„რითეილ ასოციაცია“ სურსათის ფასებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ფოტო: Facebook
„რითეილ ასოციაცია“ სურსათის ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ დაბალ ფასს განსაზღვრავს მიწოდების ჯაჭვის ეფექტურობა.
„კერძოდ, ევროპის ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში, სადაც ბაზრის უდიდესი ნაწილი ორგანიზებულ რითეილზე მოდის, ლოგისტიკა მაქსიმალურად ცენტრალიზებულია, პროდუქტი მწარმოებლიდან პირდაპირ ქსელის საწყობებში ხვდება და მაღაზიებში უკვე თავად ქსელის შიდა ლოგისტიკის მიერ, ოპტიმიზირებული სისტემით ნაწილდება. სწორედ ამიტომ იქ პრაქტიკულად არ არსებობს ზედმეტი რგოლი დისტრიბუციის სახით, რომელიც ფასს ზრდის. სადისტრიბუციო კომპანიებს კი ძირითადად გადამზიდის როლი აქვს.
ქართული მოდელი ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პროცესშია. დღეს ხშირად ერთსა და იმავე სავაჭრო ობიექტს სხვადასხვა მომწოდებელი სხვადასხვა ტრანსპორტით ამარაგებს. ეს ნიშნავს მეტ ლოგისტიკურ ოპერაციას, მეტ საწვავს, მეტ დროს და, საბოლოოდ, მეტ ხარჯს, რომელიც პროდუქტის ფასში აისახება და ტვირთად აწვება მომხმარებელს.
აქვე, მნიშვნელოვანია, განვმარტოთ „ქეშბექის“ საკითხი. „ქეშბექი“ წარმოადგენს ჯამური მარჟისა და ფასნამატის ერთ-ერთ კომპონენტს და იგი თავიდანვე გათვალისწინებულია მომწოდებელსა და ქსელს შორის შეთანხმებულ სავაჭრო პირობებში. ეს არ არის დამატებითი გადასახადი ან ისეთი თანხა, რომელიც შემდეგ ეტაპზე ფასს ზემოდან ემატება. ამ რესურსის გამოყენება ძირითადად ხდება აქციებისთვის, დროებითი ფასდაკლებებისთვის, პროდუქტის უკეთ წარმოსაჩენად და სხვა აქტივობებისთვის, რომლებიც, საბოლოოდ, მომხმარებლის ინტერესზეა მიმართული.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ, კომპეტენტურ კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში სუპერმარკეტების საშუალო ჯამური მარჟა ევროპულ მაჩვენებლებზე დაბალია. შესაბამისად, ფასის ფორმირებაზე მსჯელობისას აუცილებელია სრული სურათის დანახვა და არა ცალკეული ელემენტის გამოყოფა. კვლევებზე დაფუძნებული მონაცემებით ცნობილია, რომ ორგანიზებული სუპერმარკეტები ერთად რითეილ ბაზრის დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. დანარჩენი 60% მოდის უბნის მაღაზიებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე. ასევე, ცნობილია, რომ ამ სეგმენტში დისტრიბუცია „ქეშბექსა“ და რეტრობონუსს ან საერთოდ არ იყენებს, ან ძალიან მცირე მასშტაბით იყენებს. მიუხედავად ამისა, არაბრენდირებულ უბნის მაღაზიებში პროდუქტები ხშირად უფრო ძვირია, ვიდრე ორგანიზებულ, მათ შორის დისკაუნტერულ ქსელებში.
ეს პრაქტიკა აჩვენებს, რომ „ქეშბექი“ და რეტრობონუსი ვერ განიხილება ფასის ზრდის მთავარ მიზეზად. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რამდენად ეფექტიანად არის მოწყობილი პროდუქტის მიწოდება. როგორც უკვე აღინიშნა, ფასის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დამატებითი შუალედური რგოლის – დისტრიბუციის არსებობა, სადაც არაეფექტური და ძვირიანი სადისტრიბუციო პროცესი საბოლოოდ ზრდის ფასნამატს.
