imedi /  30 მარტი 2026, 18:58 / სანდო წყარო

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინეს

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა დაიწყო.

კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ფარმაცევტული კომპანიების ადგილობრივ მწარმოებლებს და საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების, კერძოდ: „ჯი-ემ-პი“-ს, „ავერსი-რაციონალის“, „ბიოფარმის“, „ბიოქიმფარმის“, „ჯმფ“-ის, „ბერლინ ჰემია“/„მენარინი დისთრიბიუშენ ჯორჯიას“ და „ნოვარტის ფარმა სერვისიზის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა რეგულირებადია და სექტორის მუშაობა მონიტორინგის ზედამხედველობით ხორციელდება.

მისივე თქმით, 2023 წლიდან რეფერენტული ფასების პროგრამა ამოქმედდა და ამ ეტაპზე კომისიის მიზანია, შეაფასოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ფასწარმოქმნის ჯაჭვი, მედიკამენტების ფასების დინამიკა და როგორ მუშაობს რეფერენტული ფასების პროგრამა.

სხდომაზე მოწვეულმა სტუმრებმა კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს, რომლებიც წარმოებიდან სააფთიაქო ქსელამდე მედიკამენტების ფასნამატის ოდენობებს, ნაშთების მართვას, რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყებამდე მედიკამენტების ფასებს, მწარმოებლებს შორის არსებულ კონკურენციას, ჯენერიკებსა და ორიგინალ მედიკამენტებს შორის ფასების განსხვავებებს შეეხებოდა.

კომისიის წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა შპს „ჯი-ემ- პი“-ს დირექტორს კითხვით მიმართა და დაინტერესდა, რატომ იყო მედიკამენტების ფასები ბევრად მაღალი რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყებამდე.

რეფერენტული ფასების პროგრამის დაწყების შემდეგ, შესაძლებლობის ფარგლებში, თქვენი მარჟა ჩამოწიეთ და წარმატებით გააგრძელეთ საქმიანობა. შეეფერება თუ არა ეს ბიზნესის ეთიკას, როდესაც შეგიძლიათ, გქონდეთ ნორმალური მოგება. რომ არა რეფერენტული ფასები და კონკრეტული ჩარევა სამინისტროს მხრიდან, იყიდიდნენ თუ არა ჩვენი მოქალაქეები გაცილებით ძვირად იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ახლა ნორმალურ ფასად ყიდულობენ. მინდა ამიხსნათ, სად არის პაციენტის გადაზღვევის საშუალებები. რეფერენტულ ფასებამდე თქვენ გაცილებით დიდ მოგებას იღებდით და ოდნავადაც არ შექმნია არც ერთ მწარმოებელს თუ სააფთიაქო ქსელს დისკომფორტი, რომ ამით მომხმარებელს და ჩვენს მოქალაქეებს ვაზიანებდით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

კომისიის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ფარმაცევტულ ქსელებში ჯენერიკული და ორიგინალური მედიკამენტების ფასთა სხვაობა მინიმალურია და ის მიდგომა, რომ ჯენერიკები ორიგინალურ მედიკამენტებზე უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ქართულ ბაზარზე არ მოქმედებს.

ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მედიკამენტების ფასწარმოქმნის სტრუქტურაზე, კომპანიების საქმიანობის მიმართულებებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ფარმაცევტული საწარმოების მუშაობას უკავშირდება.

მათი განმარტებით, მედიკამენტების ფასებში ადგილობრივი მწარმოებლების ჩარევა მინიმალურია და ფასებს ფარმაცევტული ბაზარი და კონკურენტული გარემო განსაზღვრავს.

სხდომაზე განხილული საკითხები სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შეაჯამა.

„ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გაიმართა. ბაზარზე რეფერენტული ფასების მოდელი წარმატებით მუშაობს და ადგილობრივ მწარმოებლებს ის პრობლემებს არ უქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ რეფერენტული ფასების მოდელის გაფართოება შესაძლებელია ისე, რომ ამას ბაზარზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ წარმოებას ექსპორტის პოტენციალი აქვს. ჩვენ ამას მივესალმებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში „GMP“ სერტიფიცირების მექანიზმი კარგად მუშაობს და ეს მედიკამენტების ხარისხს იცავს. მისასალმებელია ისიც, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი ორ კომპონენტიანია, რომელიც მწარმოებლებისა და ქსელ-დისტრიბუტორებისგან შედგება. ეს ნიშნავს, რომ მესამე რგოლის სახით დამატებითი საოპერაციო ხარჯები არ არის“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

დროებითი კომისია, ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით, მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვისა და სექტორის საოპერაციო პროცესების შესწავლის მიზნით კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველა სიახლე

30 მარტი 2026, 20:39

სამართალი

პროკურატურამ ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს 2025 წლის 4 მაისს ჩადენილი ტერორისტული აქტის, მეორე ეპიზოდზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

30 მარტი 2026, 20:37

პოლიტიკა

პრემიერი: პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან - ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მარიამ ლაშხი

30 მარტი 2026, 20:36

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა.

