პრემიერი: გვაქვს ხელშესახები შედეგები რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით, შესყიდვების ოპტიმიზაციისა და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მლნ ლარი, რაც მოხმარდება რკინიგზის შემდგომ განვითარებას
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ოპტიმიზაციის ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რაც გასულ წელს განხორციელდა.
„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით.
მინდა, აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ ერთი წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას. ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად, დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 18.5 მლნ ლარი. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სცდება 40 მლნ ლარს. ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი. ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ოპტიმიზაციის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა საქართველოს რკინიგზაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
05 მაისი 2026, 13:29
საზოგადოება
გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს
გიორგობასთან დაკავშირებით მეუფე შიო ქაშუეთის ტაძარში წირვას აღავლენს, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
05 მაისი 2026, 13:24
საზოგადოება
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლოკომოტივსა და 1 500 ვაგონს შეიძენს, რისთვისაც შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
05 მაისი 2026, 13:16
მსოფლიო
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ევროპას თურქეთი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა.
05 მაისი 2026, 13:09
საზოგადოება
რკინიგზა სრულად განაახლებს სამგზავრო პარკს და მგზავრებს თბილისიდან ბათუმში 4 საათში ჩაიყვანს
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რკინიგზას მგზავრებისთვის საინტერესო სიახლეები აქვს. კომპანიაში უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი.
05 მაისი 2026, 13:00
ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზამ მიმდინარე ხელშეკრულებების გადახედვის შედეგად 230 მლნ ლარზე მეტი დაზოგა
საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები სტაბილური და თანმიმდევრული ზრდის ტენდენციას აჩვენებს, რაც კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესებით არის განპირობებული. ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილმა თანხებმა 230 მლნ ლარს გადააჭარბა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
05 მაისი 2026, 12:58
საზოგადოება
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.
05 მაისი 2026, 12:58
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე დაშორდა ევროპას, ეს არის თავად ევროპული ბიუროკრატია, როდესაც თავს ესხმი მედიის თავისუფლებას, როდესაც თავს ესხმი ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს არის სწორედ დაშორება
მივულოცავ სომხეთს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყანა გუშინ იყო EPC-ის, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
05 მაისი 2026, 12:57
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
05 მაისი 2026, 12:57
ტაბლოიდი
ბლეიკ ლაივლიმ და ჯასტინ ბალდონიმ შეთანხმებას მიაღწიეს
ლაივლი ამტკიცებდა, რომ ბალდონი მას საჭიროზე დიდხანს აჩერებდა ჩახუტებულ მდგომარეობაში, უფლებას აძლევდა თავს ზედმეტად შეხებოდა ინტიმური სცენების რეპეტიციისას, ერთხელ კი წონასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა, რაც მსახიობმა (რომელიც 4 შვილის დედაა) საჯარო დამცირებად აღიქვა.
05 მაისი 2026, 12:48
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას
„საქართველო უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ევროპასა და აზიას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 12:41
ჯანდაცვა
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს.
05 მაისი 2026, 12:39
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ევროპას აშშ-ის პოზიციის გამო რუსეთთან დიალოგის განახლება მოუწევს
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ევროპას რუსეთის ხელმძღვანელობასთან დიალოგის განახლება მოუწევს და ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, შეესაბამება, თუ არა აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და უკრაინის მიმართ ევროპის ინტერესებს.
05 მაისი 2026, 12:39
ეკონომიკა
ქვრივიშვილი: მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რამდენად მყიფეა ტრადიციული მარშრუტები, გაჩნდა მოთხოვნა ახალ, პროგნოზირებად დერეფნებზე, საქართველო მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა და იყოს სანდო პარტნიორი
„დღეს საქართველო მიზანმიმართულად ყალიბდება სახელმწიფოდ, სადაც ევროპა და აზია არამხოლოდ გეოგრაფიულად ხვდებიან ერთმანეთს, არამედ ეფექტიანადაც უკავშირდებიან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.
05 მაისი 2026, 12:33
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო უკვე აშენებს ანაკლიის საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება პორტთან დამაკავშირებელი გზისა და 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა
„რკინიგზა არის უფრო დიდი, ინტეგრირებული სისტემის ნაწილი და ამ ტვირთნაკადს სჭირდება ძლიერი საზღვაო კარიბჭე, სწორედ ამიტომაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი ლოგიკური გაგრძელება და დამაგვირგვინებელი ელემენტი - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 მაისი 2026, 12:30
რეგიონი
სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
05 მაისი 2026, 12:20
პოლიტიკა
პრემიერი: როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ შანტაჟი დამთავრებულიყო და ვეღარ გვაშანტაჟებენ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
05 მაისი 2026, 12:19
პოლიტიკა
პრემიერი ზელენსკისთან შეხვედრაზე: საუბრის სულისკვეთება ორივე მხრიდან იყო - მეგობრული, რა პრობლემებიც იყო, ის ისევ ძალაშია, მაგრამ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებულები, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, შეხვედრა იყო დახურული
საუბრის სულისკვეთება და განწყობა, რომელიც იყო გამოხატული ორივე მხრიდან, იყო - მეგობრული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
05 მაისი 2026, 12:19
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას
„ბოლო ერთი წელი გარდამტეხი იყო საქართველოს რკინიგზისთვის - კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე, სადაც ეფექტიანობა, მართვის ხარისხი და შედეგი პირველ ადგილზე დგას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე.
05 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
პრემიერი: როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, საბჭოური მიდგომებით მუშაობს ევროპული ბიუროკრატია
როდესაც ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას, ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
05 მაისი 2026, 12:16
საზოგადოება
სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 128,856 ლარი ჩამოაწერა, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სექტორში - 46,946 ლარი, ბუნებრივი გაზის სექტორში - 64,171 ლარი, ხოლო წყალმომარაგების სექტორში - 17,739 ლარი.


