imedi /  15 ივნისი 2026, 17:42 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი: მაისში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა წლიურად 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მლნ აშშ დოლარი (911.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 7.1% ით (22.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2025 წლის მაისის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მაისში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს, შესაბამისი 148.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 6.0%-ს უტოლდება. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მაისში აშშ-დან 8.1%-იანი, ხოლო ისრაელიდან 22.7%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა, მოცულობამ კი, შესაბამისად, 63.9 და 29.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.0 მლნ აშშ დოლარი (99.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2025 წლის მაისის (35.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1% მეტია.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ყველა სიახლე

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ლოგო

15 ივნისი 2026, 19:04

სამართალი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნავთობტანკერ SMYRTOS (IMO 9389100)-თან დაკავშირებით: გემი არ იდენტიფიცირდა არც ერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის ჩანაწერებში. ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების უსაფრთხოება, მათი შრომითი უფლებების დაცვა და საერთაშორისო სანქციების რეჟიმებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა

ჩატარებული შემოწმების შედეგად, გემი არ იდენტიფიცირდა არცერთი აღიარებული ქართული საკრუინგო კომპანიის დასაქმების, რეკრუტირების ან მეზღვაურთა განთავსების ჩანაწერებში. შესაბამისად, მათი დასაქმება არ განხორციელებულა საქართველოს საზღვაო სააგენტოს მიერ აღიარების მქონე კომპანიების მიერ, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 ივნისი 2026, 18:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჯოანა ბარტონს და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანს კავკასიაში, ანიეს ქოთუს შეხვდა.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:42

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე ფაკულტეტზე გამოაცხადოს წამყვანი პროფესორების პოზიცია. ეს არ ანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას, ეს არის დამატებითი პოზიციები

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებს რამდენიმე ფაკულტეტზე გამოაცხადოს წამყვანი პროფესორების პოზიცია. ეს არ ანაცვლებს არცერთ მოქმედ აკადემიურ თანამდებობას, ეს არის დამატებითი პოზიციები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 18:40

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ჩვენი მოლოდინია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სრუტე უფასო ტრანზიტისთვის გაიხსნება და სწორედ ამ ტიპის საკითხებს გადავწყვეტთ ტექნიკურ მოლაპარაკებებზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მუდმივად, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხელახალი გახსნის საკითხი შემდგომ „ტექნიკურ მოლაპარაკებებზე“ განიხილება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს თემა ჯერ კიდევ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

15 ივნისი 2026, 18:33

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტი „გაეროს მოდელირება“ გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალგაზრდულ პროექტს - „გაეროს მოდელირებას“ უმასპინძლა. მასში იმერეთის რეგიონიდან 14-18 წლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

თამარ იოსელიანი

15 ივნისი 2026, 18:32

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა

„ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 8%-ით გაიზარდა, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ზრდამ უკვე 20%-ს მიაღწია. რაც აჩვენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სერვისებზე და ჩვენს სატრანზიტო მარშრუტზე მოთხოვნა იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გურამ მაჭარაშვილი

15 ივნისი 2026, 18:22

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ პოლიციელი იძულებულია, პროპორციული ძალა გამოიყენოს. უფრო მეტიც, ეს მისი ვალდებულებაა, სხვა მოქალაქეების უფლებების დაცვა რომ შეძლოს. ამის გამო კი რადიკალები მთელ სისტემას ჩირქს სცხებენ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე მედიაში გავრცელებულ მასალაზე საუბრისას ხაზი გაუსვა რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ჩირქი მოსცხოს მთელ სამართალდამცავ სისტემას.

ჯეი დი ვენსი

15 ივნისი 2026, 18:21

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: ირანთან შეთანხმებას ხელი ციფრულად კვირას მოეწერა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმებას ხელი ელექტრონულად, უქმეებზე მოეწერა. მან მიანიშნა, რომ პირობები უკვე ძალაშია და ირანი არანაირ ახალ ფინანსურ შეღავათებს არ იღებს.

ფოტო: შსს

15 ივნისი 2026, 18:19

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა

2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა.

