სოსო არჩვაძე: მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის ზრდას ადასტურებს
სოსო არჩვაძე
ფოტო: Facebook
2026 წლის მარტში, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა დინამიკურ განვითარებას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის მარტთან 10.7 პროცენტი შეადგინა (მთლიანად პირველ კვარტალში: +9.1%). ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 14 თვის მანძილზე. ზრდის აღნიშნული ტემპი თითქმის 3.5-ჯერ და მეტად აღემატება გლობალური ეკონომიკის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (სპარსეთის ყურეში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ: +3.1%, ნაცვლად ადრინდელი +3.3%-სა) - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.
როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ექსპორტის წინმსწრებმა ზრდამ იმპორტის ზრდასთან შედარებით და ექსპორტით იმპორტის გადაფარვის გაუმჯობესებამ ასახვა პოვა იმ ქვეყანათა რაოდენობის ზრდაში, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს. - მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ცხრით გაიზარდა და 49-ს მიაღწია.
არჩვაძის შეფასებით, მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა, სავალუტო რეზერვების დინამიკური მატება და მიღწეული შედეგები არა მხოლოდ ქვეყნის მდგრადობას, არამედ საქართველოს გეოპოლიტიკური როლისა და მნიშვნელობის მკვეთრ ზრდას ადასტურებს.
„2026 წლის მარტში, გლობალური ეკონომიკური შოკებისა და დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობდა დინამიკურ განვითარებას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის მარტთან 10.7 პროცენტი შეადგინა (მთლიანად პირველ კვარტალში: +9.1%). ეს საუკეთესო მაჩვენებელია ბოლო 14 თვის მანძილზე. ზრდის აღნიშნული ტემპი თითქმის 3.5-ჯერ და მეტად აღემატება გლობალური ეკონომიკის 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს (სპარსეთის ყურეში დაწყებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ: +3.1%, ნაცვლად ადრინდელი +3.3%-სა).
რეალურ გამოხატულებაში, 2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს თითქმის 1.6-ჯერ (+57.4%) აღემატებოდა, რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (+22.7%) 2.5-ჯერ უსწრებს.
მარტში ინფლაციამ წინა თვესთან 0.8 პროცენტი, ხოლო წლიურ განზომილებაში (- 2025 წლის მარტთან) - 4.3 პროცენტი შეადგინა. წინა, თებერვლის თვესთან შედარებით, ერთი თვის ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა 0.6 პუნქტით, ხოლო წლიური ინფლაცია შემცირდა 0.5 პუნქტით. ინფლაცია წლიურ ინფლაციაში მთავარი „წვლილი“ შეიტანა სურსათის (+7.5%) გაძვირებამ, რომელზეც მოვიდა ინფლაციური მატების თითქმის 60 პროცენტი. ინფლაციის წლიურ „ყულაბაში“ ინფლაციის 11.4 პროცენტით თავისი წვლილი შეიტანა საწვავის გაძვირებამაც. (ცნობისათვის: წლიურმა ინფლაციამ მარტში შეადგინა: აშშ-ში- 3.3%, EU27-ში – 2.8%).
2026 წლის მარტში ნარჩუნდებოდა ექსპორტის წინმსწრები - თითქმის 5.5-ჯერ უფრო სწრაფი - ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (მატება: 24.0% vs. 4.4%; აბსოლუტური მოცულობა: $697.0 მლნ. ვს. $1587.4 მლნ.; მთლიანი ბრუნვა: +6.8%). საგარეო სავაჭრო ბრუნვის წლიური მატების 2/3 2026 წლის მარტში მოდიოდა ექსპორტის და 1/3 - იმპორტის მატებაზე ($134.8 მლნ. vs. $67.3 მლნ.).
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რომელმაც გასული წლის მარტის მაჩვენებელს 82.9 პროცენტით გადააჭარბა და რეკორდულად მაღალი, 463.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო ხუთი თვეა, რაც ადგილობრივი ექსპორტის წლიური მატების საშუალო ტემპი 60 პროცენტს აღემატება. ამჟამად მთელი ექსპორტის 2/3 (66.4%) ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 21.4 პუნქტით აღემატება. ადგილობრივი ექსპორტის მატების ტემპი თითქმის 5-ჯერ აღემატებოდა სამამულო პროდუქტის ნომინალურ ზრდას, რაც ცალსახად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და საერთაშორისო ექსპანსიისა და კონკურენტუნარიანობის არსებით გაუმჯობესებას.
მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მატების 65.1 პროცენტი ექსპორტის მატებაზე მოდიოდა, რაც მთლიანად ადგილობრივი ექსპორტის დამსახურებაა.
საექსპორტო ექსპანსია განსაკუთრებით თვალშისაცემია ეროვნული ვალუტის გამყარების პირობებში. - ლარის კურსი აშშ დოლართან 2026 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით გამყარდა 2.2 პროცენტით.
მარტში ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 43.8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.8 პუნქტით მაღალია.
ექსპორტის წინმსწრებმა ზრდამ იმპორტის ზრდასთან შედარებით და ექსპორტით იმპორტის გადაფარვის გაუმჯობესებამ ასახვა პოვა იმ ქვეყანათა რაოდენობის ზრდაში, რომლებთანაც საქართველოს დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს. - მათი რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ცხრით გაიზარდა და 49-ს მიაღწია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში პირველ სამ ადგილს იკავებენ თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. - მათზე მოდის საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.1 პროცენტი და ადგილობრივი ექსპორტის 41.5 პროცენტი. ამასთან, ამ „დიდ სამეულზე“ მოდის ექსპორტის მატების თითქმის 3/5 (58.9%). გასულ წელთან შედარებით ამ ქვეყნებში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი თითქმის გაორმაგდა (+97.3%) და პირველ კვარტალში 466.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ „დიდ სამეულთან“ მთლიანი ექსპორტის 94.7 პროცენტი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის.
2026 წლის მარტში რუსეთის წილად მოდიოდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 13.8 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 7.7 პროცენტი და იმპორტის 16.5 პროცენტი. რუსეთის წილად მოდიოდა საქართველოში იმპორტირებული ნედლი ნავთობის 100 პროცენტი, ხორბლისა და მესლინის იმპორტის 87.9 პროცენტი და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 34.7 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების როგორც იმპორტი (- 26.1%), ისე ექსპორტი (-27.2%), მთლიან ექსპორტში 21.1-პროცენტიანი წილით ისინი მაინც ინარჩუნებენ ლიდერ პოზიციას. ამასთან, საქართველოში შემოყვანილი მსუბუქი ავტომობილების თითქმის 3/5 (57.7%) განკუთვნილია მათი შემდგომი გაყვანისათვის სხვა ქვეყნებში (რეექსპორტი).
2026 წლის მარტში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა 320.6 მლნ. აშშ დოლარი (+9.8%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა – 282.9 მლნ აშშ დოლარი (+9.3%) შეადგინა. შემოსული ტრანზაქციების 73.8 პროცენტი ექვს ქვეყანაზე მოდიოდა (აშშ, იტალია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი), სადაც ქართული შრომითი ემიგრაცია ყველაზე მრავალრიცხოვანია. აშშ-დან შემოსული ტრანზაქციები (61.0 მლნ. აშშ დოლარი) თითქმის 1.6-ჯერ (59.7%-ით) აღემატება რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ტრანზაქციებს. ამასთან, საქართველოში შემოსული ტრანზაქციების მოცულობა დასახელებული ექვსეულიდან დასავლეთის ხუთი ქვეყნის მიხედვით 5.2-ჯერ აღემატება რუსეთიდან შემოსულ თანხებს (2025 წ. მარტში - 4.6-ჯერ). ერთ წელიწადში საქართველოში შემოსული ტრანზაქციების მოცულობაში რუსეთის წილი შემცირდა 13.0 პროცენტული პუნქტიდან 11.9 პროცენტამდე, აშშ-სა კი, პირიქით, გაიზარდა - 18.4 პროცენტიდან 19.0 პროცენტამდე.
ეკონომიკის მაღალი დინამიზმი, ექსპორტის, შემოსული ფულადი გზავნილების და ეროვნული ვალუტის კურსის ზრდა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ და ფულად-საკრედიტო სისტემაზე. ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ზრდამ მარტში წლიურად (+46.5%) თითქმის სამჯერ გადააჭარბა ეკონომიკის ნომინალურ ზრდას და 6.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მიმდინარე წლის იმპორტის საშუალო თვიურ მაჩვენებელს 4.6-ჯერ აღემატება.
