რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში ცნობად მიიღო
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა.
მომხსენებელმა 2025 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ეკონომიკურ, საშემოსავლო და საგადასახადო პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საშემოსავლო, ასევე, საგადასახადო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა.
მისი განცხადებით, 2025 წელს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციის გათვალისწინებით, 6%-ზე დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა გადაიხედა და 7.2%-ით შეიცვალა.
საბოლოო ჯამში, 2025 წელს ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, 2.5% იყო დაგეგმილი, რეალური მაჩვენებელი კი წლის ბოლოს მხოლოდ 1.4% იყო.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საგარეო სექტორიდან მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგარეო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10.3%-ით, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები - 7.6%-ით გაიზარდა.
ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელმაც 4 690.2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 6%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. მისი თქმით, შარშან ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.2 %-ით გაიზარდა და 3 228.5 მილიონი დოლარი იყო.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 100.7%-ით შესრულდა და 23 816 მილიონი ლარი იყო, ხარჯების ნაწილი - 22 854 მილიონი ლარით, 99.2%-ს შეადგენს.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.
კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „2015 წლის „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილების თაობაზე“ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრთა საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებაზე“ ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმების 36-ე მუხლის ცვლილებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება, შეთანხმების მოქმედების ვადა ყოველ 5 წელიწადში გახანგრძლივდეს.
მისივე თქმით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში გაწევრიანებისთვის ყოველწლიური ფინანსური შენატანი - 28 416 ევრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
კომიტეტმა მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
ყველა სიახლე
02 ივნისი 2026, 17:45
მსოფლიო
მედია: ვაშინგტონში ლინბანსა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო
ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ვაშინგტონში დაიწყო. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 17:29
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაში - „თანასწორობის ხელშეწყობა: გენდერული სტერეოტიპებისა და ნეგატიური სოციალური ნორმების ბარიერის დაძლევა“ მონაწილეობენ.
02 ივნისი 2026, 17:26
საზოგადოება
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამოქმედდა. ფოტოგალერეა🚄
სარკინიგზო ხაზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ.
02 ივნისი 2026, 17:26
სამართალი
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ყველა მათგანი სრულად აღიარებს დანაშაულს. სწორედ ამის გათვალისწინებით, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას დათანხმდა. შვიდივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.
02 ივნისი 2026, 17:18
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: პეტერ ფიშერის სახით ველოდებოდით გერმანელ დიპლომატს და საბოლოოდ მივიღეთ გია ხუხაშვილის უარესი ვარიანტი
„ფიშერის განცხადებები აჩვენებს იმ ქსენოფობიურ დამოკიდებულებას, რომელიც მას ზოგადად, კავკასიის რეგიონის მიმართ გააჩნია. ის პირები, ვინც მას ტაშით ეგებებოდნენ, უნდა გამოვიდნენ და აღიარონ ასეთი აზროვნება მათთვის მისაღებია თუ არა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
02 ივნისი 2026, 17:10
მსოფლიო
ჯონ მირშაიმერი: ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებით შეგულიანებულები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მათი ხალხი არ იღუპება. ეს მორალური სისაძაგლეა
პოლიტოლოგის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მირშაიმერის განცხადებით, ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა პრაქტიკულად განაცხადა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იომონ, რაც მორალური სისაძაგლეა.
02 ივნისი 2026, 16:46
მსოფლიო
რუსეთი 3 ივნისიდან სომხური კარტოფილის, ბადრიჯნისა და ჩირის იმპორტს კრძალავს
„როსსელხოზნადზორი“ 3 ივნისიდან რუსეთში სომხური ჩირის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და მზესუმზირას იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
02 ივნისი 2026, 16:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: ეს არის სწორი მიმართულება. არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება, ამბობს, რომ სწორი მიმართულებაა.
02 ივნისი 2026, 16:32
ეკონომიკა
ლაშა აბაშიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულად ამოქმედება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაზიდვის დროს შეამცირებს და გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი, თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
02 ივნისი 2026, 16:29
მსოფლიო
CBS News-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-თან ომის განახლება გარდაუვალია
ერთ-ერთმა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ამერიკულ ტელეარხ CBS News განუცხადა, რომ აშშ-თან ომის განახლება გარდაუვალია, რადგან „ირანელი ერი არასდროს დანებდება“.
02 ივნისი 2026, 16:24
კულტურა
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ლანჩხუთში გაიმართება
2 ივნისს, 17:00 საათზე ქალაქ ლანჩხუთის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში კონცერტების სერია „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“-ს მორიგი კონცერტი გაიმართება. მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი ხაინდრავა და გოჩა დათუსანი. საკონცერტო პროგრამაშია ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
02 ივნისი 2026, 16:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია, სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ის ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას
დღევანდელი დღე ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონული თანამშრომლობა, კეთილმეზობლობა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული პარტნიორობა ქმნის ძლიერ საფუძველს მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
02 ივნისი 2026, 15:58
რეგიონი
ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მერიამ ბავშვთა უფლებების კვირეული სლოგანით - „ღიმილით გავაფერადოთ ქალაქი, გაუღიმე შენს ქალაქს" გამართა.
02 ივნისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: მესტიაში ვხედავთ არალეგალურ ბიზნესსაქმიანობას, ეს უკავშირდება კრიპტომაინინგს, აღნიშნული იწვევს პრობლემებს და მიღებულია გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნებისთვის დამონტაჟდეს მრიცხველები
„ეს მნიშვნელოვან დაზიანებებს აყენებს ქსელს. ეს შედის შესაბამის ტარიფში და ფინანსური ზარალიც სახეზეა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველების დამონტაჟების შესახებ, ასევე კონკრეტული მრიცხველები იქნება მიბმული კონკრეტულ დასახლებაზე, სოფელზე, რაც ჩვენ მოგცემს საშუალებას, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს მიეცემა საშუალება იდენტიფიცირების იმ ადგილების, სადაც ხდება აღნიშნული უკანონო ბიზნესსაქმიანობა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტების გამოვლენაში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
02 ივნისი 2026, 15:48
პოლიტიკა
დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს
დიასპორის, ევროპასთან ინტეგრაციისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ განიხილეს.
02 ივნისი 2026, 15:45
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრულფასოვანი ამოქმედება მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ცენტრალური აზიისთვის
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებულმა პარტნიორობამ შესაძლებელი გახადა ბაქო–თბილისი–ყარსის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭირო მნიშვნელოვანი საკითხების დროულად გადაჭრა და წარმატებით დასრულება. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი წინ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
02 ივნისი 2026, 15:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის ისტორიული პროექტი, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი შესაძლებლობების განვითარებას და ამ კუთხით საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
02 ივნისი 2026, 15:31
პოლიტიკა
პრემიერი პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებაზე: ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, მომავალშიც მზად ვართ ასეთი თანამშრომლობისთვის
ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით ვითანამშრომლოთ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა, სადაც 2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.
02 ივნისი 2026, 15:24
პოლიტიკა
პრემიერი დინო პარკზე: არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, საბოლოო ჯამში, ვერაფერს აღწევენ გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია
არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს. ყოველ ჯერზე, ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი, ოპოზიცია ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ სახეზე მეტყველებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ციცინათელას“ მიმდებარედ ახალი დინო პარკის გახსნას შეეხებოდა.


