29 იანვარი 2026, 16:29 / სანდო წყარო

გურამ დუმბაძე სამშენებლო ფასების რეფორმაზე: პრემიერის დავალებაა, შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, მოვითხოვთ ხარისხს, რადგან მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება

გურამ დუმბაძე

გურამ დუმბაძე

მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ინიციატორია და ასევე - ფასილიტატორი რიგ საკითხებში, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა არის სამშენებლო სამუშაოების ნაწილი, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ.

მისი განმარტებით, პრაქტიკა იყო ძალიან ცუდი და ახლა ხდება მისი გაუმჯობესება.

„სექტორი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს შესყიდვა შედგება 3 ნაწილისგან. ეს არის ხელფასები - რომელიც კომპანიამ უნდა გადაუხადოს თავის თანამშრომლებს, მასალები, რომლითაც სამშენებლო წარმოება უნდა მოხდეს და მანქანა-მექანიზმები, რომლებიც სამშენებლო მოედანზე გამოიყენება. ამ ფასების დადგენას ქვეყანაში ახდენდა ერთი ეკონომიკური ოპერატორი, რომელსაც ოფიციალური ვალდებულება არ ჰქონდა, ეს მისი ინიციატივა იყო და ანახლებდა ამ ფასებს. თუ შევადარებთ საბაზრო ფასებს და ფასებს, რომელსაც იყენებდა ეს ეკონომიკური ოპერატორი, ძალიან დიდი სხვაობა იყო. ეს ეკონომიკური ოპერატორი იყო ერთ-ერთი შემფასებელთა კავშირი, რომელიც თავისით ადგენდა ამ ფასებს და სახელმწიფოს არ ჰქონდა შემუშავებული, როგორ უნდა მომხდარიყო ფასის ფორმირება, ვის უნდა დაედგინა და ა.შ. ჩვენი დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც და პრემიერ-მინისტრის დავალებაა, რომ უნდა შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა. რაც წარსულში ცუდი და ნაკლოვანი გვქონდა, სამომავლოდ ეს პრაქტიკა უნდა გავაუმჯობესოთ. ამიტომ, გადავწყვიტეთ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დახმარებით მოხდეს ამ ფასების დადგენა და შემუშავება. შეიძლება შემდგომ სხვა ინსტიტუციური ფორმა მიეცეს და ეს იყოს ცალკე კვლევითი ინსტიტუტი, მაგრამ ამ ეტაპზე სამხარაულის ბიურო მოამზადებს, განაახლებს და მოამზადებს ახალ სამშენებლო ფასებს, რომლებიც კრიტიკულად საჭიროა სამშენებლო სექტორისთვის. ეს იქნება ძალიან კომპეტენტური, ძალიან ზუსტი მონაცემები, რომელიც სხვადასხვა წყაროს დაეყრდნობა. პირველ ეტაპზე, ჩვენ განვაახლეთ შრომის ანაზღაურების, ხელფასების ნაწილი და მაქსიმალურად დავუახლოვეთ საბაზრო ღირებულებებს. 19-დან 24%-მდეა ზრდა შრომის ანაზღაურების ნაწილში. ეს ტვირთად აღარ აწევს კომპანიას. რეალური ხელფასი უნდა გადაუხადოს სამშენებლო მოედანზე დაქირავებულს და არ უნდა მოაკლოს მასალებს. რეალურად, ხარისხი ზიანდებოდა იმ ფასებით, რომლებსაც ვიყენებდით. ამის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამშენებლო ხარისხსაც“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

მისივე განმარტებით, განახლდება სამშენებლო მასალების ნაწილიც, იარსებებს ელექტრონული პლატფორმა, სადაც კონკრეტულ იმპორტიორს, მშენებელს ან მაღაზიას, რომელიც სამშენებლო მასალებით ვაჭრობს, შეეძლება, თავისი ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს.

„ყველა ეკონომიკურ ოპერატორს შეეძლება, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. შემდგომ სამხარაული დაადგენს, რა უნდა ღირდეს კონკრეტული მასალა. იქნება დიფერენცირებული ფასები, თავისი ხარისხით. ასევე, განახლდება მანქანა-მექანიზმების ნაწილი. ახალი ტექნიკის, რაც რეალურად სამშენებლო მოედანზეა, შემოყვანა მოხდება ხარჯთაღრიცხვაში, იმის განფასება მოხდება. ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, იმიტომ, რომ ჩვენს მიერ გადახდილი ღირებულება სამშენებლო სამუშაოებში იქნება ისეთი, როგორც, ვთქვათ, კერძო სექტორი იხდის, რაზეც მოვითხოვთ ხარისხს. გაძლიერდება ზედამხედველობისა და მონიტორინგის კომპონენტი, იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ძალიან ბევრი პროექტია წელს დაგეგმილი, მაგრამ მოვითხოვთ ხარისხსაც“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 15:41

