საქსტატი: 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 70.0 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
ფოტო: shutterstock.com
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70.0 მილიარდი ლარი შეადგინა.
ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2025 წლის მეოთხე კვარტალში მისი მოცულობა 27.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის 67.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 14.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 17.9 პროცენტი კი – მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში – მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 43.6 პროცენტი, საშუალოზე – 24.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 31.5 პროცენტი.
ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 35.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტია, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 20.2 მილიარდი ლარი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 7.0 პროცენტით აღემატება.
საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 839.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.7 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 19.4 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 39.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 782.8 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტით მეტია, ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6 260.3 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 13.1 პროცენტით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 608.4 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 241.3 ლარით, ხოლო, მათ შორის, ქალების ხელფასმა 1 998.0 ლარი შეადგინა. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირი იყო: მსხვილი ბიზნესი – 2 743.7 ლარი; საშუალო ბიზნესი – 3 084.9 ლარი; მცირე ბიზნესი – 2 152.2 ლარი.
2025 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი, 35.9 პროცენტი, მოდიოდა ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგზე, მეორე ადგილს იკავებდა ვაჭრობა 32.9-პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდიოდა დამამუშავებელი მრეწველობა 7.3-პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.4-პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5-პროცენტიანი წილით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3.3-პროცენტიანი წილით, ხოლო 9.7 პროცენტი დანარჩენ დარგებზე განაწილდა.
საანგარიშო პერიოდში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ ხუთ ადგილს დამამუშავებელი მრეწველობა (18.6 პროცენტი), ვაჭრობა (18.5 პროცენტი), მშენებლობა (18.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (9.3 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.4 პროცენტი) იკავებდა, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში ჯამურად 26.6-პროცენტიანი წილი ეჭირა.
2025 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები, შესაბამისად, 29.0, 11.1 და 8.9-პროცენტიანი წილებით.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 18:36
მსოფლიო
ჯენიკა ფაუნდსი: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მივიღოთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელები და დავრწმუნდეთ, რომ მათი დაფინანსება ამერიკული ფედერალური ბიუჯეტიდან აღარ მოხდება
ამერიკელმა მკვლევარმა, ჯენიკა ფაუნდსმა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გამართული ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაჯამა. განხილვის მთავარი თემა უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენები იყო.
06 მარტი 2026, 18:26
საზოგადოება
ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მეხუთედ უმასპინძლებს
ღონისძიების თემა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“ წარმოაჩენს არქივებში კინომეხსიერების შენარჩუნების, აღდგენისა და ხელახლა გააზრების პროცესს ციფრული ტრანსფორმაციის, რესტავრაციისა და უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. თანამედროვე ეპოქაში ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე საარქივო ფილმებს დიგიტალური ვერსია ახალ სიცოცხლეს სძენს და კინოეკრანებზე აბრუნებს.
06 მარტი 2026, 18:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედებით არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. არ ერიდებიან ოდიოზური მიზეზების მოყვანასაც კი ოღონდ, მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ
შიდა და გარე ძალების შეთანხმებული ქმედების შედეგად არის მცდელობა, რომ საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მაქსიმალურად დააზიანონ. საქართველოს შეუქმნან სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის, არ ერიდებიან ყველაზე ოდიოზური მიზეზებისა და საბაბების მოყვანასაც კი ოღონდ, ქვეყნის გარშემო და ქვეყნის შიგნით მოსახლეობა როგორმე დაძაბულობაში ამყოფონ, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
06 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი: ეს ომი ირანში, ჩემი და მთელი ესპანეთის აზრით, არის საშინელი შეცდომა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული საბრძოლო მოქმედებები და მათ „საშინელი შეცდომა“ უწოდა.
06 მარტი 2026, 18:14
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე: პირველი ქმედითი ნაბიჯი იქნება მუშაობის დაწყება პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე. ეს იქნება რეალურად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის მზაობა და სურვილი აშკარად მოვისმინეთ ყველა შეხვედრაზე
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენ „მეგობარი აქტის“ მსგავს ინიციატივებზე ვსაუბრობდით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა კითხვას აშშ-ში ვიზიტისას ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადების შესახებ. კერძოდ, სამხარაძის თქმით, მათ სთხოვეს კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ცალკეული კონგრესმენების ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ანტიქართული ხასიათი აქვს.
06 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეხვედრები დაასრულა
„შეხვედრებისას საუბრის ძირითადი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა იყო. მიმოვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი - ძირითადად, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ოკუპაცია. კონგრესმენებისგან ინფორმაცია მივიღეთ ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
06 მარტი 2026, 18:07
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი გაცხადებული პოზიცია და სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ორმხრივი ინტერესი ურთიერთობების აღდგენისა სახეზეა
„რაც ახალი ადმინისტრაცია მოვიდა აშშ-ში, საქართველოსთან მისი დამოკიდებულება შეიცვალა. პირდაპირი წნეხი, რასაც ჩვენ განვიცდიდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ფაქტობრივად მოხსნილია. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ უკვე კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმისთვის, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ნორმალური ურთიერთობა აღდგეს“.
