ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გააუმჯობესა - ანგარიშის დეტალები
ფოტო: Shutterstock
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
ანგარიშის თანახმად, გლობალური ტენდენციები მიმდინარე კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეცვლა.
,,რთული გეოპოლიტიკური გარემო და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა კვლავ ზეწოლას ახდენდა ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა ინფლაციის შემცირება და AI ცვლილებებთან დაკავშირებული ძლიერი საინვესტიციო ციკლი ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებდა. ევროკავშირის ეკონომიკაც ანალოგიურად ძლიერდებოდა, ხოლო ინფლაციური ზეწოლა კიდევ უფრო სუსტდებოდა. კონფლიქტმა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა და გამოიწვია გლობალური ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება უახლეს ისტორიაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის თანახმად, გლობალური ზრდა [ევროკავშირის გამოკლებით] 2026 წელს 3.1%-ით, ხოლო 2027 წელს 3.5%-ით არის პროგნოზირებული. რაც შეეხება ევროკავშირს, 2026 წელს პროგნოზირებულია 1.1%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო 2027 წელს 1.4%.
,,ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფლაცია, მოსალოდნელია, უფრო მაღალ დონეზე შენარჩუნდეს, რაც ასახავს როგორც რეგიონში სამომხმარებლო კალათაში ენერგომატარებლების უფრო მაღალ წილს, ისე ნომინალური ხელფასების უფრო დინამიკურ ზრდას. მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) და ევროკავშირის სხვა ცენტრალური ბანკების უმეტესობა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებენ ან, მინიმუმ, ადრე მოსალოდნელ შემსუბუქების ზომებს გადადებენ“, - წერს ევროკომისია ანგარიშში.
ევროკავშირის ქვეყნების პროგნოზებთან ერთად, ანგარიში ასევე აერთიანებს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკურ მიმოხილვას და პროგნოზებს. აღნიშნულ ნაწილში განხილულია საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ძირითადი ტენდენციები და მოლოდინები შემდგომი წლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გაზაფხულის განახლების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 5.5%-მდე გაუმჯობესდა (2025 წლის შემოდგომის ანგარიშის შემდეგ, სადაც 5.3%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული).
,,2025 წელს ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდა, შენელდება, თუმცა 2026 და 2027 წლებში კვლავ ძლიერი დარჩება და 5-5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, სავარაუდოდ, შედარებით შეზღუდული იქნება და ძირითადად ენერგომატარებლების ფასების ზრდის გავლით აისახება. ზრდის მთავარი მამოძრავებელი სექტორები, მოსალოდნელია, რომ იქნება მომსახურების სფეროები - ICT, განათლება და ტურიზმი“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა ძალიან ძლიერი დარჩა და 7.5% შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს დაფიქსირებული 9.7%-იანი ზრდის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით შენელდა. მიწოდების მხარეს, ზრდას ძირითადად მომსახურების სექტორი, განსაკუთრებით ICT და განათლება, ასევე წარმოების სექტორი განაპირობებდა, მაშინ როცა სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების სექტორების წვლილი უარყოფითი იყო. ხოლო, მომსახურებების სექტორში გაზრდილი პროფიციტისა და ფულადი გზავნილების ზრდის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-მდე შემცირდა.
,,მომდევნო წლებში ეკონომიკური ზრდა, პროგნოზის მიხედვით, 2026 და 2027 წლებში 5-5.5%-ს მიაღწევს, რაც მის გრძელვადიან პოტენციალს შეესაბამება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის მთავარი მამოძრავებელი კვლავ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იქნება, რასაც ხელს შეუწყობს რეალური ხელფასების გაგრძელებული, თუმცა შედარებით ნელი ზრდა, სამომხმარებლო დაკრედიტების მაღალი ტემპი და ფულადი გზავნილების შემოდინება”, - აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.
რაც შეეხება ინფლაციას, ანგარიშის თანახმად 2026 წელს ინფლაციის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნება საწვავისა და სხვა ენერგომატარებლების ფასების ზრდით იქნება განპირობებული, ხოლო 2027 წელს ეტაპობრივად შემცირდება და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიუახლოვდება.
ევროკომისიის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება, რომელიც 5.125% კუპონის საპროცენტო განაკვეთით განხორციელდა.
