27 მარტი 2026, 10:28 / სანდო წყარო

დიდი პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის ლიდერები, ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები - მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს იდეების გაცვლას

ზურაბ გელენიძე

ზურაბ გელენიძე

„ქართუ ბანკი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ. მან მსგავსი ფორუმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დიდი პატივია ასეთი მნიშვნელობის ღონისძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მთავრობის ლიდერები, ფინანსური სექტორის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენი აქ ყოფნა ხაზს უსვამს დიალოგის, თანამშრომლობისა და ხედვების გაცვლის მნიშვნელობას, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს იდეების გაცვლას, პრიორიტეტების დასახვას და პარტნიორობის გაღრმავებას, რაც განსაზღვრავს ფინანსური სერვისების მომავალს.

დღევანდელ ღონისძიებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში, რადგანაც ის მიუთითებს საქართველოს, როგორც ფინანსური ცენტრის როლის ზრდაზე და ქვეყნის ამბიციაზე, იყოს სანდო და განვითარებადი მოთამაშე, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ამ ღონისძიების მასპინძლობით ჩვენ არა მხოლოდ ხელს ვუწყობთ დიალოგს, არამედ უფრო ინტეგრირებული, ინოვაციური და მდგრადი ფინანსური ეკოსისტემის შექმნას.

ვამაყობ, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ფორუმს მასპინძლობს. ეს არის დამაჯერებელი სიგნალი ჩვენი ფინანსური სისტემის, ნორმატიულ-სამართლებრივი გარემოს და საერთაშორისო თანამშრომლობისა და გახსნილობის, ნდობის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის მთავრობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაში, რეფორმების გატარებასა და საქმიანი გარემოს შექმნაში, ეკონომიკურ მხარდაჭერასა და მდგრადობაში“, - განაცხადა ზურაბ გელენიძემ.

ღონისძიებაში 250-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაზე: ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ეს არის სინამდვილეში ლამის რელიგიური ომი იმისთვის, რომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ საქართველოში ის სულიერი საყრდენი, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეკლესიის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

27 მარტი 2026, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები

ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების, აქეზებენ მათ დანაშაულისკენ, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

27 მარტი 2026, 12:12

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

27 მარტი 2026, 12:09

რეგიონი

„საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას ახორციელებს.

27 მარტი 2026, 12:02

მსოფლიო

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: წარმოუდგენელია, ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი სუვერენული სახელმწიფოს საკანონმდებლო პროცესში ერევა.

27 მარტი 2026, 11:58

საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლების რეისებს ამატებს. მოძრაობის განრიგი მოცემულია თანდართულ ფოტოზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge ჩვენი აპლიკაციის საშუალებით: onelink.to საქართველოს რკინიგზის სალაროებში საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

27 მარტი 2026, 11:56

რეგიონი

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის შესახებ მცხეთა-მთიანეთში შეხვედრა გაიმართა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხები მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

27 მარტი 2026, 11:49

რეგიონი

გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

27 მარტი 2026, 11:49

რეგიონი

კამპანიის - „დაზოგე წყალი“ ფარგლებში კასპისა და ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კასპისა და ქარელის საჯარო სკოლებში კამპანია - „დაზოგე წყალი“ გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მართავს.

27 მარტი 2026, 11:49

საზოგადოება

იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1 აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.

27 მარტი 2026, 11:47

მსოფლიო

„ცაჰალმა“ თეირანის ცენტრში ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) განცხადებით, წუხელ თეირანის ცენტრში ისრაელელმა სამხედროებმა ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელეს.

27 მარტი 2026, 11:37

მსოფლიო

მედია: ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ჩაიძირა

ტაილანდის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც ორი კვირის წინ ჰორმუზის სრუტეში დაარტყეს, ირანის კეშმის კუნძულთან ჩაიძირა. ინფორმაციას ტაილანდური მედია ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

27 მარტი 2026, 11:21

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ყველაზე დიდი ინსტიტუტი, რომელიც არის ერის შემდუღებელი. ეს ბევრს არ აწყობს, ისინი ერთიანობის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვიან და ამაში ძალიან დიდი თანხა იხარჯება

კონკრეტული ჯგუფების მცდელობას - ეკლესიის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინათ, პასუხი ქართველმა ხალხმა გასცა, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება იმ მოვლენებზე, რომელიც წლებია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს და რომელიც მათივე თქმით, გარედან არის მართული.

27 მარტი 2026, 11:19

კულტურა

საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა

საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა.

27 მარტი 2026, 11:15

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-6 ტურის შეხვედრას გამართავს.

27 მარტი 2026, 11:05

რეგიონი

ბათუმის ცენტრალური პარკიდან უნებართვო კონსტრუქციების გატანა მიმდინარეობს

ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორიიდან უნებართვო, უსახური კონსტრუქციებისა და ჯიხურების გატანა მიმდინარეობს.

27 მარტი 2026, 11:05

რეგიონი

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, სათაფლიასა და ნავენახევის მღვიმის მიმდებარედ, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულის ფარგლებში, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, სათაფლიასა და ნავენახევის მღვიმის მიმდებარედ, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.

27 მარტი 2026, 10:46

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

27 მარტი 2026, 10:45

რეგიონი

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის (კმ170-კმ185) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

27 მარტი 2026, 10:44

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით

საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.