11 ივნისი 2026, 16:15 / სანდო წყარო

ლევან ჟორჟოლიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, რაც გამოწვეულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში, ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ

ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 6.5%-მდე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, აღნიშნული გამოწვეულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს, ასევე უცხოური ინვესტიციების შემოდინებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არის სახეზე.

„შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა. ჩვენ პირველ 4 თვეში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და ზოგადად, ბოლო 4 წელიწადში ზრდის მაჩვენებლით პირველ ადგილზე ვართ ევროპაში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ზრდა თანაბრად იგრძნოს მოსახლეობამ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 17:26

მსოფლიო

ტრამპის თქმით, აშშ ირანის მოსახლეობისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირემ მათ „იმედები გაუცრუა“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანის მოსახლეობისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, რათა თეირანში მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ გამოსვლები გაეძლიერებინა, თუმცა, მისი თქმით, რეგიონულმა მოკავშირეებმა მოლოდინი ვერ გაამართლეს.

თამარ იოსელიანი

11 ივნისი 2026, 17:21

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ბუქარესტი იქნება რიგით 42-ე მიმართულება, რომელიც თბილისს ევროკავშირთან დააკავშირებს - ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმისთვის, რომ ბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ქართულ საავიაციო სივრცეში ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ

„1-ლი ივლისიდან ქართულ საავიაციო ბაზარს ახალი საჰაერო ხაზი ემატება - რუმინული კომპანია Dan Air ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს და ორ დედაქალაქს ერთმანეთთან დააკავშირებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით.

11 ივნისი 2026, 17:19

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს კულტურის მინისტრს თინათინ რუხაძეს შეხვდა

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებასა და მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრისას სახელოვნებო განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით პარტნიორობის საკითხები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს. ასევე, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ კულტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

11 ივნისი 2026, 17:08

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

11 ივნისი 2026, 17:06

საზოგადოება

Aqualia-მ და ჯივიპიმ მასშტაბური საგანმანათლებლო კამპანია „ყოველი წვეთი ძვირფასია“ შეაჯამა და გამარჯვებულები დააჯილდოვა

Aqualia-მ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის, „ყოველი წვეთი ძვირფასია“ ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართა.

11 ივნისი 2026, 17:02

სამართალი

შსს: „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები. აღნიშნული პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადენაში.

დონალდ ტრამპი

11 ივნისი 2026, 17:00

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დღეს ღამე ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“ და პირობა დადო, რომ მომავალში ხარკის კუნძულს დაიპყრობს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამაღამ ამერიკა ირანს „ძალიან ძლიერად დაარტყამს“.

ფრიდრიხ მერცი

11 ივნისი 2026, 16:43

მსოფლიო

მერცი: უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინა შორეულ პერსპექტივაში ევროკავშირის ნაწილი გახდება.

11 ივნისი 2026, 16:18

თავდაცვა

დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ჯაბა ხუბუა

11 ივნისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ ნაცმოძრაობა თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანისნაირი ბნელი არსების ხელში დაასრულებს - ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ იგივე პოსტს ხაბეზე უფრო დაბალგანვითარებული პოლიტიკური პითეკანთროპი დაიკავებდა, თუმცა, ფსკერის გახვრეტა „ნაცების“ ხელობაა

ნანუკა ჟორჟოლიანმა უნდა განაახლოს, ააღორძინოს და ააყვავოს ნაცმოძრაობაო... იმასაც ამბობენ, ნანუკა, როგორც ნაცების მძიმე არტერია (თუ არტილერია? რომელია სწორი?) პარტიის თავმჯდომარე გახდებაო, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.

ლევან ჟორჟოლიანი

11 ივნისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: შსს-მ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში, ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები და მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად ეთანამშრომლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დამატებით, 42 ერთეული მაინერი ამოიღო სვანეთში. იცით, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ მოსახლეობას, ეთანამშრომლონ მაქსიმალურად შსს-ს აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის გამოვლენის მიმართულებით, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი

11 ივნისი 2026, 15:47

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი გია ნოდიაზე: ჩემს ჯინაზე კოგნიტიური დისონანსი სჭირს. როგორ ფიქრობთ, 2012-ში ივანიშვილი რომ დამეპატიმრებინა, როგორც ფაშინიანმა დააპატიმრა კარაპეტიანი და სანდუმ პლოხოტნიუკი, ყველა ანგარიში რომ დამებლოკა, მათი მედია ამეკრძალა, ქოცები მაინც გაიმარჯვებდნენ?

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ნოდიას სტატუსს ეხმიანება, რომელიც საუბრობს რუსეთის გავლენებზე სომხეთში, მოლდოვასა და უნგრეთში და ეჭვი არ ეპარება, რომ 2012-ში რუსეთს გაუხარდა ივანიშვილის მოგება, მაგრამ მისივე თქმით, „არც გადამწყვეტი და არც დიდად მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთი ამ არჩევნებში არ ყოფილა და ახლაც რუსეთი არაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილი კვლავ საქართველოს სულთანია“.

11 ივნისი 2026, 15:31

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო: დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის

დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ კიდევ 222 ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯონ ჰილი

11 ივნისი 2026, 15:27

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - ჯონ ჰილი კირ სტარმერის მთავრობას ადანაშაულებს იმაში, რომ მან მზარდ საფრთხეებთან გასამკლავებლად საკმარისი დაფინანსება ვერ გამოყო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ თანამდებობა დატოვა.

მაკა ბოჭორიშვილი

11 ივნისი 2026, 15:27

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, საუბარი შეეხება სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას, ეს ვიზიტი იძლევა კარგ შესაძლებლობას, ვისაუბროთ საერთაშორისო არენაზე თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრები, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ყირგიზეთში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

11 ივნისი 2026, 15:26

ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია DAN AIR-ი შემოდის

საქართველოსა და რუმინეთის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ფრენებს რუმინული ავიაკომპანია DAN AIR-ი, ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

11 ივნისი 2026, 15:22

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პროფესიული საქმიანობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

11 ივნისი 2026, 15:20

სამართალი

აშშ-ის შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონული ატაშე საქართველოს გენერალური პროკურატურის ბრიფინგზე: დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო

დღეს გვაქვს იდეალური მაგალითი იმის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც საქმის ერთგული, პროფესიონალი სამართალდამცავები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო. მსურს, მივულოცო ყველას ამ გამოძიებაში შეტანილი წვლილის გამო და მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღევანდელი პრეს-კონფერენციის მასპინძლობისთვის, - განაცხადა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახურის სისხლის სამართლის საგამოძიებო სამმართველოს რეგიონულმა ატაშემ გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, დანიელ ჰარისმა.

11 ივნისი 2026, 15:19

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აპრილის პროგნოზთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. კერძოდ, ფონდის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, რაც აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებას ნიშნავს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.