,,2026 წლის იანვარში საქართველომ წარმატებით მოახდინა 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდების რეფინანსირება დაბალი 5.1%-იანი საპროცენტო განაკვეთით“, - წერია ანგარიშში.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 10:37
რეგიონი
დამოუკიდებლობის დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქუთაისში მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება წელს ქალაქ ქუთაისში გაიმართება. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
25 მაისი 2026, 10:26
მსოფლიო
მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცა
ორშაბათს აზიაში, ნავთობის გლობალური ეტალონის, Brent-ის ფასი 5,5%-ით შემცირდა და ბარელზე 97,90 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასი (WTI) 5,9%-ით დაეცა და 90,93 დოლარამდე ჩამოვიდა. იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსი პირველად გადასცდა 65 000-იან ნიშნულს და 3%-ით გაიზარდა იმ იმედით, რომ სრუტე მალე გაიხსნება.
25 მაისი 2026, 10:09
საზოგადოება
ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს
ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
25 მაისი 2026, 10:08
მსოფლიო
The New York Times: აშშ და ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ
ერთი დღით ადრე ირანის სამმა მაღალჩინოსანმა The New York Times-თან საუბარში აღნიშნა, რომ ირანი დათანხმდა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სრუტეში ნაოსნობის განახლებას ითვალისწინებს. სანაცვლოდ, მათი თქმით, აშშ მოხსნის ირანის პორტების სამხედრო-საზღვაო ბლოკადას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ყველა მიმართულებით, ლიბანის ჩათვლით, დასძინეს წყაროებმა.
25 მაისი 2026, 09:55
ტექნოლოგიები
ჩინეთმა კოსმოსურ სადგურზე ახალი მისია და რეკორდული ხანგრძლივობის ექსპერიმენტი დაიწყო
მოსალოდნელია, რომ ამ მისიის ფარგლებში, „შენჯოუ-23“-ის ერთ-ერთი ტაიკონავტი დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით ერთ წელს გაატარებს, რაც ჩინელი კოსმონავტების მისიების ჩვეულებრივ ხანგრძლივობაზე ორჯერ მეტია. რომელი ტაიკონავტი დარჩება სადგურზე, მოგვიანებით, მისიის მონაწილეებზე დაკვირვების შედეგების მიხედვით განისაზღვრება.
25 მაისი 2026, 09:44
მსოფლიო
Reuters: ხანგრძლივი ბლოკადის შემდეგ, ტანკერები ჰორმუზის სრუტიდან გადიან
თხევადი ბუნებრივი აირით დატვირთული ტანკერები და ერაყული ნედლი ნავთობით დატვირთული სუპერტანკერი ჰორმუზის სრუტიდან გავიდნენ და თითქმის სამთვიანი იძულებითი გაჩერების შემდეგ გეზი პაკისტანისა და ჩინეთისკენ აიღეს.
25 მაისი 2026, 09:35
საზოგადოება
26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი, შემეცნებით-გასართობი პროგრამით უმასპინძლებს
26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ფოთის ცენტრალურ მოედანზე სტუმრებს მრავალფეროვანი, შემეცნებით-გასართობი პროგრამით უმასპინძლებს.
25 მაისი 2026, 09:34
მსოფლიო
The Telegraph: ნატოს ხუთმა ქვეყანამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გეგმა დაბლოკა
ჟურნალისტების ინფორმაციით, ნატოს მინიმუმ შვიდმა ქვეყანამ, რომლებიც უკრაინისთვის საკუთარი მშპ-ს 0,25%-ზე მეტს უკვე ხარჯავენ, ამ იდეას მხარი დაუჭირა. მათ შორის არიან ნიდერლანდები, პოლონეთი, ასევე ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნები. თუმცა, ალიანსში გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება, ხოლო ლონდონი, პარიზი, მადრიდი, რომი და ოტავა ამის წინააღმდეგ წავიდნენ. ალიანსში არსებული წყაროს თქმით, ეს ქვეყნები „ამ იდეით აღფრთოვანებულნი არ არიან“.
25 მაისი 2026, 09:22
ტაბლოიდი
ინდოეთში ვიზიტისას მარკო რუბიოს დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს🎂
მარკო რუბიოს ინდოეთში ვიზიტისას დაბადების დღე გრანდიოზული ტორტით წინასწარ მიულოცეს. ეს აშშ-დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა, რომელიც აშშ-ის საელჩოში გაიმართა.
