მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ, რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
შიდა რეფორმების პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად არის ჩართული სტრატეგიულ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთდაკავშირებადობის გაძლიერებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლში, ბუნებრივი რესურსების მეორე სამიტის - INRES 2026-ის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრთა სესიაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს რეგიონული ენერგეტიკული დაკავშირებადობის გაუმჯობესების, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის მხარდაჭერისა და როგორც ევროპის, ისე ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი გადადის განხორციელების მომდევნო ფაზაში, რაც მოიცავს ზღვის ფსკერის დაგეგმილ გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ კვლევებს. მოხარულები ვართ, რომ პროექტი ოფიციალურად არის შეტანილი ევროკავშირის ურთიერთინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში, რაც ამ პროექტის წინსვლისა და განხორციელებისადმი ევროპის ძლიერ მხარდაჭერას ასახავს“, - განაცხადა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და თურქეთის ძალიან მჭიდრო, სტრატეგიულ პარტნიორობას. მინისტრის განცხადებით, თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობაში, გადამცემ ინფრასტრუქტურასა და რეგიონულ დაკავშირებადობაში ორმხრივ ნდობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ძლიერი რეგიონული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადასტურებს.
მინისტრის შეფასებით, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და რეგიონული სტაბილურობა მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით, პრაქტიკული პარტნიორობითა და გრძელვადიანი ხედვით მიიღწევა. მისივე თქმით, მსგავსი სამიტები მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის პერსპექტივების გაზიარების, დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისთვის.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა რეგიონში დაკავშირებადობის საკითხზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც პირველ გემებს 2029 წელს მიიღებს. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც რეგიონის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს. მინისტრის განცხადებით, პორტის პროექტი, ენერგეტიკულ დერეფნებთან ერთად, შექმნის ერთიან, მძლავრ ინფრასტრუქტურულ საფუძველს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ეფექტური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციას.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 16:54
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში ეკონომიკის სამინისტრო მრავალფეროვნად იქნება წარმოდგენილი - როგორც გეოგრაფიულად, ისე დარგობრივი მიმართულებებით
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ყველა პავილიონში სპეციალური აქცენტი გაკეთდება ბავშვებისთვის გასართობ და შემეცნებით ზონებზე.
22 მაისი 2026, 16:27
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა
2026 წლის 21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სინდიკაციის მეთოდით 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 5.9 წლის საწყისი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:19
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით მომზადებული კანონპროექტები წარადგინა.
22 მაისი 2026, 16:17
მსოფლიო
Bloomberg: ირანმა 30-მდე ამერიკული MQ-9 Reaper დრონები გაანადგურა, რომელთა ღირებულება თითქმის, 1 მილიარდი დოლარია
ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდე შეერთებულმა შტატებმა უპილოტო საფრენის აპარატების - MQ-9 Reaper-ის დაახლოებით 20% დახარჯა. საერთო ღირებულებამ დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
22 მაისი 2026, 16:17
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი, არც „ნაცრეჟიმის“ ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობა განადგურებული სხვა ქალების მსგავსად - კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა
22 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ვანგ ბინგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 16:09
მსოფლიო
The Telegraph: აშშ-მა ჩინეთის ზეწოლის გამო ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა
აშშ-ის მთავრობამ ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო შეიარაღების მიყიდვა შეაჩერა, რაც ჩინეთის მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:45
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელსა და გვარს
რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:40
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
22 მაისი 2026, 15:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში არცერთი სამხედროს გაგზავნას არ გეგმავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინაში არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს.
22 მაისი 2026, 15:21
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში (INRES).
22 მაისი 2026, 15:20
მსოფლიო
Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება
ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 15:20
ეკონომიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი განიხილა
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, სპეციალიზებულ მაუწყებელს, რომელსაც პოლიტიკური და საინფორმაციო პროგრამები არ აქვს, უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შესაძლებლობა მიეცემა.
22 მაისი 2026, 15:16
საზოგადოება
შიო მესამე: მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე
მეცნიერება, ცოდნა აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არა მხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროზე, ცხოვრებაზე,- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ ქადაგებისას.
22 მაისი 2026, 15:03
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
22 მაისი 2026, 14:59
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნატოს ზოგი მოკავშირის ქცევა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით კარგად აღბეჭდილია და საკითხი გადაწყვეტას საჭიროებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ირანის ომთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
22 მაისი 2026, 14:51
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილისა და ზოდელავას მიმართ განაჩენზე: ნებისმიერი, ვინც ცდილობს, რომ აქ რაღაც პოლიტიკური სარჩული შეიტანოს, ის პატივს არ სცემს და შეურაცხყოფას აყენებს კანონის უზენაესობას
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას მიმართ გამტანილ განაჩენს პოლიტიკურს უწოდებენ.
22 მაისი 2026, 14:41
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციურ ალიანსზე: ვხედავთ რაოდენ უსუსურია მათი მცდელობები, ხალხში გასვლასაც ვერ ახერხებენ
ვხედავთ, რომ სააკაშვილი და მისი მიმდევრები სრულად ემიჯნებიან იმ ვითომ გაადამიანურებულ „ნაცმოძრაობის“ დანაყოფს, რომელსაც წარმოადგენენ ჩერგოლეიშვილი, გვარამია და ვაშაძე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
22 მაისი 2026, 14:40
საზოგადოება
ბასა ფოცხიშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე: წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, რაც შეეხება ჰიმნს, მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები - ნინო მაჩაიძე, ქეთევან ქემოკლიძე და იანო ალიბეგაშვილი შეასრულებენ
წელს განსაკუთრებული ფიცის დადება გვექნება, ვინაიდან ქართლის მოქცევის, ქრისტიანობის სახელმწიფოებრივ რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება მთელი საზეიმო ღონისძიება, - განაცხადა 26 მაისის საზეიმო ღონისძიების შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა.


