04 მაისი 2026, 11:04 / სანდო წყარო

ADB-ის წარმომადგენელი: საქართველოს კაპიტალის ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველია, მდგრადია და ღიაა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დასამკვიდრებლად

ლესლი ბეარმან ლამი

ლესლი ბეარმან ლამი

განახლებად ენერგიას შეუძლია ცენტრალური როლი შეასრულოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში - იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების, ენერგომიქსის დივერსიფიკაციისა და გარე საფასო და მიწოდების შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირების გზით, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე: როგორ აფასებს ADB საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, განახლებადი ენერგიის პოტენციალსა და მწვანე ენერგიაზე გარდამავალ პროცესს? როგორ შეაფასებდით ქვეყნის პოტენციალს ამ მიმართულებით? ლესლი ბეარმან ლამი აღნიშნავს:

„განახლებად ენერგიას შეუძლია ცენტრალური როლი შეასრულოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში - იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების, ენერგომიქსის დივერსიფიკაციისა და გარე საფასო და მიწოდების შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირების გზით. ADB მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს ინვესტიციების, სტრატეგიასთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და შესაძლებლობების გაძლიერების გაერთიანებული მიდგომით.

ჩვენ ხელი შევუწყვეთ საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოდერნიზაციასა და გაძლიერებას, რათა ის უფრო ეფექტიანი და ფინანსურად მდგრადი გამხდარიყო. 2025 წელს ADB-მა დაამტკიცა 104 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოში პირველი ენერგიის სააკუმულატორო ქვესადგურის შესაქმნელად - ეს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ელექტროსისტემის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად და მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს ინიციატივა ასევე ქმნის სივრცეს სუფთა ენერგიის წარმოებაში კერძო სექტორის უფრო აქტიური მონაწილეობისათვის.

ADB უშუალოდ მუშაობს განახლებადი ენერგიის კერძო დეველოპერებთან. 2020 წელს ADB-მა წამყვანი ინვესტორის როლი შეასრულა Georgia Global Utilities-ის მიერ გამოშვებულ 250 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციაში, ხოლო 2022 წელს მონაწილეობა მიიღო Georgian Renewable Power Operations-ის მიერ გამოშვებულ 80 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციაში - ორივე შემთხვევაში ობლიგაციები უზრუნველყოფილი იყო ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტებით, რომელთა ჯამური სიმძლავრე 70 მეგავატს აღემატებოდა. უფრო ადრე, ADB-მა დააფინანსა აჭარისწყლის ჰესის პროექტი - 185 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური აჭარაში. ჰიდროელექტროსადგურების ამ კასკადს, მათ შორის შუახევის ჰესს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის მიწოდებაში და ხელს უწყობს საზღვართშორისი ელექტროენერგიის ვაჭრობას.

ADB ეხმარება მთავრობებს გამჭვირვალე სატენდერო და შესყიდვების ჩარჩოების შემუშავებაში, სექტორის დაგეგმვის გაუმჯობესებასა და პროექტებში კლიმატმედეგობისა და მდგრადობის სტანდარტების ინტეგრირებაში. ეს ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ განახლებადი ენერგიის ინვესტირებით არა მხოლოდ აშენდეს ინფრასტრუქტურა, არამედ იყოს ფინანსურად სიცოცხლისუნარიანი, გარემოსდაცვითად მართებული და შეესაბამებოდეს გრძელვადიანი ენერგეტიკული გარდაქმნის მიზნებს. ინოვაციების მომდევნო ეტაპის მხარდასაჭერად, ADB უწევს ტექნიკურ დახმარებას რამდენიმე ინიციატივას, მათ შორის: ელექტროენერგეტიკული ბაზრის შეფასებას, განახლებადი ენერგიის დეველოპერების შესაძლებლობების გაძლიერებას, მცირე და საშუალო ზომის საბჭოთა პერიოდის ჰესების რეაბილიტაციას, მწვანე წყალბადის პოტენციალის შეფასებას, და ენერგეტიკულ სექტორში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების მიზნით საჭირო პოლიტიკისა და საინვესტიციო საჭიროებების გამოვლენას“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამი.

მას ასევე ჰკითხეს თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ კერძო სექტორისა და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად?

როგორც ლესლი ბეარმან ლამი აღნიშნა, კერძო სექტორის განვითარება და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება მოითხოვს კომპლექსურ და ინტეგრირებულ მიდგომას.

„კერძო სექტორის განვითარება და მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაძლიერება მოითხოვს კომპლექსურ და ინტეგრირებულ მიდგომას. ძირითადი პრიორიტეტებია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება - განსაკუთრებით გრძელვადიანი და ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მიმართულებით - კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერება უნარების განვითარებისა და ინოვაციების მხარდაჭერის გზით, ასევე იმ ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც პროდუქტიულობას ზღუდავს, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ.

