საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ორი ანგარიში განიხილა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა ორი ანგარიში განიხილა, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ წარადგინა.
„სსიპ – სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის – „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე“ საუბრისას, ზაზა შეყილაძემ განაცხადა, რომ აუდიტის პერიოდი 2022-2023 წლებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც 10 რეკომენდაცია გაიცა.
მისივე თქმით, აუდიტის შედეგად გამოვლინდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა: აქტივების მართვის ნაკლოვანებებს, გამოუყენებელ აქტივებს, დაურეგისტრირებელ ქონებას, სამხედრო-ტექნიკისა და ტყვია-წამლის შენახვა-გამოყენების ნაკლოვანებებს, უტილიზაციის პრობლემებს, შვილობილი კომპანიების მართვის ნაკლოვანებებს, ლითონის ჯართისა და აქტივების დაშლის შედეგად მიღებული ქონების მართვას.
ზაზა შეყილაძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით 9 რეკომენდაცია გაიცა, ხოლო მე-10 რეკომენდაცია სახელმწიფო შესყიდვებს შეეხებოდა.
სსიპ „დელტას“ წარმომადგენლებმა რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ისაუბრეს.
მომხსენებელმა ასევე წარადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.
მისი თქმით, აუდიტის პერიოდი 2020-2022 წლებს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც 5 რეკომენდაცია გაიცა.
ზაზა შეყილაძის განცხადებით, აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: სახანძრო-სამაშველო დანაყოფების შენობა-ნაგებობების სიმცირეს და არსებულის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობას; სპეციალიზებული ავტოტექნიკისა და სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის მართვის პროცესის გამოწვევებს; სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის რესურსების ათვისების, სახელმწიფო რეზერვების მართვისა და ინვენტარიზაციის ნაკლოვანებებს და სხვა.
მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე მიმდინარეობს მონიტორინგი.
ყველა სიახლე
18 მაისი 2026, 16:07
საზოგადოება
უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტების აპრობაციის პროცესი წარმატებით დასრულდა
ტესტირების პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 1100-მა მსურველმა მიიღო. აპრობაციის მიზანს საგამოცდო ტესტური დავალებების ხარისხის შეფასება, მათი შინაარსობრივი დახვეწა და საგამოცდო ტესტისათვის ისეთი დავალებების შერჩევა წარმოადგენდა, რომლებიც მაღალი ფსიქომეტრული მახასიათებლებით, სანდოობითა და ვალიდურობით გამოირჩევა და უზრუნველყოფს შეფასების პროცესის ობიექტურობასა და სიზუსტეს.
18 მაისი 2026, 16:04
ეკონომიკა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელების შესახებ
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
18 მაისი 2026, 16:02
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე: დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე
დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც ასე არასდროს ყოფილა, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიში განიხილეს. ანგარიში, რომელიც მოიცავს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.
18 მაისი 2026, 16:02
პოლიტიკა
პრემიერი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის ყველა რეგიონში უფრო დაბალანსებული და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაზე
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმის უზრუნველყოფაზე, რომ სოფლისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობამ თანაბრად ისარგებლოს თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ხარისხიანი საზოგადოებრივი სერვისებით და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით.
18 მაისი 2026, 16:01
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გარდა ოფიციალური საუბრისა, ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტარებს შორის პირადი ურთიერთობები და გაცვლა
მე იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განხორციელდეს ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
18 მაისი 2026, 16:00
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინფლაციის დინამიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა
მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით პროგნოზირება რთულია, დასტაბილურება დამოკიდებული იქნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ხანგრძლივობასა და გარე ბაზრებზე ნავთობის ფასის დინამიკაზე, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ.
18 მაისი 2026, 15:58
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
ასევე გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლის თანახმად ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.
18 მაისი 2026, 15:55
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი ურბანული და საბინაო პოლიტიკის ცენტრში რჩება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა, ვაგრძელებთ ახალი დასახლებების განვითარებას და საცხოვრებელი ფართის გადაცემას დაზარალებული ოჯახებისთვის
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოდროინდელი მიღწევა იყო ეროვნული საკადასტრო აღრიცხვის დასრულება და მიწის ნაკვეთების სრული რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 მაისი 2026, 15:54
მსოფლიო
Tasnim: ირანმა აშშ-ს განახლებული 14-პუნქტიანი შეთავაზება გადასცა
„შეტყობინებების გაცვლის ბოლოდროინდელი პრაქტიკის შესაბამისად, ირანმა შესწორებების შეტანის შემდეგ, პაკისტანელი შუამავლის მეშვეობით, კვლავ წარადგინა თავისი 14-პუნქტიანი ტექსტი“, - განაცხადა წყარომ.
18 მაისი 2026, 15:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 მაისი 2026, 15:51
პოლიტიკა
პრემიერი: ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა
ბოლო წლებში, საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
18 მაისი 2026, 15:36
მსოფლიო
Internationale Politik: ევროკავშირსა და უკრაინას განსხვავებული წარმოდგენა აქვთ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ, რაც ორ მხარეს შორის გაუცხოების რისკს შეიცავს
„არსებობს დიდი საფრთხე, რომ ამ გაუგებრობებმა შესაძლოა უკრაინასა და ევროკავშირს შორის გაუცხოება გამოიწვიოს. ორივე მხარეს ერთმანეთი სჭირდება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. ორივე მხარემ უკეთ უნდა გაიგოს ერთმანეთის ხედვა და იმუშაოს ისეთ პროცესზე, რომელიც უკრაინის ევროკავშირში რეალისტურ გაწევრიანებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია სტატიაში.
18 მაისი 2026, 15:28
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
18 მაისი 2026, 15:21
სამართალი
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
საინფორმაციო კამპანიის მიზანი ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.
18 მაისი 2026, 15:15
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
18 მაისი 2026, 15:01
ჯანდაცვა
ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
18 მაისი 2026, 14:43
ეკონომიკა
ნათია თურნავა: სებ-თან არსებული დავების კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა
2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
18 მაისი 2026, 14:38
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ცნობილია, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, მათ შორის პოლონეთში, გამუდმებით ცდილობენ რამენაირად დააბრუნონ „ნაცმოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებაში
ცნობილია, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, მათ შორის კონკრეტულად პოლონეთში, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, რომ რამენაირად „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნონ ხელისუფლებაში და ეს არის მათი იდეა ფიქსი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
18 მაისი 2026, 14:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში, მსოფლიო ურბანულ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის მონაწილე ლიდერებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და UN-Habitat-ის აღმასრულებელი დირექტორი ანაკლაუდია როსბახი მასპინძლობენ.


