imedi /  29 აპრილი 2026, 11:20 / სანდო წყარო

ანა კორსი: საოცარია იმის ნახვა, რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა

ანა კორსი

ანა კორსი

მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ანა კორსმა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავასთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში გაიმართა. მხარეებმა მიწის ადმინისტრირების პროექტზე – „მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“, მის ინოვაციურ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრეს.

„მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით, მათ შორის, გონიერი კონტრაქტის და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალი ინოვაციების შედეგებს და, როგორც ყოველთვის, მოხარულნი ვართ, რომ მხარს ვუჭერთ საქმიანობაში იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

29 აპრილი 2026, 12:44

პოლიტიკა

გია აბაშიძე: შარლატანი მამუკა ხაზარაძის ჯიბის ტელევიზია „ტვ პირველი“, რომლის „ჟურნალისტების“ კრედოა ანტი ქართულობა, მანიპულაციური გამოკითხვებითაც ვერ დააზიანებენ პრემიერ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“

საზოგადოება დიდი ხანია მოითხოვს, რომ ცილისმწამებელ პროპაგანდისტებს მოეთხოვოთ სამართლებრივი პასუხები. მხოლოდ მხილება და გაკიცხვა არაა საკმარისი გათავხედებული „ნაცასპიტების“ წინააღმდეგ. საბოტაჟური ტელემაუწყებლობა არაერთ დასავლურ ქვეყანაშია სახელმწიფოს მიერ ლეგიტიმურად სანქცირებული, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 12:41

პოლიტიკა

პრემიერი: 2028 წელს არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ჯანსაღმა პოლიტიკურმა სპექტრმა. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჩვეულებრივი ბოლშევიკური პოლიტიკური გაერთიანებაა და მათთვის ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში ადგილი არ უნდა იყოს

„სარჩელში წარმოდგენილია უამრავი არგუმენტია, მათ შორის ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, ამით გამოირჩეოდნენ ისინი 9 წლის განმავლობაში. როდესაც უკვე ოპოზიციაში მოღვაწეობდნენ, ისინი მუდმივად დაკავებული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დონალდ ტრამპი

29 აპრილი 2026, 12:40

მსოფლიო

ტრამპი: ირანმა არ იცის, როგორ მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღის არქონას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომელიც ბირთვული იარაღის არქონას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 12:37

პოლიტიკა

პრემიერი: სახელმწიფოებრივად არის მნიშვნელოვანი საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ვიცე-პრემიერის სტატუსის მინიჭება, ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი

მისივე თქმით, ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს, სწორედ, საგარეო საქმეთა მინისტრს და იმ პირობებში, როდესაც იგი ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში.

ვლადიმერ პუტინი

29 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

პუტინის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გააძლიერა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 12:17

პოლიტიკა

პრემიერი: უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, კორუფცია ყვავის, მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა და ასეთ დროს საუბარი იმაზე, რომ მოლდოვა, ან უკრაინა წინ უსწრებს საქართველოს არის ცარიელი სპეკულაციები

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა, მათ შორის, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ხოლო მოლდოვა არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 12:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც უპირისპირდები ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენი ქვეყნის იდენტობასთან, როცა უპირისპირდები მათ შორის შენს დედა ეკლესიას, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე ვერავითარი ამბიცია ვეღარ გექნება

როდესაც რადიკალური ოპოზიციის ეს კონკრეტული წარმომადგენელი ასეთი განცხადებებით გამოდის ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ ამ გაერთიანებას, რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არავითარი პერსპექტივა არ აქვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გიგი უგულავას ფეისბუქ-პოსტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

არიანა გრანდე

29 აპრილი 2026, 12:09

კულტურა

არიანა გრანდემ ახალი ალბომი დააანონსა

გრანდემ ანონსი სოციალურ ქსელებში გააკეთა და ალბომის გარეკანიც გამოაქვეყნა. პოპულარულ სტრიმინგ პლატფორმებზე Petal-ის წინასწარი შეკვეთა უკვე გახსნილია: Spotify-ის მონაცემებით, ალბომში 12 ტრეკი იქნება, თუმცა სიმღერების სახელწოდებები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 12:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, რადგან სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს

რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან ურთიერთობის რესურსი, თავად მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი იმ 9-წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

29 აპრილი 2026, 12:00

ეკონომიკა

თამარ იოსელიანმა თურქეთის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 12:00

პოლიტიკა

პრემიერი გერმანიაზე: შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან

„ჩვენ, აქ, სუბიექტური ინტერესი ნაკლებად გვაქვს, უფრო მეტად ინტერესის საგანია ჩვენთვის, როდის გადაწყვეტს გერმანული ადმინისტრაცია, გერმანული ბიუროკრატია, გამოვიდეს ამ სრულიად კომიკური მდგომარეობიდან. ვნახოთ, ინტერესით ველოდებით ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ნებისმიერი სახელი და გვარი დაწერონ საკუთარ ვებგვერდებზე, ჩვენთვის ეს არაფერს ცვლის, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როდის მოახერხებს გერმანული ბიუროკრატია გამოვიდეს მის მიერვე შექმნილი კომიკური მდგომარეობიდან“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 11:57

პოლიტიკა

პრემიერი: მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან, ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია

საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

29 აპრილი 2026, 11:53

საზოგადოება

დიდ დიღომში ბაგრატ III-ისა და როსტევანის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში ბაგრატ III-ის ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

29 აპრილი 2026, 11:49

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

29 აპრილი 2026, 11:46

საზოგადოება

ნაძალადევში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ე.წ. სამკუთხედი ბაღის მიმდებარედ, ანდრია წიკლაურის ქუჩაზე, 4 000 კვ.მ ფართობზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

29 აპრილი 2026, 11:44

საზოგადოება

ნუცუბიძის II მიკრორაიონში დასასვენებელი სივრცე განახლდება

ვაკეში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის N2 კორპუსის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის განახლება დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

29 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ნარჩენების მართვის ეფექტიანი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა უზრუნველყონ გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე

კახა კალაძე

29 აპრილი 2026, 11:43

საზოგადოება

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს

„თბილისში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. შეიქმნა ახალი საფეხბურთო სკოლები, რაც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის. სამომავლოდაც ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს მიმართულება გავაძლიეროთ და ბევრი მსგავსი სპორტული კომპლექსი შეიქმნას. კიდევ ერთხელ ვულოცავ ფეხბურთის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

29 აპრილი 2026, 11:40

საზოგადოება

მუხიანის IV მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

„ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, საქანელა სკამები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

29 აპრილი 2026, 11:34

კულტურა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და საქპატენტის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ქართველი დიზაინერების გამოფენა გაიმართა

საერთაშორისო კონფერენციის თემა სწორედ დიზაინის დაცვის ძირითად გამოწვევებს უკავშირდება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიზაინის დაცვის მნიშვნელობას მეწარმეობისა და კრეატიული ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციების წახალისებას, კონკურენტული გარემოს გაძლიერებასა და ინვესტიციების მოზიდვას.