30 მარტი 2026, 20:34

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი” 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისი”- 2026 წელს საქართველოში 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის. ეკონომიკის სამინისტრო იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ საგარეო შოკების მიუხედავად, ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები ძლიერი რჩება.

30 მარტი 2026, 20:31

ჯანდაცვა

გაიზრდება თუ არა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს - დროებითი საპარლამენტო კომისია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.„ქრონიკის“ სიუჟეტი

ფასების რეგულირების დროებითი საპარლამენტო კომისია ამჯერად ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ადგილობრივ და საერთაშორისო მწარმოებლებს. როგორ განისაზღვრება მედიკამენტების ღირებულება - ამ ჯაჭვის განხილვის პარალელურად, იმსჯელეს რეფერენტული ფასების პროგრამაზეც, რომელიც მესამე წელია მოქმედებს.

თემურ ალასანია

30 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

თემურ ალასანია ქართველების წინააღმდეგ - სააკაშვილის ბიძა ერს ისევ შეურაცხყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თემურ ალასანია ქართველებს ისევ შეურაცხყოფს. მიხეილ სააკაშვილის ბიძამ ფაქტობრივად დაადასტურა ის, რასაც წლების წინანდელ ჩანაწერში ამბობდა.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 20:24

პოლიტიკა

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

30 მარტი 2026, 20:22

მსოფლიო

CNN: ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა

რეგიონული ხელისუფლებების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მომზადებული CNN-ის სტატისტიკის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს დაწყებული კონფლიქტის დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

30 მარტი 2026, 20:19

პოლიტიკა

მიზანმიმართული კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ - ვინ მართავს პროცესებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ავტორიტეტებთან, ნდობასა და რწმენასთან. კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წლებია ძალას იკრებს და ახლა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, ხელისუფლების შეფასებით, მართული პროცესია.

ნინო წილოსანი

30 მარტი 2026, 20:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ცდილობენ არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება

რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ცდილობენ არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

30 მარტი 2026, 19:56

საზოგადოება

თბილისის სატელევიზიო ანძა ლურჯად განათდა

თბილისის ანძა ლურჯად განათდა, რაც მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობით ეროვნული სკრინინგ ცენტრი ტრადიციულად ყოველწლიურ საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა.

30 მარტი 2026, 19:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრა

ნიკოლოზ სამხარაძემ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

30 მარტი 2026, 19:32

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 მარტი 2026, 19:21

სამართალი

პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ მას წნევა დაურეგულირდა, გადაუღეს რენტგენიც, მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება

პენიტენციურ სამსახურში „იმედინიუსს“ განუცხადეს, რომ მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. მათივე განმარტებით, შესაბამისი სამედიცინო მანიპულაციების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს წნევა დაურეგულირდა.

მიხეილ სარჯველაძე

30 მარტი 2026, 19:14

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრი: კომისია სრულად მოიცავს სექტორს და საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი საკითხი თვალსაჩინო გახდება

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, წამლის წარმოების ხარისხის რეგულირების მიზნით, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მაგალითად, დაამკვიდრა GMP სტანდარტი. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ და სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებით, განმტკიცდება საქართველოს როგორც მწარმოებელი ქვეყნის რეპუტაცია და ავტორიტეტი, რაც თავის მხრივ, გაზრდის მოთხოვნას ადგილობრივი წარმოების მედიკამენტებზე.

მიხეილ სარჯველაძე

30 მარტი 2026, 19:09

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: კომერციულ ინტერესს, რომელიც შეუთავსებელ კონფლიქტში ექცევა პაციენტების ინტერესთან, გასაქანი არ უნდა მიეცეს

„სამწუხაროდ, კონკურენცია თავისთავად ვერ უზრუნველყოფდა, სამართლიანი ფასების შენარჩუნებას. სექტორს მუდმივად სჭირდება თვალყურის დევნება და ამის დასტურია, კონკურენციის სააგენტოს ბოლო წლებში განხორციელებული რამდენიმე მოკვლევა, სადაც გამოვლინდა, საკმაოდ მწვავე პრობლემები, დაწყებული არაკეთილსინდისიერი მარკეტინგით და დამთავრებული არასწორი საფასო პოლიტიკით. ამ ყველაფერს პერმანენტული დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, რათა მოხდეს პრევენცია კარტელური გარიგებებისა თუ პოლიფარმაციასთან დაკავშირებული საკითხების“, - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ.

თინათინ რუხაძე

30 მარტი 2026, 19:00

კულტურა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოს მწერალთა სახლში მხატვრების - გიგი კეშელავასა და ნელი კანდელაკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა - „აი, რა მზის სიზმარია“ დაათვალიერა.

„მხატვრების ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ, ხელოვნებისა და ლიტერატურის მუზეუმებში; საგურამოსა და ყვარელში - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში, ჯიხაიშში - ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში; ბათუმის, ქუთაისის, მცხეთისა და ამბროლაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში; სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

30 მარტი 2026, 18:56

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება თურქმენეთთან ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში არსებულ აქტიურ პარტნიორობას და მხარს უჭერს უწყვეტი სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის განვითარებას.

30 მარტი 2026, 18:52

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმატებული თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილეებთან ერთად, წარმატებული თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დააჯილდოვა.