25 ივნისი 2026, 09:55 / სანდო წყარო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განახლებულ პუბლიკაციას „უნარების შეუსაბამობისა და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლების გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად ქვეყანაში სტრუქტურული უმუშევრობა კვლავ გამოწვევად რჩება, ამასთან შეზღუდულია პროდუქტიული სამუშაო ადგილების რაოდენობა, არსებობს შეუსაბამობა ბაზარზე საჭირო უნარებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის.

„საქართველო გამოწვევების წინაშე დგას შრომის ბაზარზე. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია უმუშევრობის მაღალი დონე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, და ბიზნესების მხრიდან კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ მზარდი სიგნალები”, - წერს IMF-ი.

„უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ აღემატება შესადარის მაჩვენებლებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამავე დროს, კომპანიები სულ უფრო ხშირად ასახელებენ კვალიფიციური მუშახელისა და სამუშაო ძალის დეფიციტს ბიზნესის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად”, - აღნიშნავს IMF-ი.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული როგორც გადაჭარბებული კვალიფიკაცია, ისე უნარების დეფიციტ, რაც ასახავს ზოგადი და უმაღლესი განათლების მქონე კადრების სტრუქტურულ სიჭარბეს იმ უნარებთან შედარებით, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია სამუშაო ადგილებზე, განსაკუთრებით ტექნიკური და პრაქტიკული მიმართულებებით.

„2024 წელს სამუშაო ასაკის დასაქმებულთა 27% და ახალგაზრდების 36% იმ პოზიციებზე მუშაობდა, რომლებიც მათ განათლების დონეზე დაბალ კვალიფიკაციას მოითხოვდა. ამასთან, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 40% დასაქმებული იყო საშუალო ან დაბალი კვალიფიკაციის სამუშაოებზე. საპირისპიროდ, არასაკმარისი კვალიფიკაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა მაღალპროდუქტიულ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT), ფინანსები, მენეჯერული და პროფესიული საქმიანობა. მნიშვნელოვანი იყო ასევე სპეციალობისა და დასაქმების სფეროს შორის შეუსაბამობა: დასაქმებულთა მხოლოდ დაახლოებით ერთი მესამედი მუშაობდა იმ სფეროში, რომელიც მათ განათლებასა და პროფესიულ მომზადებას შეესაბამებოდა. ეს ტენდენციები მიუთითებს განათლების სისტემასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის სუსტ კავშირზე, ასევე მაღალი პროდუქტიულობის სექტორების შეზღუდულ შესაძლებლობაზე, შეითვისონ კვალიფიციური სამუშაო ძალა”, - აღნიშნულია IMF-ის კვლევაში.

ანგარიშის თანახმად, დასაქმების სტრუქტურა თანდათან გადაადგილდა სოფლის მეურნეობიდან ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებისკენ. ამავე დროს, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა მაღალკვალიფიციურ სექტორებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები (ICT) და ფინანსები, მაშინ როდესაც შემცირდა საშუალო კვალიფიკაციის სამუშაოებზე მოთხოვნა ვაჭრობის, გაყიდვებისა და მშენებლობის სფეროებში. კომპანიების დონეზე არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხული ბიზნესების დაახლოებით 8% უცხოელ მუშაკებს ასაქმებს, რაც მთლიან დასაქმებაში დაახლოებით 2%-იან წილს შეადგენს. ეს ნაწილობრივ ადგილობრივი კვალიფიციური კადრების დეფიციტითაა განპირობებული, განსაკუთრებით პროფესიულ პოზიციებზე. ამასთან, იზრდება იმ კომპანიების წილი, რომლებიც უცხოელი თანამშრომლების დასაქმების მთავარ მიზეზად შედარებით დაბალ ანაზღაურებას ასახელებენ.

IMF-ი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობისთვის ორ ურთიერთშემავსებელ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოკვეთს. უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება.

უნარების შეუსაბამობის შემცირება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი უკეთ შესაბამისობაში მოყვანა

პრიორიტეტულ ნაბიჯებს შორისაა:

სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და სასწავლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მეტად დაახლოება;
პროფესიული განათლებისა და გადამზადების (VET) სისტემის გაძლიერება;
დამსაქმებლების მონაწილეობით სასწავლო პროგრამების, სტაჟირებებისა და პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობების გაფართოება;
დასაქმების ხელშემწყობი ინსტიტუტების, მათ შორის საჯარო დასაქმების სერვისებისა და კარიერული კონსულტირების სისტემის გაუმჯობესება.

მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და დასაქმების მოტივაციის გაძლიერება

სოციალური დახმარებების მოცულობის შემდგომ გაზრდამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს მათი გავლენა შრომის ბაზარზე და გაძლიერდეს კავშირი სოციალურ მხარდაჭერასა და დასაქმების ხელშემწყობ ღონისძიებებს შორის, როგორიცაა პროფესიული გადამზადება, სამუშაოს ძიების მხარდაჭერა და კარიერული კონსულტირება.