დონალდ ტრამპი

15 ივნისი 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გემები ჰორმუზის სრუტიდან თავისუფლად გადაადგილებას იწყებენ. მანამდე ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა აღნიშნა, რომ ირანთან ციფრულ შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:14

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება იმიტომ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული და გამორჩეული როლი. ორ დღეში ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვექნება რექტორთა საბჭოს გასვლითი სხდომა, სადაც ერთ-ერთ კომპონენტად სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის დაფინანსების ახალ მოდელს განვიხილავთ

ჩვენი მიზანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება იმიტომ, რომ მათ აქვთ განსაკუთრებული და გამორჩეული როლი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:14

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მასწავლებლების გამოცდებზე რეკორდული რაოდენობის, თითქმის 30 ათასი მსურველი დარეგისტრირდა, ესენი არიან როგორც მოქმედი პედაგოგები, ასევე პედაგოგობის მსურველი პირები

რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა პედაგოგების გამოცდებზე და რა მოლოდინი აქვს განათლების სამინისტრო, ამ საკითხებზე „დღის ქრონიკაში“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო პედაგოგების გამოცდებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 18:13

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: წარმოუდგენელია, ქართველ ხალხს დამსახურებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ, ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ

წარმოუდგენელია, რომ ქართველ ხალხს თავის დამსახურებული, მათ შორის მათივე წესებით დაწესებული თავისუფალი მიმოსვლა შეუზღუდო და აუკრძალო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ბრმა იარაღი არ გახდა ეს ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. ალბათ ამას თავადაც აცნობიერებენ. ამიტომაც არის, რომ ამ მექანიზმს, კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციას ვგულისხმობ, აგრესიულად არ იყენებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გივი მიქანაძე

15 ივნისი 2026, 18:13

საზოგადოება

ღირებულებითი განათლების პროგრამაში ჩართული სასულიერო პირები და მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძემ სასულიერო პირებს ახალგაზრდების აღზრდასა და ღირებულებითი განათლების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 18:11

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ყველა ანგარიშში, რომელსაც მათ შორის ევროკომისიის დაკვეთით ასრულებენ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით საქართველო იმსახურებს, როგორც მოლაპარაკებების გახსნას, ასევე შემდგომში ევროკავშირის წევრად გახდომას

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ როგორ მიმზიდველად გამოაცხადებენ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების იმ კლასტერის გახნას, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა დაახლოებით ორი წელი ელოდა, რადგან 2024 წელს დააანონსეს, რომ მოლაპარაკებებს უხსნიან ამ ორ ქვეყანას, განსხვავებით საქართველოსგან, - განუცხადა „დღის ქრონიკას“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საუბრისას.

ნინო წილოსანი

15 ივნისი 2026, 18:09

პოლიტიკა

ნინო წილოსანი შოთა თუთბერიძის დაჯარიმებაზე: ეს კონკრეტული პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი შეისწავლის სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელიც სოციალურ ქსელებში ტრიალებს. აღმოჩნდა, რომ ჩემს პოსტზე გაკეთებული კომენტარი იყო პირველი პრეცედენტი და მიხარია, რომ დამკვიდრდა ძალიან კარგი პრაქტიკა და კონკრეტული რეაგირება მოჰყვა იმ შეურაცხყოფებს, რომელსაც ასე უხვად აფრქვევენ განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები. ეს კონკრეტული [შოთა თუთბერიძე] პიროვნება არის „ნაციონალების“ ადვოკატი, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე სტანდარტი, მორალი, ნორმა ამოძრავებდეს, ამიტომ მისთვის ეს შეურაცხყოფები ალბათ ჩვეულებრივია, თუმცა მიხარია, რომ მასაც ასწავლეს ჭკუა და არა მხოლოდ მას.

პაატა სალია

15 ივნისი 2026, 18:06

სამართალი

პაატა სალია: მნიშვნელოვანია მინისტერიალში მონაწილეობა, რადგან მართლმსაჯულების სისტემის განვითარება, სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო კავშირების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი

იუსტიციის სამინსიტროს ინფორმაციით, მინისტრი საუბრობს მაღალი დონის ღონისძიებისა და იმ პლატფორმის შესახებ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობენ.

15 ივნისი 2026, 18:00

პოლიტიკა

საქართველოსა და სერბეთის პრეზიდენტების მეუღლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი დაათვალიერეს

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სერბეთის პირველ ლედის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, თამარ ბაგრატიონმა უმასპინძლა.

15 ივნისი 2026, 17:55

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.

15 ივნისი 2026, 17:54

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივად საინტერესო სექტორული პროგრამების განხორციელების და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.