაღაც მასშტაბურ აქციაზე?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას.
03 აპრილი 2026, 14:39
საზოგადოება
სინოდის სხდომის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
03 აპრილი 2026, 14:33
მსოფლიო
The Times of Israel: ირანის დარტყმებმა აშშ-ში ალუმინის ექსპორტს საფრთხე შეუქმნა
ირანმა სპარსეთის ყურეში მდებარე ალუმინის უმსხვილესი ქარხნები დაბომბა, რის გამოც აღნიშნული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მასალის ექსპორტს აშშ-ში საფრთხე შეექმნა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
03 აპრილი 2026, 14:28
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთზე: ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საერთო ხედვები გვაქვს, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია, იბრძვის თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის, ეროვნული ინტერესებისთვის - ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებს ვიცავთ
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტი შეაჯამა. მან ქვეყნის ხელისუფლებას მიწვევისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 14:24
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენი სურვილია, რომ გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და გამოჩნდა, რომ მათი სურვილიცაა
გარკვეული ძალები ამ ყველაფერს ქილიკით ეკიდებიან. მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, მიუხედავად სპეკულაციებისა, მუდმივად უსმინონ ინფორმაციებს ხელისუფლების, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც უშუალო შეხებაში ვართ ამა, თუ იმ სახელმწიფოს წარმომადგენელთან, - განუცხადა სლოვაკეთში პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს.