25 მაისი 2026, 09:19
ეკონომიკა
2025 წელს საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა - ევროკომისიის ანგარიში
ევროკომისია განახლებულ ანგარიშს - 2026 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზს აქვეყნებს. დოკუმენტში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება და სამომავლო პერსპექტივებია მიმოხილული.
25 მაისი 2026, 09:15
მსოფლიო
ბრიტანეთი მაისისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურისთვის ემზადება🌡️
დიდი ბრიტანეთი რეკორდული სიცხისთვის ემზადება. ნისლიან ალბიონზე ჰაერის ტემპერატურამ სეზონისთვის უჩვეულო მაჩვენებელს უკვე მიაღწია. თერმომეტრი +31 გრადუს ცელსიუსს უჩვენებს და სინოპტიკოსების პროგნოზით, ის +34 გრადუსამდე გაიზრდება, რაც ამ პერიოდისთვის ლონდონის ჩვეულ ტემპერატურას 10 გრადუსით აჭარბებს.
25 მაისი 2026, 09:12
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერი პოლიტიკოსებისთვის ხელფასების შემცირებას გეგმავს
პრემიერის თქმით, დეპუტატების ხელფასების შემცირებით ქვეყანა 4 წელიწადში წლიურ ბიუჯეტს დაზოგავს. მადიარი იმედოვნებს, რომ გეგმა მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იან ზრდასაც გამოიწვევს.
25 მაისი 2026, 09:09
მსოფლიო
ალექსანდრ სტუბმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის როლის მორგების მზადყოფნა გამოთქვა
„ამ თხოვნაზე უარის თქმა არ შეიძლება, მაგრამ მშვიდობაზე დისკუსია შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ, როდესაც რუსეთი ვალდებულებას აიღებს ცეცხლი შეწყვიტოს“, - აცხადებს სტუბი.
25 მაისი 2026, 09:06
მსოფლიო
ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი: თუ ამერიკა ჰორმუზის სრუტეში შემოჭრას გადაწყვეტს, მას მტკივნეული პასუხი გაეცემა - ისლამური რესპუბლიკა გეუბნებათ, რომ თუ ომს გააგრძელებთ, ამერიკელ ხალხს და ამერიკის ეკონომიკას გავაუბედურებთ
ირანის სასულიერო ლიდერის სამხედრო მრჩეველი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ირანის კონტროლქვეშ უნდა დარჩეს. მოხსენ რაზაის თქმით, ირანი ამერიკასთან სამართლიანი მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა იმასაც ამბობს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ჰორმუზის სრუტეში შეჭრის შემთხვევაში, თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას დატოვებს.
25 მაისი 2026, 08:59
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი: ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს
ირანი მზადაა დაარწმუნოს მსოფლიო, რომ ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს. ამის თაობაზე ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
25 მაისი 2026, 08:52
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შექმნა ან შეძენა
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და რომ ირანული პორტების ბლოკადა შეთანხმების მიღწევამდე სრული ძალით გაგრძელდება. ამის თაობაზე განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
25 მაისი 2026, 08:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის დალაგების პროცესი მათთვის არის კოშმარი
მტკიცებულებები რომ ჰქონდეთ, თუნდაც ირიბი, საჯაროდ არ გამოაქვეყნებდნენ? რა თქმა უნდა გამოაქვეყნებდნენ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.
25 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
რიმა ბერაძე კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, მიზანმიმართული პროვოკაცია
ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გამოცხადებული მტრობა, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტი საქართველოში არ არსებობს და ისინი ვერანაირ ასეთ კონკრეტულ ფაქტს ვერ დაასახელებენ, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რიმა ბერაძე ოპოზიციონერ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, გამოცემულ სტატიას სადაც ამერიკული მედიასაშუალება საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს.
25 მაისი 2026, 08:30
რეგიონი
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებისთვის მზადება აჭარის რეგიონში მასშტაბური აქტივობებით გრძელდება. 17:10 საათზე საქართველოს ყველა დიდი ქალაქის მსგავსად ექვსივე მუნიციპალიტეტში საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.


