საქსტატი: 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებმა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს
ფოტო: Facebook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 111 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.6 პროცენტი მდებარეობდა კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 16.2 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 16.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში, 8.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.2 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხოლო 13.5 პროცენტი სხვა რეგიონებში იყო განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 113.9 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 29.5 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 64.0 პროცენტი – ღორი, ხოლო 3.4 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 3.1 პროცენტს შეადგენდა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 332.2 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2026 წლის პირველ კვარტალში 13.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 30.1 პროცენტი მოდიოდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 28.6 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 40.8 პროცენტი – ღორის ხორცზე, 0.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი ეკავა.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.8 ათას პირს, საიდანაც 53.6 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 027 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შემდეგნაირი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 42.9 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 34.0 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.4 ლარი.
ამასთან, საქსტატის ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 331 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც 66.5 პროცენტი შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.
უწყების ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში მომსახურება გაეწია 355 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 826 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 662 კაცით განისაზღვრა.
2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული იყო 97.5 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 20.1 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 31.9 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 12.7 პროცენტი – თევზეული, 19.5 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 10.2 პროცენტი – რძის პროდუქტები და 5.5 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 17.0 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 25.5 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 57.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.3 მილიონი ლარი შეადგინა.
უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 224.6 მილიონი ლარის ღირებულების 28.6 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 38.5 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 12.3 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 49.2 პროცენტი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 28.3 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (32.3 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (24.3 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.1 პროცენტი) და თევზეულზე (9.0 პროცენტი) მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 0.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 0.1 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი.
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 17:16
ჯანდაცვა
„იტალფარმაკო“ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი: გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით, რათა გვეპოვა გზა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის საქართველოში „ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ „ჯივინოსტატი“ საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც პაციენტი, სახელმწიფო და ინდუსტრია ერთიანდებიან შეუძლებელი არაფერია
მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაძლებელი გახდა, რომ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ ხელმისაწვდომი გახდა.
31 ივლისი 2026, 17:12
ჯანდაცვა
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მედიკამენტ „ჯივინოსტა“-ზე: ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას - ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი, „ჯიბინოსტა“ პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილებელია მოლაპარაკებების გაგრძელება იმ მედიკამენტზე, რომელიც გამონაკლისის გარეშე ყველა ბავშვზე გავრცელდება.
31 ივლისი 2026, 17:11
ჯანდაცვა
Italfarmaco საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას ეხმიანება
იტალიური ფარმაცევტული კომპანია Italfarmaco განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან “ჯივინოსტატის“ ხელმისაწვდომობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.
31 ივლისი 2026, 17:05
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა.
31 ივლისი 2026, 17:01
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო - პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი
„იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს“.
31 ივლისი 2026, 16:49
სამართალი
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
31 ივლისი 2026, 16:27
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს
შემოვიდა ქოცი რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული რომ მორჩა, არაფერი არ გექნება, სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - განაცხადა „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში.
31 ივლისი 2026, 16:07
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.
31 ივლისი 2026, 15:51
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
31 ივლისი 2026, 15:49
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სეუტაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალაქში განვითარებული მოვლენები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ მიგრაციულ ტენდენციას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 15:32
მსოფლიო
Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კემპ-დევიდის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ) - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“
31 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
31 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.
31 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მინდა გამეცინოს, მაგრამ სატირალია, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ, კაცი ციხეშია და მისჯილი აქვს
მინდა, რომ გამეცინოს, მაგრამ სატირალია, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ, კაცი ციხეშია და მისჯილი აქვს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
31 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ერთი მხრივ არ აღიარების პოლიტიკა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ შემცირდეს იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიებს აღიარებს სახელმწიფოდ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა.
31 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში
ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.


