Moody's: ეკონომიკის ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა
ფოტო: shutterstock.com
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba2-ზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ეკონომიკის ძლიერი მაჩვენებლები ამცირებს შიდა და გეოპოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებულ რისკებს, რაც პერსპექტივის გაუმჯობესების საფუძველია. ამასთან, ხაზგასმულია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალ ეფექტიანობას.
,,ჩვენი მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კვლავ ძლიერი იქნება, რასაც ხელს უწყობს ყოვლისმომცველი ეკონომიკური აქტივობა, შიდა მოხმარება და ინვესტიციები. ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფო ვალის გონივრული მართვა კვლავაც გააძლიერებს ქვეყნის ფისკალურ მდგრადობას. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, მისი როგორც შუა დერეფნის როლი, ხელს შეუწყობს როგორც რეგიონიდან, და სხვა ქვეყნებიდან, საინვესტიციო ნაკადების მოზიდვას. ამ ძლიერ მხარეებს დამატებით ამყარებს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მაღალი ეფექტიანობა“, - წერს Moody's.
Moody's აღნიშნავს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არაერთი რეკომენდაცია უკვე შეასრულა.
,,მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რეკომენდებული რამდენიმე ღონისძიება უკვე განხორციელდა. მათ შორისაა: ეროვნული ბანკის საბჭოში არააღმასრულებელი საბჭოს წევრების უმრავლესობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მთავრობისთვის დისკრეციული ფინანსური გადარიცხვების შეზღუდვა და ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლა. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ასევე მუშაობს სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაზე, რომელიც გადაწყვეტილებების კოლეგიური მიღების მოდელის დანერგვას და საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის გაძლიერებას ითვალისწინებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესაბამისად”, - ნათქვამია Moody's Ratings-ის ანგარიშში.
Moody's-ის შეფასებით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური დისციპლინა და სახელმწიფო ვალის შემცირება ქვეყნის საკრედიტო მდგრადობას კიდევ უფრო აძლიერებს. სააგენტომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანი ავრცელებს.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 11:59
კულტურა
BTS-მა მსოფლიო ტურნეების ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა
გამოცემის მონაცემებით, მხოლოდ მაისის თვეში BTS-მა 12 კონცერტი გამართა, 640 ათასზე მეტი ბილეთი გაყიდა და თითქმის 128 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს საუკეთესო ყოველთვიური შედეგია Top Tours-ის რეიტინგის ისტორიაში, რომელიც 2019 წლიდან იწარმოება.
01 ივლისი 2026, 11:56
რეგიონი
დღეიდან შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო
შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 11:55
რეგიონი
რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი" პირველი სეზონი დახურა
„რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი" - ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, სრულიად უფასოდ გაიარეს. მათ ქალაქის ყოველდღიურობის, მისი ცხოვრების სტილის ამსახველი კონტენტები შექმნეს. საუკეთესო ნამუშევრები კი ახალ ონლაინ პლატფორმაზე - „რუსთავი ლაიფზე“ (Rustavi Life) გამოქვეყნდა“, - განაცხადა რუსთავის მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ანელი ჩხარტიშვილმა.
01 ივლისი 2026, 11:51
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში მოსკოვსა და კიევს მოუწოდა, დაუყოვნებლივ განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები - პეკინი ოფიციალურად გადადის იძულებით დიპლომატიურ რეჟიმზე
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა და უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, პეკინი ერიდება ზეწოლის პირდაპირ გამოხატვას, თუმცა ახლა, მისი შეფასებით, ჩინეთი აშკარად ჩქარობს. ქართველიშვილის აზრით, ჩინეთის მიზანი საგარეო ბაზრების სტაბილიზაციაა, რასაც ევროპაში მიმდინარე ომი სერიოზულად აფერხებს.
01 ივლისი 2026, 11:45
საზოგადოება
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე პირთა ტრანსპორტირების მიზნით,დედაქალაქის მერია მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს დანიშნავს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
01 ივლისი 2026, 11:43
მსოფლიო
უკრაინული მედია: ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკის აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, დიდ ბრიტანეთში უკრაინის მოქმედმა ელჩმა ვალერი ზალუჟნიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 11:40
ჯანდაცვა
კახა კალაძე: ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასო პროგრამა გამოიყენოთ
ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, სკრინინგი 2 761-მა მოქალაქემ ჩაიტარა, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
01 ივლისი 2026, 11:35
საზოგადოება
საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესასწავლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
თბილისის მერიის ინიციატივით, „საქართველოს რკინიგზასთან“ თანამშრომლობით, დაგეგმილია საქალაქო რკინიგზის დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება, რისთვისაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა, - აღნიშნა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
01 ივლისი 2026, 11:33
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩის წინ რიგის არენაზე სრულად ივარჯიშა🏀
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება სანდრო მამუკელაშვილი. კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და, NBA-ს რამდენიმე კლუბის მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ამ ეტაპზე უგუნდოდაა. აქედან გამომდინარე, მოქმედი საკლუბო კონტრაქტის არქონის გამო მისი დაზღვევა იურიდიულად შეუძლებელია.