06 მარტი 2026, 18:07
მსოფლიო
ტრამპი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა
ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება, გარდა უპირობო კაპიტულაციისა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
06 მარტი 2026, 17:58
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში ვიზიტზე: ვუთხარით, რომ საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება, რომ გთხოვენ „FARA“-ს და ოჯახური ღირებულებების კანონების უკან გაწვევას. ეს მათთვის იყო მიუღებელი. ეს არის ღირებულებების თანხვედრა ტრამპის ადმინისტრაციასთან
ეს განცხადება სამიტზე არავის არ გაუკვირდა იმიტომ, რომ ფაქტობრივად, აქ იყვნენ ის კონსერვატორული ძალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც სწორედ მსგავსი ჩარევების მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან და ფაქტობრივად ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობდით და ძალიან ბევრი იყო ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომელიც მსგავს ზეწოლაზე საუბრობდა. ამიტომ მათთვის სიახლე არ იყო და მათთვის არაფრის ახსნა არ გვიწევდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გარე ჩარევებს ეხებოდა.
06 მარტი 2026, 17:53
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე: იმედი გამოვთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება
იმედი გამოთქვით ორივე მხარემ, რომ მომავალში ის ურთიერთობები, რაც წარსულში იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, აღარ განმეორდება და წარსულს ჩაბარდება, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
06 მარტი 2026, 17:49
მსოფლიო
ისრაელმა თეირანსა და ისპაჰანზე საჰაერო შეტევის ახალი ტალღა დაიწყო
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ირანის დედაქალაქ თეირანზე და ქალაქ ისპაჰანზე საჰაერო შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის არმიაზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.
06 მარტი 2026, 17:48
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გარე ძალები ფიქრობენ რაღაცნაირი აამუშაონ ბერკეტები, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ და ამის ერთადერთი საშუალება აქვთ - ჩვენი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერება
გარე ძალები ფიქრობენ რაღაცნაირი ბერკეტები აამუშაონ, რომ საქართველოში ვითარება დაძაბონ და ამის ერთადერთი საშუალება აქვთ - ჩვენი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის რამენაირად შეჩერება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
06 მარტი 2026, 17:45
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: კონგრესმენებთან, სენატორებთან შეხვედრები თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა. გამოითქვა დიდი სურვილი, რომ ურთიერთობები გადაიზარდოს ისეთ კონკრეტულ შედეგში, როგორიცაა ახალი პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება
ვიზიტის ფარგლებში ბევრი შეხვედრა გვქონდა. შევხვდით როგორც კონგრესმენებს, სენატორებს და ყველა შეხვედრა თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში გაიმართა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
06 მარტი 2026, 17:44
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
პროექტის ფარგლებში, ახალი საფეხმავლო ხიდი შენდება სოფელ რაჭისუბანში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი ბურჯების მოწყობა. ახალი ხიდები შენდება, სოფელ ქვემო ბოლნისსა და ქალაქ ბოლნისში. წისქვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, საყრდენი ბურჯების მოწყობა, მონოლითური სარეგულაციო კედლების ჩამოსხმა დასრულდა და მიმდინარეობს რკინაბეტონის კოჭების მოწყობის სამუშაოები.
06 მარტი 2026, 17:39
საზოგადოება
აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი №5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში დევნილ ქალ მსჯავრდებულებს შეხვდა
„დღეს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ აფხაზეთიდან დევნილი ქალი მსჯავრდებულები და მათ ქალთა და დედის დღე მივულოცეთ. ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს ყურადღება და მხარდაჭერა. ჩვენი სამინისტრო აქტიურად მუშაობს დევნილი მსჯავრდებულების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებულ პროექტებზე, რათა მათ საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა ალიონა ჩხოტუამ.
06 მარტი 2026, 17:37
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა „საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი 2026-ში“ მიიღო მონაწილეობა
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
06 მარტი 2026, 17:36
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ზელენსკის მხრიდან ორბანის მიმართ მუქარაზე: ეს ადამიანი პირდაპირ ემუქრება ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყანას და იმ ლიდერს, რომელსაც განსაკუთრებული მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს აშშ-ის პრეზიდენტთან
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის მიმართ მუქარას აფასებს.
06 მარტი 2026, 17:26
მსოფლიო
ევროკომისიაში ორბანის მისამართით ზელენსკის მუქარა დაგმეს
ევროპული კომისია ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის შემცველი განცხადებები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მისამართით არის მიუღებელი, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა, ოლოფ გილმა.
06 მარტი 2026, 17:23
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: ნინო ლომჯარიას თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერსაც იმაზე ესაუბრა, რასაც „იმედი“ ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში ელჩ ფიშერთან შეხვედრაზე.
06 მარტი 2026, 17:19
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ისეთი ზარალი, რომელიც განპირობებული იქნება აღშფოთებული საზოგადოების ქუჩაში გამოსვლით
ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ზარალი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.


