სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები „Alimentaria 2026“-ზე წარდგნენ
ფოტო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 9 ქართულმა კომპანიამ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria მიიღო მონაწილეობა.
სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენაზე ქართულმა პროდუქციამ ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
Alimentaria მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც საკვები და სასმელი სექტორისთვის, ასევე სტუმართმასპინძლობის და საკვები მომსახურების სფეროში. წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3 200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-მდე ქვეყნიდან და 108 000-მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.
სააგენტოს შექმნის დღიდან ქართულმა კომპანიებმა 1 500-ჯერ მიიღეს მონაწილეობა 30-მდე ქვეყნის 200-მდე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, ჩინეთი, იაპონია და სხვა.
ყველა სიახლე
30 მარტი 2026, 14:39
საზოგადოება
სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სოფელ არაშენდა, ნანიანის, ზემო კაჭრეთისა და კაჭრეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გარემოსდაცვით საკითხებზე, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.
30 მარტი 2026, 14:37
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
30 მარტი 2026, 14:35
რეგიონი
„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრში, რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა
„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრში, რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
30 მარტი 2026, 14:32
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომლის უკანაც თემურ ალასანიას საცეცები და მისი პატრონების საცეცები, აშკარად იყო
„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი არაფრად მიაჩნია. არაფრად მიაჩნია მათზე თავდასხმა, მათი შეურაცხყოფა და ისინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად სჭირდება. ამიტომაც არიან ისინი უსამშობლოები და ამიტომაც არიან, რომ ამდენი წლის განმავლობაში ისინი სახალხოდ და სამარცხვინოდ აგებენ არჩევნებს.
30 მარტი 2026, 14:28
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე Moody's-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებაზე: მსოფლიოში არის სამი სარეიტინგო კომპანია, მათ შორის „მუდისი“, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიო
მსოფლიოში არის სამი სარეიტინგო კომპანია, მათ შორის „მუდისი“, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიოგანაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ „ქრონიკასთან“.
30 მარტი 2026, 14:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურდა, რომ ის ღვარძლი და სიძულვილი საკუთარი ერის მიმართ, რაც თემურ ალასანიამ გამოთქვა, მაშინ იყო სრულიად ნამდვილი სიტყვები
დღეს კიდევ ერთხელ ცხადად დადასტურდა, რომ ის ღვარძლი და სიძულვილი საკუთარი ერის მიმართ, რაც თემურ ალასანიამ გამოთქვა, მაშინ იყო სრულიად ნამდვილი სიტყვები, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა თემურ ალასანიაზე საუბრისას.
30 მარტი 2026, 14:27
მსოფლიო
Politico: ევროკავშირის წევრებისთვის ბლოკში მდიდარი ქვეყნების მიღება უფრო მიმზიდველია, ვიდრე ღარიბების
Politico წერს, რომ ევროკავშირისთვის ახლა გაერთიანებაში მდიდარი ქვეყნების მიღებაა უფრო მიმზიდველი, ვიდრე ღარიბების. ევროპელმა დიპლომატებმა გამოცემას უთხრეს, რომ წევრი ქვეყნებისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება გაერთიანებაში ისლანდიისა და ნორვეგიის გაწევრება, ვიდრე უკრაინის, მოლდოვის ან კიდევ რამდენიმე ქვეყნის.
30 მარტი 2026, 14:26
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: თითოეული ეს კანონი ორიენტირებულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი ერთი მხრივ გამჭვირვალობა, მეორე მხრივ კი სახელმწიფო სუვერენიტეტი იყოს დაცული
იურიდიულმა კომიტეტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა. პროექტით, გარე ძალების გამოვლენისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების ეფექტიანად აღრიცხვისა და მონიტორინგისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები იუსტიციის სამინისტროდან აუდიტის სამსახურში გადადის.
30 მარტი 2026, 14:25
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილება, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებას, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.
30 მარტი 2026, 14:12
სამართალი
სამართალდამცველებმა ნეონაცისტური დაჯგუფების 13 წევრი დააკავეს, რომელთაგან 7 არასრულწლოვანია: დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფებისა და ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი 13 პირი დააკავა.
30 მარტი 2026, 14:09
მსოფლიო
იტალიაში, უსაფრთხოების შესახებ განკარგულების ამოქმედების შემდეგ 91 ადამიანი დააკავეს
იტალიაში უსაფრთხოების შესახებ განკარგულების ამოქმედებიდან პირველად 91 ადამიანი დააკავეს , რომლებიც რომში არაავტორიზებულ დემონსტრაციაზე დასწრებას გეგმავდნენ. პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის თქმით, ესენი იყვნენ საშიში ანარქისტები, რომლებიც პოლიციის სათავო ოფისთან იმ ორი ანარქისტის ხსოვნის აღსანიშნავად გეგმავდნენ შეკრებას, რომლებიც 19 მარტს, ასაფეთქებელ მოწყობილობაზე მუშაობის დროს მომხდარი აფეთქებისას დაიღუპნენ.
