პაატა კვიჟინაძე გახარიას პარტიის წევრებს: ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. აუდიტის დასკვნა თქვენც, ჩვენც და მთავრობასაც სჭირდება - თქვენ კი ეჩხუბებით. ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?
პაატა კვიჟინაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სამსახურის დანიშნულებაზე ისაუბრა და საპარლამენტო ოპოზიციის კითხვებს უპასუხა.
კვიჟინაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანამედროვე ინსტიტუტს წარმოადგენს და ის გერმანიისა და შვედეთის დიდი დახმარებით შეიქმნა.
„რაც შეეხება აქამდე არსებულ საუბარს, ყველაფერზე პასუხს ფიზიკურად ვერ გავცემ, იმიტომ, რომ კითხვების გადამწყვეტი უმრავლესობა საერთოდ არ ეხებოდა აუდიტის ანგარიშს. აი, განსაკუთრებით ბოლო ორი გამოსვლა: ერთი ეხებოდა ბიუჯეტის შესრულებას და მეორე - პროკურატურის მუშაობას. არავითარი კავშირი არ ჰქონია აუდიტის ანგარიშთან, აი, საერთოდ ერთი სიტყვაც არ ყოფილა მასზე.
ყველას მიმართ დიდი პატივისცემით, უბრალოდ მინდა ავხსნა, რა არის აუდიტის სამსახური და რას საქმიანობს. უნდა ვთქვათ და არ უნდა დავუკარგოთ - გერმანიისა და შვედეთის დიდი დახმარებით შეიქმნა ის, რაც გვაქვს და არის ერთ-ერთი მოწინავე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ევროკომისიამ მაქსიმალური შეფასება მისცა, მეტი რა უნდა გითხრათ ახლა, ჩვენი თუ არ გჯერათ.
ეს არის თანამედროვე ინსტიტუტი. ისინი დაგვეხმარნენ კვალიფიციური კადრებისა და სისტემის ჩამოყალიბებაში და ჩვენ დღეს გერმანული მოდელი გვაქვს. აუდიტის სამსახური წარმატებული ორგანიზაციაა და აკეთებს იმას, რაც ევროპაში ხდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
კვიჟინაძე მიმართავს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, რომ ევროპაში არსებული პრაქტიკის თანახმად ოპოზიციას უფრო მხარში უდგას აუდიტის სამსახური, ვიდრე პოზიციას და არსებობს კონსენსუსი, რომლის თანახმადაც ორივე მხარისგან უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა.
„მინდა ხაზი გავუსვა - აქვე ერთხელ ჩვენმა კოლეგამ ბრძანა, რომ უნდა მოგცეთ უფლებამოსილება, დაიჭიროთ ვიღაცაო. არ არის ევროპაში ეს მოდელი. ძლივს გარდავქმენით, რომ ყოფილიყო თანამედროვე ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემს და არავის არ იჭერს. ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ყველა. აი, ამას გვეუბნებიან და ამიტომ აქვს მას ასეთი მაღალი შეფასება. აუდიტის სამსახურის რომელიმე თანამშრომელს რომ უთხრათ, კონტროლის პალატა ხარო, ძალიან ეწყინება - მოსინჯეთ და ნახავთ. ეს სრულიად სხვა სისტემაა.
ახლა რას ნიშნავს ეს? ეს გვეუბნება იმას, რასაც ევროპაში ამბობენ (რასაც თქვენ ყოველ წუთას იძახით: „ევროპა, ევროპა“). ევროპაში ამბობენ, რომ აუდიტის სამსახური არის პარლამენტის თვალები. ანუ, ის ამოწმებს ყველაფერს. აქ მინისტრი რომ მოდის, ის, რა თქმა უნდა, იტყვის რაღაცებს, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, შიგნით რა ხდება? აუდიტის სამსახურს ასეულობით აუდიტორი ჰყავს, რომელიც ამას ამოწმებს და დებს დასკვნას. ეს დასკვნა თქვენც გჭირდებათ, ჩვენც გვჭირდება და მთავრობასაც სჭირდება. ის უნდა განხორციელდეს, თქვენ კი, პირიქით, ეჩხუბებით - ეს რატომ არის და ის რატომ არისო და ეუბნებით, ეს კი არა, ის უნდა ყოფილიყოო.
ისე, რომ იცოდეთ, საზღვარგარეთ ოპოზიციას უფრო გვერდზე უდგას და ეფერება აუდიტის სამსახური, ვიდრე პოზიციას. ევროპაში არსებობს კონსენსუსი, რომ აუდიტის სამსახურის მხარდაჭერა არის ორივე მხრიდან. რა არის აქ გაუგებარი?
აი, თუნდაც ბიუჯეტის განხილვა რომ იყო, ყველა შეკითხვა და ყველა ის მინუსი, რაც კი იპოვეთ, ყველაფერი აუდიტის დასკვნიდან ამოიღეთ. აუდიტის დასკვნა რომ არ გქონოდათ, მაინტერესებს, საერთოდ რას იტყოდით?“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
ყველა სიახლე
14 სექტემბერი 2026, 12:49
მსოფლიო
მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება
საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
14 სექტემბერი 2026, 12:40
ეკონომიკა
2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, ისტორიული მაქსიმუმი გაუმჯობესდა როგორც საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებსა და სამოქალაქო ავიაციაში, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:39
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა.