მსოფლიოში მაღალი ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკის დინამიზმი, ექსპორტის წინმსწრები ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით, სავალუტო რეზერვების დინამიკური მატება, მიღწეული შედეგები და გატარებული ღონისძიებები ადასტურებს არა მარტო საქართველოს ეკონომიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობას და შემდგომი დინამიკური ზრდის მასშტაბურ პოტენციალს, არამედ მკვეთრად აუმჯობესებს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და მნიშვნელობას გლობალური ეკონომიკის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის ესოდენ საჭირო საკომუნიკაციო უზრუნველყოფის მხრივ.“ - წერს არჩვაძე.
ყველა სიახლე
30 აპრილი 2026, 14:04
ეკონომიკა
გენადი არველაძე და ინგა ფხალაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს და მის თანმხლებ ბიზნეს-დელეგაციას შეხვდნენ
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კავშირებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე განახლებადი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის სფეროებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქართული საექსპორტო პროდუქციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.
30 აპრილი 2026, 13:55
ეკონომიკა
წილოსანი ნავთობკომპანიებს: მომხმარებლისთვის, რომელიც ასხამს საწვავს, არ აქვს მნიშვნელობა, რომ მისი ფასი ევროპულ ქვეყნებზე მეტი არ არის - მაინც ტვირთია. უნდა მოვიკვლიოთ სად არის რესურსი გაიაფებისთვის
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც ნავთობკომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს მიმართა.
30 აპრილი 2026, 13:53
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება
დღეს გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მარტის თვის მაჩვენებლები. აღსანიშნავია, რომ გლობალურად ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესების ფონზე საქართველოში პირიქით - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები ძლიერდება. კერძოდ, მარტის თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10.7%, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
30 აპრილი 2026, 13:45
კულტურა
აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა
1 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 13:39
მსოფლიო
ზელენსკი: დავალებები მივეცი ჩვენს წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის გუნდს დაუკავშირდნენ და რუსეთის მიერ შემოთავაზებული მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეტალები გაარკვიონ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან თავის გუნდს დაავალა, დაუკავშირდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას და რუსული მხარის პირობები გაარკვიოს.
30 აპრილი 2026, 13:34
რეგიონი
ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა პირებთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
30 აპრილი 2026, 13:30
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობა
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. მდინარაძემ ასევე ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა.
30 აპრილი 2026, 13:28
პოლიტიკა
გიორგი ჯინჭარაძემ უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
30 აპრილი 2026, 13:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან.
30 აპრილი 2026, 13:04
მსოფლიო
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს
ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ, აპოსტოლოს ციციკოსტასის განცხადებით, თუ უახლოეს მომავალში ჰორმუზის სრუტე გემებით ნევთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის არ გაიხსნება, ამან მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
30 აპრილი 2026, 12:45
რეგიონი
პროექტის - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“, მეორე ეტაპის მონაწილეთა შერჩევის მიზნით რეგისტრაცია გამოცხადდა
სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა ქალაქებისა: თბილისი და რუსთავი) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა მიღებული არ აქვს, - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აპრილი 2026, 12:28
რეგიონი
მანავის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ მანავის 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
30 აპრილი 2026, 12:23
რეგიონი
მამუკა რეხვიაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება
რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ დაიწყო, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 12:21
რეგიონი
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 57-ე კილომეტრზე, ხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
30 აპრილი 2026, 12:20
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით პრევენციული ღონისძიებები გაატარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარა.
30 აპრილი 2026, 12:13
ეკონომიკა
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
2026 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტალში, საშუალო რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
30 აპრილი 2026, 12:09
მსოფლიო
POLITICO: ევროპამ არ იცის, რა რაოდენობის საწვავი აქვს
გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, იმ დროს, როცა ავიაკომპანიები ფრენებს აჩერებენ, ხოლო ჩინოვნიკები მოქალაქეებს სამსახურში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ, ევროპის ძალისხმევა ირანთან ომით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მოულოდნელ პრობლემას აწყდება: არავინ იცის, თუ რა რაოდენობის საწვავია დარჩენილი კონტინენტზე.
30 აპრილი 2026, 12:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს
„თაგვმა ("ფორმულა") თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.
30 აპრილი 2026, 11:45
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გარკვეული ფორმატით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს
იმისთვის, რომ ამა თუ იმ სფეროში იყოს ჯანსაღი კონკურენცია, გარკვეული ფორმატებით სახელმწიფო უწყებები პოზიტიურად უნდა არეგულირებდნენ საწვავის, სურსათის თუ მედიკამენტის ფასს. შემდეგ კი რეალურად მოხდება ისე, რომ ბაზარი თავად დაარეგულირებს ფასებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


