09 აპრილი 2026, 12:49 / სანდო წყარო

ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება

ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად

„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება, ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.

„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2026, 14:06

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

09 აპრილი 2026, 14:06

საზოგადოება

მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მივიდა და გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე შიო შეკრებილებს ქადაგებითაც მიმართავს. მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებიან. მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსპიკერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

09 აპრილი 2026, 14:05

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

„სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებით ახორციელებს და მინისტრმა ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებსა და დანაშაულის პრევენციის მექანიზმებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარადგინა. შეხვედრაზე ცალკე სასაუბრო თემა იყო საპოლიციო განათლების საკითხები. აღსანიშნავია, რომ პოლიციის აკადემია ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს, სადაც აკადემიის მსმენელები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკაში სამუშაო გამოცდილების მიღებასაც შეძლებენ. ნდობის ჯგუფი სამინისტროს მიერ 2025 წელს გატარებულ საიდუმლო საქმიანობას და სპეციალური პროგრამების კუთხით გატარებულ ღონისძიებებს დადებითად აფასებს და მინისტრს და მის გუნდს წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ.

გივი მიქანაძე

09 აპრილი 2026, 14:03

საზოგადოება

გივი მიქანაძე: წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ პროცესებს, რომლის გამოც კონკრეტული ჩვენი მოქალაქეები მიდიან სასამართლოში - ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის დიპლომი აღიარებული იქნება

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზე ათასობით ჩვენს მოქალაქეს ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდება ის პრობლემა, რომელიც 2010 წლამდე დიპლომის აღიარებასთან იყო დაკავშირებული. ასევე, ის საკითხები, რომლითაც 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლება გათანაბრდება. კერძოდ, რიგ უმაღლეს სასწავლებლებში გვქონდა მოცემულობა, რომ 4-წლიან დასწრებულ პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იგივე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იგივე კვალიფიკაციას, რასაც 5-წლიან დაუსწრებელზე, მაშინ როდესაც 5-წლიანი ეთვლებოდათ მაგისტრის ხარისხში, ხოლო 4-წლიანზე ანიჭებდნენ ბაკალავრის ხარისხს.

დავით ქართველიშვილი

09 აპრილი 2026, 13:57

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ვერცერთ წელიწადს ვერ შეიგნო ამ აგენტურამ, რომ აგენტების ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ არის

„თუმცა, ეს არაა ერის ტრაგედია. ერი ამ ყველაფერზე უფრო უზენაესია, ეს მათი პირადი, საოჯახო ტრაგედიაა. მე ისინი არ მეცოდება, მათ საკუთარი არჩევანი გააკეთეს. ესეც ხომ თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია - ნებაყოფლობით აირჩიო: უფლისკენ ხარ, თუ ლუციფერისკენ; „ცხვრების“ მხარეზე გინდა აღმოჩნდე, თუ „თხების“, ჟამსა მას შინა, ოდეს უფალი მოვიდეს სუფევითა თვისითა და განსაჯოს მართალნი და მტყუანნი საქმეთაებრ მათითა. თანაც, ყველა რომ უნდა გადარჩეს, ამაში არც სახარებას შევუყვანივართ შეცდომაში. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა იმ თავდადებული ქართველის სულები, რომლებსაც არასდროს შეშლია, თუ რომელი მხარე აირჩიონ ამ წუთისოფელში“, - წერს ქართველიშვილი.

09 აპრილი 2026, 13:38

პოლიტიკა

9 აპრილის მემორიალთან მისული გერმანიის ელჩი მიესალმა აქტივისტებს, რომლებიც ადგილზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით იყვნენ შეკრებილები

9 აპრილის მემორიალთან მისული გერმანიის ელჩი მიესალმა აქტივისტებს, რომლებიც ადგილზე საბოტაჟის მოწყობის მიზნით იყვნენ შეკრებილები.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 აპრილი 2026, 13:32

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ ყურადღებას არ აქცევს ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ეხმარება, რადგან მოსკოვს ენდობა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ ყურადღებას არ აქცევს მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე დარტყმების განხორციელებისას ეხმარება, რადგან ისინი პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ენდობიან.

09 აპრილი 2026, 13:28

საზოგადოება

9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს

9 აპრილის მემორიალთან მიტანილი გვირგვინი შეკრებილმა აქტივისტებმა გადააყირავეს.

09 აპრილი 2026, 13:27

ეკონომიკა

ნანო ურუშაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივები ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 13:17

საზოგადოება

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი აქტივისტები „იმედის” ოპერატორს დაუპირისპირდნენ.

09 აპრილი 2026, 13:13

ეკონომიკა

აღდგომის წინა დღეს ეროვნული ბანკის საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 9 აპრილისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული უქმეების პერიოდში, ფიზიკური პირებისა და მეწარმეებისთვის საქმიანობის შეუფერხებლად წარმოებისთვის, უქმეების შუა პერიოდი - 11 აპრილი, შაბათი ცხადდება საბანკო დღედ. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 13:09

საზოგადოება

ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

09 აპრილი 2026, 13:08

პოლიტიკა

გეკა გელაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ასევე მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

09 აპრილი 2026, 13:02

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბაჩო ოდიშარია

09 აპრილი 2026, 13:01

პოლიტიკა

ოდიშარია: მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ პატივის მისაგებად არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის დავალების აღსრულება, რომ დადგან ყალბი სურათი, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს

9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი დივერსანტები იქ არც პატივის მისაგებად და არც გლოვისთვის არ მისულან, ეს არის უსამშობლო აგენტურის მორიგი დავალების აღსრულება, რომ მოაწყონ კაკაფონია და დადგან ყალბი სურათი ოპოზიციური მედიისთვის, თითქოს ხალხი ხელისუფლების წარმომადგენლების დანახვისას ნეგატიურ ემოციებს გამოხატავს,- ასე ეხმიანება ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.

ივეტ კუპერი

09 აპრილი 2026, 12:58

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივეტ კუპერის განცხადებით, ლიბანი აშშ-ირანის მიერ მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

09 აპრილი 2026, 12:47

საზოგადოება

ნინო ისაკაძე: ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 12:47

რეგიონი

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

09 აპრილი 2026, 12:40

რეგიონი

ზუგდიდის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა

სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებსა და განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.