ლესლი ბეარმან ლამი: წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და ინვესტიციების დროულ განხორციელებას ემყარება
ფოტო: businessinsider.ge
წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და ინვესტიციების დროულ განხორციელებას ემყარება, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, თანამშრომლობა ხელშესახებ შედეგებს იძლევა.
„2007 წლიდან დღემდე თითქმის 6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ADB-ის ჯამური დაფინანსებით და მხოლოდ 2025 წელს დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ტრანსფორმაციულ და მომავალზე ორიენტირებულ პროექტებს.
ეს პროექტები მოიცავს საქართველოს როლის გაძლიერებას კარეკის მეორე დერეფანში, შუა დერეფანში, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას. ყველა ამ მიმართულებაში რეგიონული თანამშრომლობა ცენტრალურ ადგილს იკავებს და ADB გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიასა და ევროპას შორის ბაზრების დაკავშირების პროცესში“, - აღნიშნა ლესლი ბეარმან ლამიმ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, „რა ძირითადი სტრუქტურული გამოწვევების გადაჭრას მიიჩნევს ADB საჭიროდ, რათა საქართველომ უზრუნველყოს გრძელვადიანი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა? რა რეფორმებია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად?“
როგორც ლესლი ბეარმან ლამიმ აღნიშნა, რადგან საქართველო მიზნად ისახავს დაიმკვიდროს თავი როგორც რეგიონულმა ჰაბმა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის მიმართულებით გლობალური ღირებულების ჯაჭვებში, ამ ჯაჭვებში უფრო ღრმა ინტეგრაციის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული პოლიტიკის გატარება დარჩენილი ინფრასტრუქტურული და რეგულაციური ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
„განსაკუთრებით ლოგისტიკის სექტორს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი ინტეგრაციის დასაჩქარებლად — სავაჭრო ნაკადების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების ჩამოყალიბების მხარდაჭერის გზით.
მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას შეუძლია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირებაში წვლილის შეტანა. პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გამჭვირვალე და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველო კარგ პოზიციაშია, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ინსტიტუციური შესაძლებლობები მიწოდების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად და უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე საქმიანობებზე გადასასვლელად. ADB მტკიცედ რჩება საქართველოს პრიორიტეტული რეფორმების მხარდაჭერის ერთგული ინვესტიციების, პოლიტიკის დიალოგისა და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ADB-ის მიერ საქართველოში 2026 წლისთვის დაგეგმილ ახალ საინვესტიციო პროექტებს, ლესლი ბეარმან ლამის თქმით, ADB გეგმავს კერძო სექტორის განვითარებისა და მდგრადი ფინანსების მხარდაჭერის გაფართოებას.
„ეს მოიცავს ინიციატივებს კაპიტალის ბაზრების გაღრმავების, ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელშეწყობისა და მწვანე ინვესტიციებისთვის კერძო კაპიტალის მობილიზაციის მიმართულებით, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვების დაფინანსებას. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება სოფლის თემების განვითარებასა და ქალების საკუთრებაში ან ქალების მიერ მართული ბიზნესების მხარდაჭერას“, - აღნიშნა მან.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 12:27
ეკონომიკა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული, - წერს გამოცემა transcor-ი.
04 მაისი 2026, 12:18
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს შეხვდა.
04 მაისი 2026, 12:18
საზოგადოება
აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველზე რეგისტრირებულია 41 042 ფიზიკური პირი
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 576 664 პირის შესახებ ინფორმაცია.
04 მაისი 2026, 11:49
კულტურა
შაკირას უფასო კონცერტს კოპაკაბანაზე დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დაესწრო
შაკირა სასტუმრო Copacabana-სთან დამონტაჟებულ გიგანტურ სცენაზე გამოვიდა და შეასრულა თავისი მთავარი ჰიტები, მათ შორის Whenever, Wherever, Hips Don't Lie და She Wolf. შოუს კულმინაცია გახდა მომენტი, როდესაც ცაში ათასობით დრონმა გიგანტური მგლის გამოსახულება შექმნა, რაც მომღერლის ბოლო ტურის სიმბოლოა.
04 მაისი 2026, 11:36
საზოგადოება
გიგლა თამაზაშვილი: ოთხი მორწყვის ციკლი არ ნიშნავს ოთხჯერ მორწყვას, ფერმერს 60 დღის განმავლობაში შეუზღუდავი წვდომა აქვს სარწყავ წყალზე
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა მორწყვის ციკლებისა და სარწყავი წყლის ტარიფის შესახებ განმარტება გააკეთა.