ქალების საკუთრებაში ან ხელმძღვანელობით არსებული საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაფართოება, ისევე როგორც მსხვილი ქალაქებისა და რეგიონული ცენტრების მიღმა დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოფლის თემებში მდგრადი საარსებო წყაროების შესაქმნელად და საქართველოს ეკონომიკური მდგრადობის გასაძლიერებლად. ამ კონტექსტში, ADB თანამშრომლობს ადგილობრივ კომერციულ ბანკებთან, რათა გენდერულ, მწვანე და მდგრად ობლიგაციებში ინვესტირების გზით უზრუნველყოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების მიწოდება, ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და გარემოსდაცვითად პასუხისმგებელ ზრდას და უზრუნველყოს გარანტიები სავაჭრო დაფინანსებისთვის.

ადგილობრივი საწარმოების გაძლიერება ასევე დაეხმარება საქართველოს ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების შემცირებას და ძირითადი საქონლის ფასების მერყეობით გამოწვეული რისკების შერბილებას“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამიმ.

Business Insider Georgia-ს წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა თუ როგორ აფასებს ADB საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და რა ძირითადი რეკომენდაციები არსებობს ადგილობრივი ფინანსური ბაზრების გაღრმავებისათვის?

ლესლი ბეარმან ლამის განცხადებით, საქართველოს კაპიტალის ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველია, მდგრადია და ღიაა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დასამკვიდრებლად.

„მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სტაბილური, გრძელვადიანი დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში. ბოლო წლებში ADB-მ კატალიზატორის როლი შეასრულა საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებაში - ადგილობრივ ვალუტაში ობლიგაციების გამოშვების მხარდაჭერისა და უცხოურ ვალუტაზე დაფინანსების დამოკიდებულების შემცირების გზით.

რამდენიმე ლარში დენომინირებული ობლიგაციის გამოშვებაში წამყვანი ინვესტორის სახით მონაწილეობით, ADB-მა ხელი შეუწყო ინვესტორთა ნდობის გაძლიერებას და ბაზარზე უფრო გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტების დამკვიდრებას. ADB-ს მიერ ადგილობრივ ობლიგაციებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ასევე მხარი დაუჭირა მდგრადი დაფინანსების განვითარებას. ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული მწვანე და მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მხარდაჭერით, ADB-მა კაპიტალი მიმართა ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, კლიმატმედეგი ინფრასტრუქტურა და ენერგოეფექტიანობა.

სუვერენული ინსტრუმენტების ფარგლებს მიღმა, ADB-ს მხარდაჭერამ ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარში გამოშვებული ობლიგაციების მიმართ გააფართოვა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, გრძელვადიან დაფინანსებაზე წვდომა. როდესაც დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში უფრო ხელმისაწვდომია, ქართული კომპანიები უფრო მზად არიან ინვესტირებისთვის, გაფართოებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ზედმეტი სავალუტო რისკის აღების გარეშე.

ამ მხარდაჭერის ეფექტი ცალკეულ ტრანზაქციებს სცდება. ADB-ის ჩართულობამ ბაზარს გაუგზავნა მკაფიო სიგნალი: საქართველოს კაპიტალის ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველია, მდგრადია და ღიაა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დასამკვიდრებლად. შედეგად გაიზარდა ბაზრის ლიკვიდობა, გაფართოვდა ინვესტორთა ბაზა და გაძლიერდა იმპულსი ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების გაფართოების მიმართულებით“, - განაცხადა ლესლი ბეარმან ლამიმ.

Business Insider Georgia-მ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორთან საქართველოში. ინტერვიუში ლესლი ბეარმან ლამი, საუბრობს საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოზე, ADB-ის პრიორიტეტულ სექტორებზე ქვეყნის კონტექსტში, საინვესტიციო გარემოსა და კონკურენტუნარიანობაზე, ეროვნული ბანკის (სებ-ის) მონეტარულ პოლიტიკაზე, საქართველოს როლზე რეგიონულ დაკავშირებადობაში და საზღვართშორის ინფრასტრუქტურულ დერეფნებში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანამშრომლობის ეფექტიანობაზე საქართველოს მთავრობასთან, სტრუქტურულ რეფორმებზე, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ პერსპექტივებზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 04:19

მსოფლიო

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.

დონალდ ტუსკი

31 ივლისი 2026, 04:08

მსოფლიო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.

ჯანი ინფანტინო

31 ივლისი 2026, 03:55

მსოფლიო

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 03:48

მსოფლიო

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ხავიერ მილეი

31 ივლისი 2026, 03:34

მსოფლიო

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.

ილონ მასკი

31 ივლისი 2026, 03:24

მსოფლიო

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 00:16

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

30 ივლისი 2026, 22:59

მსოფლიო

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.

30 ივლისი 2026, 22:55

მსოფლიო

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.

30 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.

დავით ქართველიშვილი

30 ივლისი 2026, 22:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

30 ივლისი 2026, 22:06

მსოფლიო

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.

30 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ

30 ივლისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

30 ივლისი 2026, 21:57

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

30 ივლისი 2026, 21:53

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.