მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„სახელმწიფომ შექმნა ინოვაციებისთვის კონკურენტული გარემო - მოქნილი საგადასახადო პოლიტიკა, IT სექტორის მხარდაჭერა და მთლიანი ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან უპირატესობად იქცა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნული პრეზენტაცია მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია.
მინისტრის განცხადებით, შესაბამისი პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში უკვე არის ასეულობით დაფინანსებული სტარტაპი, საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამებში ჩართული ქართული კომპანიები, მზარდი ტექნოლოგიური საზოგადოება და ახალი თაობა, რომელიც საკუთარ მომავალს სწორედ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში ხედავს.
„ფინანსური სექტორის მოდერნიზაცია, fintech ინოვაციების მხარდაჭერა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ხედვა ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ საქართველო ეტაპობრივად ჩამოყალიბდეს რეგიონულ ტექნოლოგიურ და ფინანსურ ცენტრად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ისეთი კომპანიების საქმიანობას, როგორიც Tether-ია, რომელიც აქტიურად აბანდებს კაპიტალს ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში - კერძოდ, ადგილობრივ სტარტაპებსა და სასწავლო პლატფორმებში. კომპანია თბილისს თავის მთავარ რეგიონულ საოპერაციო ბაზად იყენებს და საინვესტიციო რესურსს სტარტაპების დასაფინანსებლად მიმართავს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, კომპანიის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან ძლიერი გზავნილია საერთაშორისო ტექნოლოგიური სამყაროსთვის.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველო უკვე აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს: სტაბილური ეკონომიკური გარემო, მზარდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა, ინოვაციებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა და ამბიცია, გახდეს ტექნოლოგიური ცენტრი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი გლობალური კომპანიების საქართველოში ყოფნა ნიშნავს გამოცდილების გაზიარებას, ახალი შესაძლებლობების შექმნას, ადგილობრივი ტალანტების საერთაშორისო ქსელებთან დაკავშირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ინოვაციურ ეკონომიკაში.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა. შეხვედრაზე სიტყვით წარდგა Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო. საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს სპეციალური ვიზიტით ეწვია Tether-ის დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 14:14
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ პროგრესი მოლაპარაკებებში არ ნიშნავს იმას, რომ აშშ-სთან შეთანხმება ხელი მალე მოეწერება
საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ირანი მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე აწარმოებს, ბირთვული იარაღის საკითხზე დიალოგს კი, მემორანდუმის საბოლოოდ ფორმირების შემთხვევაში, 60 დღის პერიოდში განიხილავს. ცოტა ხნით ადრე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სოლიდური შეთანხმების მიღწევა შესაძლოა დღეს გახდეს შესაძლებელი.
25 მაისი 2026, 14:07
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია
ბელგოროდის ოლქში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მოსახლეობას ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. კიევმა დრონებით შეუტია იაროსლავისა და კურსკის ოლქებს. დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი საწარმო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულები.
25 მაისი 2026, 14:02
საზოგადოება
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სისხლის უანგარო დონორის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართა.
25 მაისი 2026, 13:55
სპორტი
ლას-ვეგასში „ოლიმპიადა სტეროიდებზე“ ჩატარდა
42 მონაწილის უმრავლესობა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა პრეპარატს იყენებდა.13-მა სპორტსმენმა „პირადი რეკორდი დაამყარა“. შეჯიბრების მსვლელობისას მონაწილეებს ექიმები მეთვალყურეობდნენ.
25 მაისი 2026, 13:53
საზოგადოება
26 მაისს ეკონომიკის სამინისტრო საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს ქუთაისში, თელავში, ამბროლაურსა და ფოთში გამართავს
წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული დღესასწაულია - საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსაც ზეიმობს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნება კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“, - ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 მაისი 2026, 13:51
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.
25 მაისი 2026, 13:49
რეგიონი
26 მაისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ამბროლაურში იქნება წარმოდგენილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამა გაიმართება.
25 მაისი 2026, 13:48
სამართალი
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორებმა ქუთაისის N30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ღონისძიება მიზნად ინახავდა სკოლის მოსწავლეებისთვის პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მაისი 2026, 13:29
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ხაშურის N 5 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული კვირეულის ფარგლებში, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა ქალაქ ხაშურის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე - „პროფესია პროკურორი“ შეხვედრა გამართა. აქტივობა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებისათვის პროკურორის საქმიანობის აღწერასა და პროკურორის პროფესიის გაცნობას, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მაისი 2026, 13:25
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ცივ-გომბორის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ კანონპროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, ასევე მისი თანმდევი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით წარადგინა.
25 მაისი 2026, 13:19
მსოფლიო
კალიფორნიაში ტოქსიკური ქიმიკატების რეზერვუარის აფეთქების საფრთხის გამო ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული
გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლი ზელდინმა მედიას განუცხადა, რომ „ყველაზე კატასტროფული სცენარი“ იქნებოდა ერთი რეზერვუარის აფეთქება, რაც ჯაჭვური რეაქციით მეზობელი ავზების აფეთქებასაც გამოიწვევდა. „სწორედ ამიტომ გამოცხადდა ასეთი მასშტაბური ევაკუაცია“, - განმარტა მან.
25 მაისი 2026, 13:13
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: 2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური
2029 წლისთვის ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულება არის აბსოლუტურად რეალური, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
25 მაისი 2026, 13:07
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში.
25 მაისი 2026, 13:06
პოლიტიკა
პრემიერი: აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმებებით ჩვენ მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტა ყველა თემაზე, ეს ეხება როგორც გაზის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ეხება ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, სადაც გვაქვს ასევე იდეალური პირობები და ეს შეეხება ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას
აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს მივუდექით არა როგორც სტანდარტულ დიალოგს ორ სახელმწიფოს შორის, არამედ ეს იყო მეგობრული საუბარი საერთო ინტერესებზე, ყველგან გვაქვს იდეალური პირობები, თანაბრადაა გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესები, ეს ეხება როგორც გაზის და ელექტროენერგიის იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ბაქო-თბილისის-სუფსის მილსადენის ოპერირებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
25 მაისი 2026, 13:05
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ - ეს ყველაფერი განპირობებულია სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ყურადღებას არ მოვადუნებთ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება
ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის გაზრდილ 5,5%-იან მაჩვენებელსაც გადავაჭარბებთ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
25 მაისი 2026, 12:51
სამართალი
პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
25 მაისი 2026, 12:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო
რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა, მაგრამ ამას არ გაჰყვა კონკრეტული ნაბიჯები სოციალური დახმარების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩავიხედეთ ამ საკითხში, მივიღეთ გადაწყვეტილება გადახედვის თაობაზე და ამაზე აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
25 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
პრემიერი ანდრეოლის ვიზიტზე: პირველად გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, მზად ვართ, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რომელიც წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა
ვიზიტის ფარგლებში, გვექნება პირველად შესაძლებლობა, რომ დეტალებზე ვისაუბროთ, პირველ რიგში, დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას, მათ შორის, ისინი გამოხატავენ საკუთარ ინტერესებს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, პირველ რიგში, დაველოდებით მათ პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში პიტერ ანდრეოლის ვიზიტს შეეხებოდა.
25 მაისი 2026, 12:47
საზოგადოება
ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება
21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.