04 მაისი 2026, 11:31
პოლიტიკა
რობერტა მეცოლა: მადლობელი ვარ მოწვევისთვის, რომელიც სომხეთის პრემიერისგან მივიღეთ, ჩვენ ცოტა ხნის წინ მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს სომხეთის მისწრაფებას გააძლიეროს დემოკრატია და დაიცვას ევროპული ღირებულებები
მადლობელი ვარ მოწვევისთვის, რომელიც სომხეთის პრემიერისგან მივიღეთ, ჩვენ ცოტა ხნის წინ მხარი დავუჭირეთ რეზოლუციას, რომელიც ხაზს უსვამს სომხეთის მისწრაფებას გააძლიეროს დემოკრატია და დაიცვას ევროპული ღირებულებები, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
04 მაისი 2026, 11:27
პოლიტიკა
კაია კალასი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე: ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე
„ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია. განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე“, - განუცხადა სომხეთში ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტთან დაკავშირებით.
04 მაისი 2026, 11:25
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი თავის დაცვა შევძლოთ. უნდა გავზარდოთ სამხედრო წარმოება
ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის დაწყებამდე.
04 მაისი 2026, 11:24
პოლიტიკა
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი თავმჯდომარეობდა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი თავმჯდომარეობდა.
04 მაისი 2026, 11:21
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას შეხვდა.
04 მაისი 2026, 11:20
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ასეთ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან ხალხის მხარდაჭერა ნული აქვთ, ერთმანეთის აუტანლობა კი უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი
ასეთ გაერთიანებას ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება, რადგან რესურსი ნული აქვთ, ხალხის მხარდაჭერა ნული აქვთ და ერთმანეთის აუტანლობა უმაღლეს დონეზე აქვთ აყვანილი, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას.
04 მაისი 2026, 11:17
კულტურა
კულტურის მინისტრი ახალ მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბ „BDC-ში“ ქორეოგრაფიული დადგმის - „მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“ პრემიერას დაესწრო
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, ახალ მულტიფუნქციურ კულტურულ ჰაბ „BDC-ში“ ქორეოგრაფიული დადგმის - „მეხუთე სტიქია: სრულყოფის გზა“ პრემიერას დაესწრო.
04 მაისი 2026, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს - შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ერევნის სამიტს და წერს, რომ ევრობიუროკრატიის მცდელობის მიუხედავად, საქართველო უკვე არის სამხრეთ კავკასიის ცენტრი.
04 მაისი 2026, 11:04
ეკონომიკა
ADB-ის წარმომადგენელი: საქართველოს კაპიტალის ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველია, მდგრადია და ღიაა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დასამკვიდრებლად
განახლებად ენერგიას შეუძლია ცენტრალური როლი შეასრულოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში - იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების, ენერგომიქსის დივერსიფიკაციისა და გარე საფასო და მიწოდების შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირების გზით, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
04 მაისი 2026, 11:04
ეკონომიკა
ლესლი ბეარმან ლამი: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით, მათ შორის დიზაინის სტანდარტების გაუმჯობესებაში, საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებასა და პროექტებში კლიმატგონივრული მიდგომების ინტეგრირებაში, - განაცხადა განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რითაც უპასუხა კითხვას - როგორ აფასებს ADB საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მოდერნიზაციის პროგრესს?
04 მაისი 2026, 11:03
მსოფლიო
OPEC+-ის 7-მა ქვეყანამ ივნისიდან ნავთობის წარმოების გაზრდა გადაწყვიტა
ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების, OPEC+ ჯგუფის შვიდმა ქვეყანამ გადაწყვიტა, ივნისიდან ნავთობის წარმოება დღეში 188 000 ბარელით გაზარდონ. ეს ქვეყნები არიან: საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი, ომანი, რუსეთი, ალჟირი და ყაზახეთი.
04 მაისი 2026, 11:01
მსოფლიო
კენიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
კენიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი იმსხვერპლა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. ათასობით ადამიანი თავშესაფრებშია გადაყვანილი.
04 მაისი 2026, 10:59
ეკონომიკა
ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი: საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ
საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში, კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ, - აცხადებს ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ლესლი ბეარმან ლამი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
04 მაისი 2026, 10:59
ეკონომიკა
ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში: საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში
საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში, განსაკუთრებით კარეკის მეორე დერეფნისა და შუა დერეფნის ფარგლებში, რომელიც ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და ევროპას აკავშირებს, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.