„რითეილ ასოციაცია“ და მისი წევრები გამოხატავენ მზადყოფნას, განიხილონ „ქეშბექებისა“ და რეტრობონუსების გაუქმების საკითხი იმ პრინციპით, რომ შესაბამისი შემცირება აისახოს მოსაწოდებელ ფასში, თუმცა ასეთი ნაწილობრივი ნაბიჯები თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფასის არსებით გაიაფებას, თუ პარალელურად არ მოხდება მიწოდების სისტემის გარდაქმნა და ლოგისტიკური მოდელის დაახლოება იმ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, რომელიც მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მაგალითის სახით. ასოციაციის ორ წევრ კომპანიას უკვე აქვს ინფრასტრუქტურული საფუძველი იმისთვის, რომ ეს ტრანსფორმაცია ეტაპობრივად განხორციელდეს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ და თანამიმდევრულ მუშაობას.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღებას საჭიროებს ადგილობრივი წარმოების საკითხიც. ქვეყანაში ფასების შემცირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ადგილობრივი წარმოების განვითარება და ეკონომიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება. ეს საშუალებას მოგვცემს, შევამსუბუქოთ საერთაშორისო ინფლაციისა და გაცვლითი კურსის გავლენა როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებლისთვის საბოლოო ფასებზე. „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი, საკუთარი შიდა პოლიტიკის შესაბამისად, აქტიურად უჭერს მხარს ადგილობრივ წარმოებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ფერმერული პროდუქტების მიმართულებით.
ამასთან, საქართველოში წარმოებული პროდუქციის თაროებზე მოხვედრა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მომხმარებლის მოთხოვნასთან. ორგანიზებულ რითეილს აქვს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ კატეგორიებში არსებობს მაღალი მოთხოვნა და სად არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი. არაერთ პროდუქტზე დღეს ბაზარი ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული სწორედ იმიტომ, რომ ადგილობრივი წარმოება არ არის საკმარისი მოცულობით წარმოდგენილი. რითეილ სექტორი მზად არის, აღნიშნული მონაცემები და ანალიტიკა გაუზიაროს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, რათა მხარდაჭერის პროგრამები გახდეს უფრო მიზანმიმართული, პრაქტიკული და რეალურად მიმართული იმ პროდუქტების განვითარებაზე, სადაც ქვეყნის შიგნით წარმოების ზრდას შეუძლია ფასებზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა.
რითეილ სექტორი ინტენსიურად მუშაობს ისეთი მოდელების შემუშავებაზე, რომლებიც უზრუნველყოფს მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებასა და საბოლოო ფასზე პოზიტიურ გავლენას. უახლოეს პერიოდში ასოციაცია საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს წარუდგენს კონკრეტულ, ეკონომიკურად დასაბუთებულ და პრაქტიკულ წინადადებებს. ჩვენი მიზანია რეალური, გრძელვადიანი ცვლილებები, რომლებიც შეამცირებს მიწოდების ჯაჭვში არაეფექტურობას, შესაბამისად, მომხმარებლისთვის, ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონიმიკისთვის უკეთესს შედეგს მოიტანს“, – ნათქვამია „რითეილ ასოციაციის“ განცხადებაში.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.
03 აპრილი 2026, 21:01
სამართალი
ყალბი დიაგნოზი, დოკუმენტი და ქრთამი სამხედრო სამსახურისგან თავის დასაღწევად - დაკავებულია ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქუთაისში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი დააპატიმრეს. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.
03 აპრილი 2026, 20:56
სპორტი
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სპორტის სამინისტროში 2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხელმძღვანელობდა.
03 აპრილი 2026, 20:52
პოლიტიკა
საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება სლოვაკეთისთვის მიუღებელია - გზავნილები, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სლოვაკეთისთვის მიუღებელია საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დამოკიდებულება. ორმხრივი ინტერესები და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა - ეს ის გზავნილებია, რაც პრეზიდენტის ვიზიტს მოჰყვა.
03 აპრილი 2026, 20:43
საზოგადოება
ზრუნვა მიუსაფარ ცხოველებზე - სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კამპანიას იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა აჩვენა ბოლო ორი დღის აქტივობამ, ფაქტების გარეშე - მაკუნა აბულაძის სიუჟეტში ნახავთ.


