თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაიწყო - ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP საქართველოში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს
ფოტო: აეროპორტების გაერთიანება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტში „ტავ ჯორჯია“150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წელიწადში 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონამდე გაიზრდება. აღნიშნული კომპანია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
საინვესტიციო პროექტი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობა განპირობებულია ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკური ზრდით. 2025 წელს აეროპორტმა რეკორდული რაოდენობის - 5,4 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რის შედეგადაც არსებული საპროექტო გამტარუნარიანობა პრაქტიკულად სრულად იქნა ათვისებული.
შესაბამისად, აეროპორტის გაფართოება წარმოადგენს აუცილებელ ნაბიჯს მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად და ქვეყნის საავიაციო სექტორის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
პროექტის ფარგლებში:
• გაორმაგდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა და 10-მდე გაიზრდება;
• მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი;
• ტერმინალს დაემატება 9 ახალი სარეგისტრაციო დახლი;
• გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი;
• დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი;
• განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება;
• გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.
პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი, შეიქმნება უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო მგზავრებისთვის და შესაძლებელი გახდება მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება.
პროექტი ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს,, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” (UAG) და „ტავ ჯორჯიას“ შორის 2025 წლის 15 იანვარს გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში. შეთანხმების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,,ტავ ჯორჯიას“ კონცესიის ვადა 2032 წლამდე გაუგრძელდა, ხოლო კომპანიამ აიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებისა და 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროგრამის განხორციელების ვალდებულება.
ხელშეკრულების შესაბამისად „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უკვე მიიღო 25 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ერთჯერადი საავანსო გადახდა (Upfront Fee). ამასთან, პროექტის დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წლიური შემოსავალი, არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ გაიზრდება.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს აეროპორტის მმართველი კომპანიის მიერ ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს ახალი ავიამიმართულებების განვითარებას, საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვასა და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
„ტავ ჯორჯია“ არის Groupe ADP-ის წევრი TAV Airports-ის შვილობილი კომპანია, რომელიც საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს ავიაციის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების შემოსვლას და შექმნის მყარ საფუძველს ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 00:55
მსოფლიო
უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა
რუსეთის მხრიდან უკრაინულ საწარმოებზე განხორციელებული უპრეცედენტო შეტევების ფონზე უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.3%-დან 0.5%-მდე შეამცირა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.
28 აგვისტო 2026, 00:23
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს
პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეთა ბირთვული იარაღის განთავსება არ სურს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პაველ ზალევსკის ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ნატოს ალიანსზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შიში სულ უფრო იზრდება.
28 აგვისტო 2026, 00:03
საზოგადოება
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.
28 აგვისტო 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს მარიამობაა
მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
27 აგვისტო 2026, 22:21
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ გვაქვს ამერიკის ყურე, გვაქვს ამერიკის ტბა - ახლა მხოლოდ ოკეანე გვაკლია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუმრობით განაცხადა, რომ შესაძლოა ატლანტისა და წყნარი ოკეანეების სახელწოდებები შეიცვალოს.
27 აგვისტო 2026, 22:03
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან კარგი საუბრები ჰქონდა და იგი ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს.
27 აგვისტო 2026, 21:49
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განკარგულებით, ონტარიოს ტბას „ამერიკის ტბა“ ეწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლისა და მისთვის „ამერიკის ტბის“ (Lake America) წოდების შესახებ. ტრამპის განცხადებით, ცვლილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის.
27 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
ტრამპი ნატოს წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო პროვოკაციებზე: საერთოდ არ ვშფოთავ, პრობლემას ვერ ვხედავ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გამოცემა AXIOS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა მას არ აღელვებს.
27 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
Euronews: ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა
ევროპის ოთხმა სახელმწიფომ ხელახლა წამოწია რუსული გაყინული აქტივების ათვისების საკითხი - ინიციატივის მიზანია უკრაინის სამხედრო და საბიუჯეტო დახმარების უზრუნველყოფა მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყურადღება საკუთარ შიდაპოლიტიკურ არჩევნებზე გადაერთვება, - წერს Euronews-ი.
27 აგვისტო 2026, 21:29
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, სადაც მიწის მასა ჩამოვიდა და მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა.
27 აგვისტო 2026, 21:25
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისტორიული შანსი და გზა მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი რაუნდის პირველი მატჩისთვის ემზადება.
27 აგვისტო 2026, 21:23
ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტი „ფუძეობას“ განსაკუთრებული პროგრამით შეუერთდა
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ გაიმართა. ღონისძიებას წელს პირველად შეუერთდა ამბროლაურის აეროპორტიც, სადაც სპეციალურად მოწყობილ სივრცეში პატარებს სხვადასხვა გასართობი პროგრამა, თამაშები და სახალისო აქტივობები დახვდათ.
27 აგვისტო 2026, 21:14
ჯანდაცვა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ავტოპარკი განახლდა - სიახლის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისები კიდევ უფრო ოპერატიული და თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ავტოპარკი განახლდა - მაღალი გამავლობის ავტომობილები ცენტრის გურიის, რაჭისა და სამეგრელოს განყოფილებებს, ასევე აჭარისა და იმერეთის რეგიონულ სამმართველოებს გადაეცათ.
27 აგვისტო 2026, 21:07
პოლიტიკა
გამოაშკარავებული ოპოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა გარე ზეწოლისა და ოპოზიციის სიყალბისგან - „ქართული ოცნება“ ოპონენტებს კიდევ ერთხელ ამხელს.
27 აგვისტო 2026, 20:43
რეგიონი
ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობა და საკუთარ ფესვებთან დაბრუნება - ამბროლაური სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს მასპინძლობს. საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რაჭამ სახალხო დღესასწაულ „ფუძეობა 2026“-ს უმასპინძლა, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობისა და ადგილობრივი ტრადიციების გარშემო რეგიონის მცხოვრებლები და სტუმრები გააერთიანა.
27 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
The Washington Post: უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს
უეფა შვეიცარიის სასამართლოში ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 აგვისტო 2026, 20:19
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა საკვანძო ფიგურამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მამუკა მდინარაძემ სამთავრობო პოსტი დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი ოპონენტების თეორიებს შიდა კრიზისზე წერტილს უსვამს და უარყოფს ცნობებს გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულ ბოლო დროინდელ მოვლენებთან შეხების შესახებ გამოთქმულ ბრალდებებსაც.
27 აგვისტო 2026, 20:10
რეგიონი
წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა დროებით იკრძალება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
27 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
ჩვენ გვჭირდება მუდმივად განახლება კვალიფიციური რესურსის საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


