მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ამოცანაა, აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება
მარიამ ქვრივიშვილი
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
„ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული როლით გამოირჩევა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში და დღევანდელი მონაცემებით, მას 9.5%-იანი წილი უკავია ეროვნულ ეკონომიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4.7 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7.8 მილიონს გადააჭარბა.
„საქართველოს მთავრობა განაგრძობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და შედეგები წლიდან წლამდე თვალსაჩინოა. ინდუსტრია ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია კონკურენცია. მოხარულები ვართ, რომ გასული წელი ამ მხრივ გამორჩეული და წარმატებული აღმოჩნდა.
მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტუმარმასპინძლობის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის აქტიურ ხელშეწყობას. 2015 წლიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით სექტორში 1.4 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ამ პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი განთავსების ობიექტი და კერძო სექტორთან პარტნიორობით უზრუნველყოფილ იქნა 8 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
„ჩვენ განვაგრძობთ ტურისტული პროდუქტების და ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მსურს ხაზი გავუსვა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობას - უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას მისი შემდგომი გაფართოების გეგმაც წარვუდგინოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის. რაც თანხვედრაშია ჩვენს მთავარ ამოცანასთან, რომ ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ აჭარის ტურისტული პროდუქტი გახდეს ოთხსეზონიანი ტურისტული მიმართულება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 20:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს იმით, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მრავალი წევრი აცხადებს, რომ სურს უკრაინის ნატოში ხილვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი შეხვედრის დროს განაცხადა.
03 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კანადის პარლამენტის ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გადასცა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადის პარლამენტის ისტორიულ ბიბლიოთეკას ეწვია.
03 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გამართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში კანადის დელეგაციის ხელმძღვანელთან, პარლამენტის წევრ ჰედი ფრაისთან.
03 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი? - არა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები“.
03 ივნისი 2026, 20:12
საზოგადოება
კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტის მასშტაბური პროექტი აჭარაში - ქობულეთში შვეიცარიული ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მსოფლიოში ცნობილი შვეიცარიული ბრენდი აჭარაში მასშტაბურ პროექტს იწყებს. ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო ქობულეთში შენდება. კომპლექსი საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებსაც აერთიანებს, მისი საინვესტიციო მოცულობა კი, 300 მილიონი დოლარია.
03 ივნისი 2026, 20:09
ჯანდაცვა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა მშობლები პრემიერთან შეხვედრას იმედის მომცემს უწოდებენ.
03 ივნისი 2026, 20:04
მსოფლიო
რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის
საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება - ჩვენ მათ განვუმარტეთ, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
03 ივნისი 2026, 19:52
პოლიტიკა
გვარამია გეგელიაზე: თუ სადმე გაიგებს, რომ ამერიკელები მოგვიწოდებენ პარლამენტში შესვლას, მეც მითარგმნონ, შემთხვევით მარტო „ლელო“ რომ არ შებრუნდეს და არ დაიღუპოს ქართული „ზომიერი“ პოლიტიკური სპექტრი და პროცედურული დემოკრატია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ტრამპის ადმინისტრაციამ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესება პირდაპირ დაუკავშირეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული უკუსვლის შეჩერებას და ირანთან და ჩინეთთან მზარდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური კავშირების გაწყვეტას, - წერს “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და “ლელოს” წევრ გრიგოლ გეგელიას ურჩევს, მარკო რუბიოს განცხადებას მოუსმინოს.
03 ივნისი 2026, 19:18
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო
„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.
03 ივნისი 2026, 19:14
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი: არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
საარჩევნო ბოიკოტს არასდროს და არავინ მსოფლიოს ცივილიზებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში მხარს არ უჭერს მარტივი მიზეზით, არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არანაირი შედეგი გარდა ოპოზიციის დაზიანებისა არ მოუტანია, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტის შეფასებისას.
03 ივნისი 2026, 18:56
მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრი: ყველამ იცის, გერმანელების ჩათვლით, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან რთულია
იტალიის თავდაცვის მინისტრი, გვიდო კროზეტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და მთავრობის შიგნით, Lega-სა და Forza Italia-ს შორის დაწყებულ პოლემიკას ეხმაურება.
03 ივნისი 2026, 18:54
რეგიონი
სელიმ ხიმშიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა
საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 18:47
საზოგადოება
ვახტანგ ლომჯარია: ძალიან ბევრი პარკი შეიქმნა ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი ეფექტი და მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისთვის ამ მწვანე სივრცეებს
გარდა იმისა, რომ პარკებში შეიძლება ვეწეოდეთ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას, ამას მნიშვნელობა აქვს მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხითაც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.
03 ივნისი 2026, 18:45
ეკონომიკა
ვახტანგ ლომჯარია: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ეკონომიკა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანია შევაფასოთ მისი გამოწვევებიც, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ.
03 ივნისი 2026, 18:30
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მომავალ არჩევნებში პოლიტიკურმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და არ შეიქმნან ე.წ. აღქმები და ილუზიები იმის თაობაზე, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და უნდა მოახდინონ ბოიკოტირება
2020 წლის არჩევნებზეც იგივე სურათი იყო. მაშინაც ერთი წლის განმავლობაში ახდენდნენ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციაზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 18:24
რეგიონი
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან და ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
03 ივნისი 2026, 18:23
პოლიტიკა
პრემიერი მოლდოვაზე: თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან, ჩვენ გვაქვს საპირისპირო განცხადება, მიმართული - სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ და ლოგიკურია, რომ ეს ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას, აქებენ ხოლმე მოლდოვის ხელისუფლებას
წარმოუდგენელია, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი პირველი პირი აკეთებს განცხადებას სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე, თუ კი რაიმეს უნდა უფრთხილდებოდეს ქვეყნის ხელისუფალი, ეს არის სწორედ, სუვერენიტეტი, თუმცა ხედავთ, რომ მოლდოვაში სხვანაირად არის საქმე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მოლდოვის ვიცე-პრემიერის განცხადებას შეეხებოდა.
03 ივნისი 2026, 18:21
პოლიტიკა
გიორგი კახიანი ოპოზიციაზე: დღეს ისინი ხვდებიან, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა. ცდილობენ, რომ აქციების მოწყობით და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დაძაბულობის შემოტანით იარსებონ და ესეც არანაირ შედეგს არ აძლევთ
რეალურად, ეს დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ დღეს ისინი ხვდებიან ან მათი ერთი ნაწილი მაინც, რომ თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტირების თაობაზე იყო ძალიან დიდი შეცდომა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა.
03 ივნისი 2026, 18:21
პოლიტიკა
პრემიერი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება, საბოლოო ჯამში, წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც EBRD-ის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 6%-მდე გაზრდას ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მსგავსი პროექტებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას.


