ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 21:50

დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს

„თუ ვინმე აქტიურად მუშაობს ფერმერებთან, ერთი-ერთი გამორჩეული მელიორაციის სამსახურია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად დიდი გამოწვევა გახდება წყალი. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის რეზერვუარების შექმნა. გვაქვს გეგმები ამასთან დაკავშირებით. გარემოებები იცლება, ამ გარემოებებს უნდა ავუწყოთ ფეხი და ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს“.

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 21:25

დავით სონღულაშვილი: სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის

„საბოლოო ჯამში, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის, როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ყველა მიმდინარე ინიციატივა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ბექა გონაშვილი

25 აპრილი 2026, 21:19

ბექა გონაშვილი: სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ერთი ყველაზე დიდი ანალიტიკური სერვისების მიმწოდებელი ცენტრი

სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ფერმერმა და ბიზნესმენმა ბექა გონაშვილმა.

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 21:17

დავით სონღულაშვილი: გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას

„ფაქტობრივად, არ არსებობს რეგიონი ან მუნიციპალიტეტი, სადაც არ გვქონია შეხვედრები ფერმერებთან და ადგილზე არ გავცნობოდით არსებულ მდგომარეობას. პირადად მე, გასულ წელს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ვიყავი ჩასული და ეს ვიზიტები არ ყოფილა ფორმალური ხასიათის, სამინისტროს სრული შემადგენლობა ადგილზე ეცნობოდა რეალურ ვითარებას.

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 21:07

დავით სონღულაშვილი: ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა და ეს არის აკვაკულტურა და მარიკულტურა, რაც მნიშვნელოვანია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო ხედვის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალ პროგრამაში ახალი მიმართულებები გამოიკვეთა.

ბექა გონაშვილი

25 აპრილი 2026, 21:00

ბექა გონაშვილი: ვეთანხმები, რომ სოფლის მეურნეობა არის ბევრი მიმართულების, მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ის ერთი ჩარჩოთი იყოს დარეგულირებული

ვეთანხმები, რომ სოფლის მეურნეობა არის ბევრი მიმართულების, მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ერთი ჩარჩოთი იყოს დარეგულირებული და მოემსახუროს ყველა მიმართულებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ფერმერმა და ბიზნესმენმა ბექა გონაშვილმა. მისივე თქმით, ძალიან სხვადასხვა მოთხოვნები გააჩნიათ მეცხოველეებს, მეხორბლეებს, გადამამუშავებლებს.

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 20:58

დავით სონღულაშვილი: თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მეტად გაუმჯობესება და ექსპორტის ზრდის კიდევ უფრო მეტად წახალისება არის მიმართულებები, რომელიც არის განსაკუთრებული აქცენტის საგანი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

გოჩა ცოფურაშვილი

25 აპრილი 2026, 20:51

გოჩა ცოფურაშვილი „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“: კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში

კომერციული პროექტია, თუმცა თუ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პოლიტიკას ძალიან ბევრი მდგენელი აქვს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომიკის დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე“ საუბრისას.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}