ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: აზიის განვითარების ბანკთან წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას
ლაშა ხუციშვილი
ფოტო: ფინანსთა სამინისტრო
„აზიის განვითარების ბანკთან მიმდინარეობს მუშაობა და წელს არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ვგეგმავთ ხელი მოვაწეროთ ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პროექტების დაფინანსებას, რომელსაც სრულად განახორციელებს აზიის განვითარების ბანკი და რომელიც მოიცავს, როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ბანკის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრების შესახებ.
ლაშა ხუციშვილის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. ასევე, იმ პროექტებს, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს საქართველოში.
„ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მოწინავეა საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომელსაც ქვეყანაში განხორციელებული აქვს 6 მილიარდამდე ინვესტიცია და მიმდინარე, არსებული პროექტების ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბანკის პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალურ როლს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და დადასტურდა მხარდაჭერა ბანკის მხრიდან ინვესტიციების განხორციელების კუთხით იმისათვის, რომ საქართველოს როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს და მათ შორის, განხორციელდეს მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ყველა სიახლე
04 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არანაირი ანტიდასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან
წუხილი, რომელიც ისმის ხოლმე და უკავშირდება თითქოს ანტი ევროპულ რიტორიკას, ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს საპასუხო. ჩვენი მხრიდან არანაირი ანტი დასავლური რიტორიკა არ არსებობს და თუ არსებობს რეაქციები ქართული პოლიტიკური წრეების და პოლიტიკოსების მხრიდან, სწორედ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა შედგა უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია
შეხვედრა შედგა სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში, უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტზე საუბრისას.
04 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში
„არანაირი შეზღუდვები დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით ევროკავშირს არ აქვს. ეს მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ასევე ინსტრუმენტად იყო გამოყენებული საქართველოსთან ურთიერთობებში“, - განუცხადა სომხეთში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
04 მაისი 2026, 18:03
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ უკრაინულ მხარესთან დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს და ელჩების საკითხსაც შეეხო
იყო საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნაზე. ვნახოთ. საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
04 მაისი 2026, 18:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება
მთელი ამ ხნის განმავალობაში საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დამოკიდებულებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ასევე ვიხილოთ უკრაინის მხარის მხრიდან იგივე დამოკიდებულება, - განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ერევანში.
04 მაისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
გამჭვირვალობა არის სწორედ, რომ ტრადიციული ევროპული ღირებულება და ასეთ დროს, როდესაც ვიღაც ითხოვს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონის გაწვევას, იქ ძალიან კარგად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან დგას უხეში პოლიტიკური ინტერესები საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს
04 მაისი 2026, 17:57
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო შავ ზღვასთან და შესაბამისად ევროპასთან 7 ქვეყანას აკავშირებს. გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი როლი შუა დერეფნის ფარგლებში
„ასევე, ერთ-ერთი თემა იყო მწვანე ენერგია, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. აქაც გავაცანი კოლეგებს ჩვენი გეგმები. ჩვენი მიზანია, ელექტროენერგიის გენერაცია, გამომუშავება გაიზარდოს 4 800 მეგავატიდან 11 500 მეგავატამდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა გახდება მთლიანად თვითკმარი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ექსპორტზე გავიტანოთ ელექტროენერგია. ამ კუთხით ხაზი გავუსვი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსაც. ყველა ამ თემაზე გვქონდა საუბარი კოლეგებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
04 მაისი 2026, 17:54
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში
კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის როლი, ჩვენი ქვეყნის როლი დაკავშირებადობის და ეკონომიკური უზრუნველყოფის კონტექსტში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
04 მაისი 2026, 17:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ. როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები
ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში.
04 მაისი 2026, 17:52
პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შევხვდი. მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს გადაუჭრელი საკითხები. მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება ყველა დონეზე. უკრაინა ყოველთვის სცემდა და კვლავაც სცემს პატივს საქართველოს, მის სუვერენიტეტს და მის ხალხს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - წერს ზელენსკი.
04 მაისი 2026, 17:52
პოლიტიკა
პრემიერი: ვიღაცამ დაავალა გარედან გაერთიანება, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გაერთიანდა უკვე ე.წ. ალიანსის სახით ფორმალურად, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი კერძო ინტერესები, შესაბამისად, ვერ ერთიანდებიან, ამასობაში 10 არჩევნები მოვიგეთ
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი ალიანსი ხშირად შექმნილა, თუმცა პერსონალური კონფლიტები არ აძლევს მათ ერთიანობის შენარჩუნების საშუალებას.
04 მაისი 2026, 17:41
პოლიტიკა
პრემიერი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში იყო რევოლუციის მოწყობის ხუთი სხვადასხვა მცდელობა, ამაში იყვნენ ჩართულები გარედან დაფინანსებული სუბიექტები, ეს არის კონტექსტი, რასთანაც იყო დაკავშირებული კონკრეტული კანონების მიღება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალაის განცხადების კომენტირებისას.
04 მაისი 2026, 17:37
სამართალი
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, ბრალდების მოწმე დაიკითხა
საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. დაიკითხა ბრალდების მოწმე, რომელმაც დეტალურად აღწერა 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები და სპეცდანიშნულების რაზმის ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა.
04 მაისი 2026, 17:33
პოლიტიკა
კობახიძე ზელენსკისთან შეხვედრაზე: ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა
ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, თავად პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ მყისიერად დავუდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.
04 მაისი 2026, 17:30
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი კაია კალასზე: მათი პოზიციები ნაკარნახევია არა მოქალაქეების საჭიროებებიდან, არა გეოპოლიტიკური საჭიროებებიდან, არა ორმხრივი ინტერესების საჭიროებებიდან, არამედ თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე
საჭიროება არის სწორად დანახული, რომ საქართველო ნამდვილად არის მნიშვნელოვანი რგოლი და პარტნიორი ევროკავშირისთვის ენერგოუსაფრთხოებიდან დაწყებული სხვა ლოგისტიკით, ტრანსპორტით და ვაჭრობით გაგრძელებული, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
04 მაისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის
გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც არის საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სომხეთში.
04 მაისი 2026, 17:19
მსოფლიო
ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო გუნდი სამხრეთ კორეაში გამეგზავრება
მატჩი 20 მაისს გაიმართება. „ნექოჰიანი“ სამხრეთკორეულ ქალთა გუნდს, „სუვონს“ დაუპირისპირდება. მანამდე ეს გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. თუ ისინი სამხრეთკორეელი მეტოქეების კვლავ დამარცხებას შეძლებენ, ფინალში გავლენ, რომელიც ასევე სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში, 23 მაისს ჩატარდება.
04 მაისი 2026, 17:13
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
04 მაისი 2026, 17:13
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
04 მაისი 2026, 17:13
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა უარყო. ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკულ გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლას ცდილობდა, ორი რაკეტა ესროლა.


