კომპანია Jan De Nul N.V. - ის პროექტის დირექტორი: გეგმურად მივყვებით პროექტის გრაფიკს. მიმდინარეობს მზადება 1380მ სიგრძის ტალღმტეხის მოსაწყობად, რომელიც წლიურ ჭრილში 95 %-ით უზრუნველყოფს ნავსადგურში დიდი გემების მიღება-მომსახურებას
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ანაკლიის ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ვიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს მზადება ტალღმტეხის მოსაწყობად, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა, რომელმაც, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ანაკლიის ნავსადგურში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
მისი თქმით, კომპანია გეგმურად მიჰყვება პროექტის გრაფიკს და ფსკერის დაღრმავების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„ტალღმტეხის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც საზღვაო ინფრასტრუქტურის მთლიანი პროექტი დასრულდება,“ - აღნიშნა კომპანია Jan De Nul N.V.- ის პროექტის დირექტორმა.
ერიკ ბეიტსის შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ Jan De Nul N.V.- ისთვის, ისე საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. მისი თქმით, ტალღმტეხის მთლიანი სიგრძე 1380 მეტრია, ის წლიურ ჭრილში 95 %-ით ნავსადგურის ღიაობას უზრუნველყოფს და დიდი გემების მიღება - მომსახურებას შეძლებს.
„რაც შეეხება დაღრმავების სამუშაოებს, ჯამში თითქმის 6 მილიონი კუბური მეტრი გრუნტის ამოღებაა დაგეგმილი, რაც კომპანია Jan De Nul N.V.- ისთვის საკმაოდ მასშტაბური პროექტია,“ - აღნიშნა ერიკ ბეიტსმა.
Jan De Nul N.V. ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულში!“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავების და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.
ყველა სიახლე
06 მაისი 2026, 13:06
მსოფლიო
POLITICO: ტრამპთან დადებული სავაჭრო შეთანხმება, შესაძლოა, ევროკავშირში უთანხმოების მიზეზი გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უკანასკნელი მუქარები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, შარშან ევროკავშირთან დადებული ტრანსატლანტიკური სავაჭრო შეთანხმების რეალიზებას საფრთხეს უქმნის, და, შესაძლოა, ევროკავშირის შიგნით კონფლიქტის მიზეზი გახდეს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
06 მაისი 2026, 13:01
ტაბლოიდი
სეულში ერთმანეთს ძილში შეეჯიბრნენ😴
კონკურსი ხაზს უსვამს სამხრეთ კორეის უძილობის ქრონიკულ პრობლემას. მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კორეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული ერია, რის შედეგადაც მოსახლეობას ძილისთვის მინიმალური საათები რჩება.
06 მაისი 2026, 12:54
ჯანდაცვა
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და დაავადებათა პრევენციის მიზნით, მრავალპროფილური სკრინინგის კამპანია ჩატარდა, - ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:51
მსოფლიო
CNBC: Lufthansa-ს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, საწვავზე ხარჯი თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა
უმსხვილესი გერმანული ავიაკომპანია Lufthansa ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს მას საწვავის ხარჯი 1,7 მილიარდი ევროთი, თითქმის 2 მილიარდი დოლარით გაეზარდა, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა „დიდი პრობლემები“ შექმნა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
მერაბ კაკულია: მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება არგუმენტირებული გადაწყვეტილებაა
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25 პროცენტამდე გაზრდა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან საკმაოდ მნიშვნელოვანმა გადახრამ განაპირობა, - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ კაკულია.
06 მაისი 2026, 12:47
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა მკვეთრად გამოხატული პრევენციული ხასიათისაა
„თუ დავაკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან - ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტები იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
06 მაისი 2026, 12:29
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისის“ შეფ-პილოტი: ევროკონტროლის მიერ რეისების შეფერხების გამო, საწვავთან დაკავშირებულ ისედაც დიდ ზარალს, დამატებით ზარალი ემატება
აქვე ყურადღება მინდა გავამახვილო, რომ საქართველოს ნავიგაციიდან 2025 წლის მოგებიდან დაახლოებით 120 მილიონი დოლარი ევროკონტროლმა წაიღო, რადგან თავის დროზე იყო მიღებული ევროკონტროლში გაწევრიანების არასწორი გადაწყვეტილება და ეს ორგანიზაცია საქართველოდან საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს იღებს. თავის მხრივ კი ავიაკომპანიების და მოქალაქეების მიმართ მავნებლობითა და დაბრკოლებების შექმნით არის დაკავებული. ეს არა მარტო ჩვენ კომპანიას, არამედ მთელ საავიაციო სექტორს და პირველ რიგში მგზავრებს აზიანებს.
06 მაისი 2026, 12:25
რეგიონი
გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.
06 მაისი 2026, 12:22
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა CERN-ის ასოცირებულ მკვლევრებს უმასპინძლა
პროფესორ ტიბო ჰოუდის სემინარი მიეძღვნა ბნელი მატერიის პრობლემას ფუნდამენტურ ფიზიკაში. მომხსენებელმა მიმოიხილა საფრანგეთის განათლების სისტემა და მიმდინარე ფუნდამენტური კვლევები, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა სტანდარტული მოდელის მიღმა არსებულ ფიზიკაზე, ნეიტრინოს თვისებებსა და ბნელი მატერიის ძებნის თანამედროვე ექსპერიმენტებზე.
06 მაისი 2026, 12:09
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ღონისძიების ფარგლებში, შედგა მრავალმხრივი ინტერაქტიული დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატებში, ასევე გაიმართა პლენარული სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.
06 მაისი 2026, 12:05
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
06 მაისი 2026, 12:05
კულტურა
Kanye West თბილისში კონცერტს გამართავს
Starring Georgia 2026 წლის სეზონის ფარგლებში, თბილისში, დინამო არენაზე Kanye West, YE-ს შოუს აანონსებს.
06 მაისი 2026, 12:03
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში პოლონეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
მხარეებმა შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს, ამასთან, განიხილეს შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული თემები. მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
06 მაისი 2026, 12:00
ეკონომიკა
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი: კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებით შევძელით ანაკლიის პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზება დაახლოებით 52 მილიონი დოლარით, თუმცა ხარისხი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროექტი შედგებოდა ორი ეტაპისგან - მობილიზაცია/პროექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, მობილიზაცია/პროექტირება დასრულებულია და შესაბამისად სამუშაოები გადავიდა აქტიურ რეჟიმში, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა, ზურაბ სიჭინავამ, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ანაკლიის პორტში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.
06 მაისი 2026, 11:56
საზოგადოება
ვაკის გამგეობა რაიონში ორ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ასევე ცხვედაძის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
06 მაისი 2026, 11:50
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ონიაშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის, ტროტუარისა და ბორდიურის რეაბილიტაცია იგეგმება. გარდა ამისა, შეიცვლება არსებული დაზიანებული წყლის მილები. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 700 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
06 მაისი 2026, 11:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
06 მაისი 2026, 11:45
საზოგადოება
კახა კალაძე: რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
06 მაისი 2026, 11:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მობილიზებულები არიან საერთაშორისო დონის კომპანიები და ექსპერტები
ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე კეთდება, სამუშაოების მაღალ სტანდარტს კი საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და კომპანიების მონაწილეობა უზრუნველყოფს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიაში.


