თამარ იოსელიანი: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შევისყიდით ახალ ლოკომოტივებს - ეს გადაწყვეტილება სრულად გარდაქმნის საქართველოს რკინიგზას, მნიშვნელოვნად გაზრდის სისწრაფეს, საიმედოობას და ქვეყნის ტრანზიტულ შესაძლებლობებს
თამარ იოსელიანი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რკინიგზის სექტორის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა, რადგან ჩვენ მას ვუყურებთ როგორც ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემის საკვანძო ელემენტს. სწორედ ამ ხედვიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზამ 2026–2028 წლების განვითარების ამბიციური გეგმა შეიმუშავა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რკინიგზის განვითარების გეგმის ფარგლებში, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ახალი ლოკომოტივების შესყიდვა მოხდება - 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესაძენად მთავრობა დაახლოებით 1 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს.
„შედეგად, გაიზრდება სისწრაფე, საიმედოობა და ქვეყნის ტრანზიტული შესაძლებლობები. ამასთან, შევისყიდით 1,500 ახალ ვაგონს და თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს დავნერგავთ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საოპერაციო პროცესებს და პრაქტიკულად, გააორმაგებს რკინიგზის გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, თამარ იოსელიანის განცხადებით, 2026 წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამგზავრო მიმართულებასაც, რაც საერთო ჯამში, საქართველოს რკინიგზას თანამედროვე, ეფექტიან და ახალი შესაძლებლობებით აღჭურვილ სისტემად აქცევს.
„მოდერნიზებული, თანამედროვე რკინიგზა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო ჰაბის პოზიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ყველა სიახლე
08 აპრილი 2026, 17:41
პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 17:40
ეკონომიკა
რკინიგზის გენერალური დირექტორი: ბორჯომ-ბაკურიანის რეისზე ე.წ. „კუკუშკა“ უახლოეს პერიოდში განაახლებს მოძრაობას
„კუკუშკის“ რეაბილიტაციის შემდეგ იგეგმება დღეში ოთხი რეისის შესრულება.
08 აპრილი 2026, 17:34
ეკონომიკა
რკინიგზის გენერალური დირექტორი: საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას
,,საქართველოს რკინიგზაში ისტორიული განახლება იწყება. ვგეგმავთ 50-მდე ლოკომოტივის და 1 500 ვაგონის შეძენას. სრულად განვაახლებთ სალოკომოტივო და სავაგონო პარკს. ასევე სიახლეები გვაქვს სამგზავროს მიმართულებით.
08 აპრილი 2026, 17:27
რეგიონი
საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების შესრულების საერთო ვადად 12 თვე განისაზღვრა.
08 აპრილი 2026, 17:26
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა
მომავალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.
08 აპრილი 2026, 17:20
სამართალი
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტებზე ორ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 17:18
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებული სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 17:15
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ირანს არცერთი გარემოების გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი არ ექნება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონში გამართული ტრადიციული ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ ირანს არცერთი გარემოების გათვალისწინებით, ბირთვული იარაღი არ ექნება.
08 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაიმე ტექნიკური ინფორმაცია გაეპარა, ვერ მოასწრო განახლება და ა.შ. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიას გადაწყვეტილი აქვს რადიკალური პროცესების წახალისება საქართველოში
აქ აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ვიღაცას რაიმე ტექნიკური ინფორმაცია გაეპარა, ვერ მოასწრო განახლება და ა.შ. ეს ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ გერმანიას აღნიშნულ შემთხვევაში გადაწყვეტილი აქვს რადიკალური პროცესების წახალისება საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
08 აპრილი 2026, 17:14
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ინფორმაცია არ იცვლება, რაც პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უბრალოდ უპატივცემულობას
„როგორც ნახეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს ინფორმაცია არ იცვლება, რაც პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ადგილი აქვს უბრალოდ უპატივცემულობას. ერთი წუთი სჭირდება, რომ ინფორმაცია შეიცვალოს ტექნიკურად ვებგვერდზე. ამის ახსნა 21-ე საუკუნეში არავის სჭირდება. როცა რამდენჯერმე არის ეს საკითხი დაყენებული სამინისტროს მიერ და ამას რეაგირება არ მოჰყვება, ეს არის უბრალოდ შეურაცხყოფა“, - მიიჩნევს სამხარაძე.
08 აპრილი 2026, 17:01
სამართალი
პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 16:52
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: ე.წ. მოკავშირეებმა დაინახეს, თუ როგორ გამოიყურება ნამდვილი შესაძლებლობა. ჩაიწერონ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ამერიკის მოკავშირეები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიისას გვერდში არ დაუდგნენ.
08 აპრილი 2026, 16:34
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი ირანთან ომზე: პრეზიდენტმა ტრამპმა ისტორია შექმნა. არცერთ პრეზიდენტს არ უჩვენებია ასეთი სიმამაცე და გაბედული გადაწყვეტილება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიას ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისტორია შექმნა.
08 აპრილი 2026, 16:34
რეგიონი
წალკაში კარანტინი გამოცხადდა
მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი: ქ. წალკა, თამარ მეფის ქუჩა #132-ის მიმდებარე ტერიტორია) გარეული ცხოველის (მელა) პათოლოგიურ მასალაში ცოფის შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 16:29
სამართალი
შსს-მ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი დახმარების გაუწევლობისა და სათანადო დაწესებულებისთვის შეუტყობინებლობისთვის ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 16:24
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პოზიტიური დინამიკა, ასევე ნაყოფიერი თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში.
08 აპრილი 2026, 16:22
საზოგადოება
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა
საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ათენის მერს, ჰარის დუკასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვან კავშირზე და ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიტერატურისა და თეატრის კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
08 აპრილი 2026, 16:21
პოლიტიკა
ჭეიშვილი გახარიას პარტიას: გეყოთ სითამამე, რომ პროექტით, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას - ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა „მოლოტოვის კოქტეილის" სროლის რომანტიზებას
ქალბატონ სოფიო ხორგუანს ჰქონდა ჩემდა გასაკვირად რეპლიკა, რომ შინაარსს არ შევეხოთ, შინაარსზე არ ვისაუბროთო და შინაარსში ჩვენ ვგულისხმობთ 174-ე პრიმა მუხლს, რომელზეც თქვენ საუბრობთ და რომელიც გამოტანილი გაქვთ განსახილველად. მგონი, სწორედ შინაარსზე უნდა ვისაუბროთ იმიტომ, რომ აქ არის მთელი რიგი დეტალები, რამაც ძალიან ბევრ კითხვას შეიძლება გასცეს პასუხი, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით, თქვენ რა დამოკიდებულება შეიძლება გქონდეთ ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მიმართ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, გახარიას პარტიის წევრების მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტის „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ განხილვისას.
08 აპრილი 2026, 16:11
საზოგადოება
ComCom-მა „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა
კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