პოლიტიკა

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები მოლდოვას პარლამენტის დელეგაციას შეხვდნენ

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი და ჯგუფის წევრი ზურაბ ქადაგიძე მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

03 აპრილი 2026, 15:41

საზოგადოება

კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება

ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, ახალ საჰაერო ხაზზე - კაიროსა და ბათუმს შორის იწყებს ოპერირებას. ფრენები 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში განხორციელდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:40

პოლიტიკა

კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით

არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:39

საზოგადოება

კახა კალაძე: ლილოში ძალიან მალე გვექნება შესაძლებლობა დამატებითი 300 ძაღლის ვოლიერი გაკეთდეს, ასევე გლდანის რაიონში მიმდინარეობს ახალი თავშესაფრის პროექტის განხორციელება, რომელიც 500 ძაღლზეა გათვლილი

გუშინ რაც მოხდა ლილოს მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში კატეგორიულად მიუღებელია. წარმოუდგენელია, ადამიანები შეიჭრნენ იქ, სადაც განთავსებული არიან სხვადასხვა ცხოველები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან ზოგი ცოფით, ზოგი მძიმე ავადმყოფობით. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება, - განაცხადა ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 აპრილი 2026, 15:36

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე

სენსაციების მოწყობა და გარკვეული ფსიქოზის დაბადება ემსახურება ერთ მიზანს, რომ ზოგადად ფსიქოზი არსებობდეს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხზე,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 15:34

პოლიტიკა

კახა კალაძე: 64 უფასო სასადილო გვაქვს დედაქალაქში. თუ კონკრეტული კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორია დამნაშავე, ამას გამოძიება დაადგენს

შეკითხვაში იტყუებით. ყოველ შემთხვევაში, მცდელობა გაქვთ საზოგადოება მოატყუოთ, მაგრამ მე არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. თქვენ შეიძლება თქვენი „ბაბლი“ მოატყუოთ და ამყოფოთ სიცრუეში, მაგრამ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მოატყუოთ ხალხი, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს უფასო სასადილოების თაობაზე დასმული კითხვის შესახებ.

03 აპრილი 2026, 15:26

საზოგადოება

თბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 15:22

ჯანდაცვა

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი ეწვია

ეროვნულ სკრინინგცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.

ზვიად შალამბერიძე

03 აპრილი 2026, 15:16

პოლიტიკა

ზვიად შალამბერიძე ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე: არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს

არ არსებობს საკითხი და სივრცე, რომ ოპოზიციამ სათავისოდ არ გამოიყენოს, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე.

მიხეილ ყაველაშვილი

03 აპრილი 2026, 15:12

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე: ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი

ახლანდელი გაერთიანებული ძალები ადრეც, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ებრძოდნენ საპატრიარქოს და პატრიარქს იმისთვის, რომ დაეკნინებინათ ეკლესიის ავტორიტეტი,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ანტიეკლესიური კამპანიის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

03 აპრილი 2026, 15:03

რეგიონი

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მომზადებული პროექტი, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელი სხვა რეგიონებისთვის.

ვატო შაქარიშვილი

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

შაქარიშვილი: „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან, კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ

რამდენიმე დღეა, „შიგევროპული“ ფარისევლობის აპოთეოზს ვუყურებთ: აბორტის მხარდამჭერები, ცოფიანი ძაღლების დაძინების წინააღმდეგ გამოდიან. კაცის მკვლელები და მწამებლები - უგულავა, ბარამიძე და სხვები, ცხოველების უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:59

პოლიტიკა

კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს

გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: უსამშობლო მოღალატეები გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ

უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუფე შიოს მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:58

პოლიტიკა

კახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

03 აპრილი 2026, 14:57

საზოგადოება

ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეების მართვის საკითხებზე ერთობლივი კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი, ტყის მართვის ერთობლივი კომისიის გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

03 აპრილი 2026, 14:54

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლის და ნიადაგის ანალიზის ბათუმის ლაბორატორიამ ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 14:54

რეგიონი

კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

კახა კალაძე

03 აპრილი 2026, 14:52

პოლიტიკა

კახა კალაძე: საქართველოსა და ქართველების ინტერესებთან არაფერი აქვთ საერთო იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ

არავის უკვირს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ, ისინი ნომრიანი აგენტები არიან, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიმართვა დასანქცირების შესახებ.