30 მარტი 2026, 14:05
საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტში ბრეთის, ბებნისისა და რუისის სავარგულები შეუფერხებლად მოირწყვება
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ტაშისკარის სარწყავი სისტემის გამანაწილებელ არხს ნატანი მასისგან წმენდს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
30 მარტი 2026, 14:01
პოლიტიკა
პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები დიმიტრი ხუნდაძე და ზურაბ ქადაგიძე წიგნის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ
პარტია ,,ხალხის ძალის” წევრები - გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე და პარტიის წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე წიგნის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კომენტარების“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
30 მარტი 2026, 13:58
მსოფლიო
აჰმედ ალ-შარაა ბერლინში ვიზიტით იმყოფება
სირიის ლიდერი ბერლინში ვიზიტით იმყოფება. აჰმედ ალ-შარას გერმანიის პრეზიდენტმა უმასპინძლა. სირიის ლიდერი ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კანცლერ ფრიდრიხ მერცთან.
30 მარტი 2026, 13:49
მსოფლიო
Politico: ევროკავშირი არჩევნებში ორბანის გუნდის გამარჯვებაზე რეაგირების ვერსიებს განიხილავს
Politico-ს ცნობით, ევროკავშირი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანისა და მისი გუნდის გამარჯვებაზე რეაგირების ვერსიებს განიხილავს. მუშავდება 5-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანიც არის ბრიუსელისთვის პრობლემური ლიდერების გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება. კერძოდ, საქმე ეხება ევროკავშირში გადაწყვეტილებების ერთხმად მიღების პროცედურის კვალიფიცირებული უმრავლესობის პრინციპით ჩანაცვლებას.
30 მარტი 2026, 13:43
სპორტი
ქართული დერბი NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა🏀
მამუკელაშვილის ანგარიშზე 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრაა. მატჩის შემდეგ ის „ტორონტოს“ საკვანძო მოთამაშედ აღიარეს.
30 მარტი 2026, 13:39
საზოგადოება
დიმიტრი ხუნდაძე „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენელს: ჯენერიკ მედიკამენტის ზოგადი პრინციპია ფასთან კონკურენციის გამო, იყოს ხელმისაწვდომი, თუმცა, ხარისხზე არ უნდა იყოს კითხვის ნიშანი
მე არ მგონია, რომ ეს კარგი გამონაკლისი იყოს. კონკრეტიკაც შემიძლია, მაგალითად, „ომეპრაზოლის“ შემთხვევაში - ბრენდული და ჯენერიკული მედიკამენტი, როდესაც საბაზრო ღირებულება ბრენდულის შემთხვევაში არის 15-20 ლარის ფარგლებში და ჯენერიკის არის - 12-18 ლარის ფარგლებში, ანუ, სხვაობა არის მინიმუმზე მინიმუმი, - განაცხადა პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, „ჯი-ემ ფარმას“ წარმომადგენლის, გუგა რამიშვილის რეპლიკის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა: „თუკი რომელიმე ორიგინალი [მედიკამენტი] არის იაფი და ჯენერიკები მასთან დაკავშირებით ძალიან იაფი არ არის, ეს კარგი გამონაკლისია და არა ცუდი გამონაკლისი“.
30 მარტი 2026, 13:39
საზოგადოება
ილია ინჯია „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს: ქვეყნები, სადაც შედიხართ და სადაც აპირებთ ოპერირებას, იქ რომ ამ ყველაფერს ავითარებთ, ეს საიდან ფინანსდება, ხომ არ ფინანსდება ეს საქართველოს ბაზარზე მიღებული მოგებით?
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც დღეს მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურა განიხილება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, ილია ინჯიამ, „ჯი ემ ფარმას“ წარმომადგენლებს უცხოურ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვებით მიმართა.
30 მარტი 2026, 13:38
ეკონომიკა
ნინო წილოსანი „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს: რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდნენ თუ არა მოქალაქეები ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. რა ეთიკით მოქმედებთ
სანამ სახელმწიფო რეფერენტულ ფასებს არ დააწესებდა, თქვენ მედიკამენტებს ისეთ ფასად იყიდდით, რომლითაც ადამიანებს არ შეეძლოთ წამალი თავის გადარჩენისთვის ეყიდათ. გადადიოდნენ თურქეთში და იქიდან შემოჰქონდათ წამლები იმიტომ, რომ ადგილზე წარმოუდგენლად დიდი ფასნამატით ყიდდით წამლებს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „ჯი ემ ფარმას“ დირექტორს, გოჩა გოგილაშვილს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
30 მარტი 2026, 13:28
რეგიონი
აჭარის კულტურის მინისტრის, ელისო ბოლქვაძის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დასრულდა
აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელისო ბოლქვაძემ, შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ჟანა ანდრიასიანთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.