დამატებითი ზომები, განსაკუთრებით ქალების ეკონომიკური აქტივობის გასაზრდელად, შეიძლება მოიცავდეს:

ბავშვთა და ხანდაზმულთა მოვლის სერვისების გაფართოებას;
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე ხელმისაწვდომობის ზრდას;
მოქნილი სამუშაო პირობების დანერგვის ხელშეწყობას.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

25 ივნისი 2026, 11:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის; რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები

რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული ანგარიშით ევროპარლამენტმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის განსაზღვრის უფლება არა ქართველ ხალხს, არამედ ბრიუსელის პოლიტიკურ ბიუროკრატიას ეკუთვნის; რომ სწორედ მას შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ უნდა მართავდეს საქართველოს და რომელი ხელისუფლებაა მისთვის მისაღები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

25 ივნისი 2026, 11:25

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი

25 ივნისი 2026, 11:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები

ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები და უხეშად დაარღვიეს საქართველოს სუვერენიტეტი და ეროვნული დამოუკიდებლობის პრინციპები, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

25 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

შეერთებული შტატების საელჩო: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა. დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა, - ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ალექსანდრე დარახველიძე

25 ივნისი 2026, 11:16

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას

ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

25 ივნისი 2026, 11:12

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევა.

25 ივნისი 2026, 11:09

პოლიტიკა

მალტე კაუფმანი PACE-ს რეზოლუციაზე: ​ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია

„​ეს იყო დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის სავსე იყო კრიტიკით, მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ასეთ რეზოლუციებს ვიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა. ახლა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ქვეყნების შიდა საქმეებში. ასევე ბევრი საუბარი იყო იმ საკითხებზე, რაც საქართველოში გაკეთდა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნების სუვერენული უფლებაა - თავად მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც რეზოლუციის წინააღმდეგ მივეცი ხმა“, - განაცხადა კაუფმანმა.

მარკო რუბიო

25 ივნისი 2026, 11:09

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს და ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით ამერიკა მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელაში დახმარებას აგზავნის.

პროკურატურა

25 ივნისი 2026, 11:07

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 267.0439 გრამ ნარკოტიკულ საშუალება მეთადონს (ფუძე), რომელიც რეალიზაციის მიზნით 622 შეკვრად დააფასოეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ქალაქ ზუგდიდში ბრალდებულების პირადი და სასტუმროს ნომრის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.

25 ივნისი 2026, 11:03

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სასათბურე მეურნეობების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სექტორის განვითარების საკითხები, დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილა.

25 ივნისი 2026, 10:50

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთის შვიდ მოქალაქეს და ორ გემს სანქციები მოუხსნა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის შვიდი მოქალაქე და ორი გემი სასანქციო სიიდან ამოიღო. შესაბამისი განკარგულება ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

25 ივნისი 2026, 10:21

სამართალი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 20 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს თბილისში, გურიაში, აჭარასა და კახეთში 20 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 10:19

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის უძველესი კრატერის ასაკი დაადგინეს

მანამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრატერი დაახლოებით 3,47 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა. სხვა გეოლოგები კი ამტკიცებდნენ, რომ ობიექტი პროტეროზოურ ერას მიეკუთვნება და მისი ასაკი 2,3-2,4 მილიარდი წელია. დავის გადასაჭრელად, პროფესორ კრისტოფერ კირკლენდის გუნდმა ცირკონების იზოტოპური შემადგენლობა შეისწავლა. ეს ცეცხლგამძლე კრისტალები წარმოქმნის მომენტიდან ინარჩუნებენ თავის თვისებებს, რაც მათი გარემომცველი ქანების გაჩენის დროის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.

25 ივნისი 2026, 10:18

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად იძალადეს.

25 ივნისი 2026, 10:06

რეგიონი

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ალავერდის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული და საპარკინგე ინფრასტრუქტურის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

25 ივნისი 2026, 10:05

რეგიონი

მარნეულის მუნიციპალიტეტში 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში მდებარე სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. შედეგად, 1200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა. რეაბილიტირებული სატუმბი სადგური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

პეტრ პაველი

25 ივნისი 2026, 10:01

მსოფლიო

POLITICO: ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს ნატოს სამიტში მონაწილეობის უფლება მისცა

ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი განჩინება გამოსცა, რომლის საფუძველზეც პრეზიდენტი პეტრ პაველი ივლისში ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტს დაესწრება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

25 ივნისი 2026, 09:50

კულტურა

გრიბოედოვის თეატრში ანსამბლ „ალილოს“ საიუბილეო საღამო გაიმართა

ანსამბლის შემოქმედების 25 წლის აღსანიშნავი კონცერტი, რომელსაც გასულ წელს რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა, მსმენელთა თხოვნით, განმეორებით ჩატარდა. „ალილო“ ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი რეპერტუარითა და საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი სიმღერებით წარდგა. კონცერტში საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი, ბენდი და მაესტრო დავით მაზანაშვილი მონაწილეობდნენ.

25 ივნისი 2026, 09:47

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ახალციხის ციხეზე ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდა

ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე დებატები გამართეს. მონაწილე გუნდებმა საკმაოდ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად იმსჯელეს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები. დებატები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.