01 ივლისი 2026, 11:29
საზოგადოება
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 4 ივლისიდან N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
01 ივლისი 2026, 11:25
მსოფლიო
ყაზახეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
ყაზახეთში 1 ივლისიდან ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 11:19
ეკონომიკა
ლევან ვეფხვაძე: უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე
მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
01 ივლისი 2026, 11:16
ეკონომიკა
ირაკლი კვერღელიძე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე: მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება
საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, როგორც უზბეკეთში ქართული კომპანიებისთვის, ასევე საქართველოში უზბეკური კომპანიების მხრიდან ინვესტიციის განხორციელებაზე, რადგან საკმაოდ ბევრი საერთო შეხების წერტილია, იქნება ეს ტურიზმი, მრეწველობა, სხვადასხვა საბანკო სექტორი თუ ა.შ, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.
01 ივლისი 2026, 11:15
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ვეტერინარული კლინიკებისა და აფთიაქების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით. გეგმური ინსპექტირებისას აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დაბა ჩაქვში, ი/მ ე. ყ-ის ვეტერინარულ აფთაიქში (მისამართი: ჩაქვი, თამარ მეფის ქუჩა N34) ვადაგასული პრეპარატები გამოავლინეს. ამოღებულია ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება პიხტის მალამო, ანტიმიკრობული, სადეზინფექციო იოდზეფის ხსნარი და ანტიპარაზიტული საინიექციო ხსნარი „prius”.
01 ივლისი 2026, 11:14
ეკონომიკა
უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი: დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის
დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დიდი და ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალი არსებობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ევროპულ ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, - განაცხადა უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა როქსანა ნესორმა თბილისში მიმდინარე ბიზნეს ფორუმთან დაკავშირებით.
01 ივლისი 2026, 11:13
კულტურა
The News York Times-მა წლის საუკეთესო სერიალები დაასახელა
მასში შევიდა ლიზა კუდროუს მონაწილეობით გადაღებული მეტაკომედიის, „დაბრუნების“ მესამე და ფინალური სეზონი. სერიალი მოგვითხრობს 1980-იანი წლების სიტკომების მსახიობზე, რომელიც შოუბიზნესში დაბრუნებას თავგანწირვით ცდილობს. სერიალის სეზონები დიდი ინტერვალებით გამოდიოდა: პირველი 2005, მეორე კი 2014 წელს, თუმცა, ამის მიუხედავად, ფინალმა კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. Rotten Tomatoes-ზე „დაბრუნებას“ 97%-იანი რეიტინგი აქვს.
01 ივლისი 2026, 11:12
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებაზე: გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, მერე სხვანაირი შედეგი არ დადგეს, რადგან ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო ძალადობა
გახარიას და მისი პარტიის ადგილზე ცოტა დავფიქრდებოდი, ე მანდ, სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს იმიტომ, რომ ნათლად ჩანს ვინ როგორ წამოიწყო [ძალადობა]“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე საპარლამენტო ფრაქცია „გახარია-საქართველოსთვის“ მოთხოვნაზე, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.
01 ივლისი 2026, 11:10
ეკონომიკა
თბილისში ბიზნესფორუმი „უზბეკეთი-საქართველო“ იმართება
თბილისში საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ეკონომიკის მინისტრმა გახსნა. უზბეკეთიდან თბილისშია 60-ზე მეტი კომპანია.
01 ივლისი 2026, 11:08
ტაბლოიდი
ბალიზე მაიმუნმა ტურისტს ტელეფონი მოჰპარა და სელფები გადაიღო
Daily Mail-ის ცნობით, 19 წლის ოლივერ ლოიდი ულუვატუს ტაძარში შეყვარებულთან ერთად იყო, როცა გრძელკუდა მაკაკამ ტელეფონი მოჰპარა და ტყეში მიიმალა. 1 საათის შემდეგ ოლივერმა ტელეფონის ადგილმდებარეობა გოგონას ტელეფონზე არსებული აპლიკაციის მეშვეობით დაადგინა. მან ტაძრის დაცვას მიმართა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი მოძებნა და პატრონს დაუბრუნა.
01 ივლისი 2026, 10:57
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა
მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის მექანიზმების შემდგომი განვითარების საკითხებს.