14 სექტემბერი 2026, 12:31
ეკონომიკა
ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება
„საქართველოს მელიორაციამ“ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
14 სექტემბერი 2026, 12:09
რეგიონი
ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მარტყოფის ისტორიულ მუზეუმში ჩატარებული შეხვედრა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც ყურადღება გამახვილდა წმინდა ნინოს მოღვაწეობაზე. აგრეთვე, ღონისძიების ფარგლებში, ნინი გურჩიანის ნახატების გამოფენა მოეწყო.
14 სექტემბერი 2026, 12:07
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა
სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად დაესწრო.
14 სექტემბერი 2026, 11:59
მსოფლიო
კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა
„ჩვენ არ ვისწრაფვით ევროკავშირის წევრობისკენ. ის, რისკენაც ვისწრაფვით და რაზეც მოლაპარაკებებს დავიწყებთ, არის უნიკალური ალიანსი ევროკავშირთან. ჩვენ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, გვაქვს იგივე პრიორიტეტები და ჩვენი ძლიერი მხარეები ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს“, - განაცხადა კარნიმ.
14 სექტემბერი 2026, 11:55
პოლიტიკა
გეკა გელაძე: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სუს-ის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს
გეკა გელაძემ თანამდებობა დატოვა.
14 სექტემბერი 2026, 11:47
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ეფექტიანობისთვის ელექტრონულ სისტემას დანერგავს
ხორცისა და ხორცპროდუქტების კონტროლის ელექტრონული სისტემა უახლოეს მომავალში დაინერგება, რაც სახელმწიფო კონტროლს უფრო სწრაფსა და ეფექტიანს გახდის, რადგან ინფორმაცია ელექტრონულად იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 სექტემბერი 2026, 11:44
პოლიტიკა
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
14 სექტემბერი 2026, 11:27
მსოფლიო
ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება
„ჩვენ ჩინეთს ვუსწრებთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მსოფლიოში ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანა ვართ და, გულწრფელად რომ ვთქვა, მინდა, რომ ეს ასეც დარჩეს, რადგან ვინც გაიმარჯვებს ხელოვნური ინტელექტის რბოლაში, ის გაიმარჯვებს საბოლოოდაც“, - განაცხადა ტრამპმა.
14 სექტემბერი 2026, 11:23
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე
რადიკალებში არსებულ დაპირისპირებას „ქრონიკასთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი გამოეხმაურა.
14 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება
ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაზე საუბრისას.
14 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ
„ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. ასევე, სოლიდურ მოთხოვნას წავუყენებთ უკრაინას თანხების დაბრუნებაზე. მილიონზე მეტი უკრაინელი გერმანიაში სოციალურ დახმარებას იღებს. ეს წარმოუდგენელია. საქმე ეხება ექვსციფრიან რიცხვებს. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ“, - აცხადებს ვაიდელი.
14 სექტემბერი 2026, 11:11
რეგიონი
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.
14 სექტემბერი 2026, 11:10
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ხედვებსა და რეკომენდაციებს გაუზიარებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა.
14 სექტემბერი 2026, 11:07
მსოფლიო
ჟან-ლუკ მელანშონი: ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა
„თუ ფრანგი ხალხის ხმებით თქვენი პრეზიდენტი გავხდები, საფრანგეთის სახელით განვაცხადებ, რომ ფრანგები არ ეთანხმებიან გერმანიის მიერ კონტინენტზე წამყვანი კონვენციური არმიის აღდგენას, რადგან ჩემი კითხვა ასეთია - რისთვის? ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არ გვინდა საომარი ეკონომიკა და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტოს, სამხედრო თვალსაზრისით ყველა სხვაზე მაღლა დადგეს, განსაკუთრებით კი ფრანგებზე“, - განაცხადა მელანშონმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
14 სექტემბერი 2026, 10:53
მსოფლიო
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანტიკორუფციული ორგანოების ხელმძღვანელებს ბრალი წაუყენა და, სავარაუდოდ, ქვეყანა დატოვა
„აქამდე ამ გადაწყვეტილებების მიღებისგან პოლიტიკურად პრეზიდენტი მაკავებდა, მაკავებდნენ თვითონ ანტიკორუფციონერებიც, რომლებიც ხელშეუხებლობის გარანტიებს მთავაზობდნენ ეჭვის წაყენებაზე უარის თქმის სანაცვლოდ“, - აღნიშნა კრავჩენკომ თავის ვიდეომიმართვაში და НАБУ-სა და САП-ის ხელმძღვანელებს გადადგომისკენ მოუწოდა.
14 სექტემბერი 2026, 10:49
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონის ეკონომიკურ და სატრანსპორტო რუკას ცვლის, საქართველო საერთაშორისო ჯაჭვის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ყალიბდება
„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სულ მოკლე პერიოდში შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მნიშვნელობა იზრდება.
14 სექტემბერი 2026, 10:15
მსოფლიო
ტრამპმა ირლანდიურ ვისკიზე დაწესებული ტარიფის გაუქმების შესახებ განაცხადა
„ყველა მოსვენებას არ მაძლევდა. მეც ვთქვი: ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ირლანდიურ ვისკიზე ტარიფებს გავაუქმებ“, - განაცხადა ტრამპმა.


