ეკონომიკა

თამთა სოფრომაძე

01 ივლისი 2026, 15:19

თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:42

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში

საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:27

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე დაახლოებით 7 მილიარდ აშშ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონული დაკავშირებადობის და ამ კუთხით სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილი

01 ივლისი 2026, 14:20

მარიამ ქვრივიშვილი: პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის ის, რამაც 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა

პროგნოზირებადობა და სწორი საინვესტიციო კლიმატი არის სწორედ ის, რამაც 2021-2025 წლებში 9.3%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ვახტანგ ცინცაძე

01 ივლისი 2026, 14:09

ვახტანგ ცინცაძე: Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ჩვენი ქვეყნის ძლიერ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს ეფუძნება

„ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ უზრუნველვყოთ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში საშუალებას მოგვცემს, ქვეყანამ მიაღწიოს საკრედიტო რეიტინგის საინვესტიციო დონეს სარეიტინგო სააგენტოების შეფასებების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

01 ივლისი 2026, 12:48

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები

სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის შეფასებას, საფუძვლად უდევს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, რაც გამოიხატება ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელში, დაბალ ფისკალურ პარამეტრებსა და ზოგადად, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას.

ლევან ვეფხვაძე

01 ივლისი 2026, 11:19

ლევან ვეფხვაძე: უზბეკეთი მაინც ჩაკეტილი ქვეყანაა, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ევროპასთან კავშირისთვის სჭირდება საქართველო, რომ საკუთარი პროდუქტები გაიტანონ ევროპულ ბაზრებზე

მასალები, რაც საბოლოო პროდუქტის შესაქმნელადაა საჭირო, შეიძლება გადმოიტანონ [უზბეკეთიდან] საქართველოში და აქ დამზადდეს, შეიქმნას დამატებითი ღირებულება, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

ირაკლი კვერღელიძე

01 ივლისი 2026, 11:16

ირაკლი კვერღელიძე საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე: მსგავსი ფორუმები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთს მხარეებს და შესაბამისად უფრო მეტი საერთო ინტერესი იკვეთება

საკმაოდ დიდი პოტენციალი არის, როგორც უზბეკეთში ქართული კომპანიებისთვის, ასევე საქართველოში უზბეკური კომპანიების მხრიდან ინვესტიციის განხორციელებაზე, რადგან საკმაოდ ბევრი საერთო შეხების წერტილია, იქნება ეს ტურიზმი, მრეწველობა, სხვადასხვა საბანკო სექტორი თუ ა.შ, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}