21 ივლისი 2026, 17:50 / სანდო წყარო

ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავია მიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოდან ისტორიაში პირდაპირი ფრენები არ ყოფილა ან მხოლოდ პერიოდულად ხორციელდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარება ქვეყანაში მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილებაა. ამის მაგალითად მან ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე შემოსული სკანდინავიური ავიაკომპანია დაასახელა.

„სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების შესრულება საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით წარმატებით ხორციელდება. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სანდო ავია გადამზიდი სკანდინავიურ ქვეყნებში Norwegian Airlines-ი კვირაში ორი სიხშირით ფრენებს თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ასრულებს - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, ეს ახალი ტურისტული მარშრუტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ აზიის მსხვილ ბაზრებთან, არამედ ევროპის ახალ და აუთვისებელ მიმართულებებთანაც.

„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ახალი მიმართულებები დავამატოთ ისეთი აუთვისებელი ბაზრებიდან, საიდანაც საქართველოს ისტორიაში არ გვქონია ფრენა, ან იყო მხოლოდ პერიოდულად. გვინდა, რომ ასეთი ქვეყნებიდან რეგულარული ხასიათის ფრენები შესრულდეს“, - აღნიშნა მოსეშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის მიზნით საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო საავიაციო ღონისძიებებში, მათ შორის Routes Europe, Routes Asia და Routes World-ის ფორმატებში, სადაც პოტენციურ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, აღნიშნულ პლატფორმებზე ავიაკომპანიებს საქართველოს შესაძლებლობებს, ტურისტულ პოტენციალსა და ბაზრის განვითარების პერსპექტივებს აცნობენ.

„ვაწარმოებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა პლატფორმაზე, ვიყენებთ წარმატებით ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორიც არის Routes Europe, Routes Asia, Routes World, სადაც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებთან გვაქვს არაერთი შეხვედრა, შეთავაზებები, საქართველოს მთელი ხიბლის წარდგენა მათთვის: რატომ უნდა იფრინონ ავიაკომპანიებმა საქართველოში, რატომ უნდა ჩამოიყვანონ ტურისტები და მგზავრები“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, მსგავსი მოლაპარაკებები რიგ შემთხვევაში წარმატებით სრულდება და Norwegian Airlines-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროცესის შედეგია, რომელიც საერთაშორისო ღონისძიებებზე დაწყებული კონტაქტებიდან დეტალურ მოლაპარაკებებამდე მივიდა.

ყველა სიახლე

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო ხვალ 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

ხვალ 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13 წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.

21 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.

21 ივლისი 2026, 20:26

პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.

21 ივლისი 2026, 20:24

პოლიტიკა

გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალური ვებ გვერდიდან საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაცია აღარ იძებნება. ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

7 თვიანი ლოდინის დასასრული და შესაძლებლობა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვისთვის - საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია რწმუნებათა სიგელებს გერმანიის პრეზიდენტს 23 ივლისს გადასცემს.

21 ივლისი 2026, 20:11

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში. „ქრონიკა“ სინგაპურიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი სინგაპურში - მაღალი დონის შეხვედრების მთავარი თემა ეკონომიკური რეფორმები, ფინანსური სექტორი და ლოგისტიკური ჰაბის განვითარების გამოცდილების გაზიარებაა.

მაკა ბოჭორიშვილი

21 ივლისი 2026, 19:43

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

21 ივლისი 2026, 19:39

მსოფლიო

Euronews: რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა

რუსეთის წინააღმდეგ ბრიუსელის სანქციების ახალი პაკეტი საბერძნეთის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას შეეჯახა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 19:36

პოლიტიკა

თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მიხეილ ყაველაშვილი

21 ივლისი 2026, 19:15

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ. ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

ვიქტორ ორბანი

21 ივლისი 2026, 19:03

მსოფლიო

უნგრეთში, ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს

უნგრეთის ოპოზიციურმა პარტიამ „ფიდესმა“ განაცხადა, რომ სამშაბათს, გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს იმ ოფისებში, სადაც მისი ინტერნეტ-სერვერებია განთავსებული და ახალი მთავრობა პარტიის საქმიანობის აღკვეთის მცდელობაში დაადანაშაულა.

21 ივლისი 2026, 18:59

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს [როკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 18:57

სამართალი

პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტებზე ბრალდებულს კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დახმარების მოტივით, წვევამდელებისგან მოტყუებით თანხის დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს, კიდევ 20 ეპიზოდზე ბრალდება დაუმძიმა.

21 ივლისი 2026, 18:54

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო თამარ იარაჯულის შვილის მკურნალობაზე: კონსილიუმის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოში სრულად ხელმისაწვდომია სათანადო სამედიცინო რესურსი, რათა პაციენტს ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა, ამასთან, თუ პაციენტის მკურნალობა საზღვარგარეთ დაიგეგმება, სამინისტრო მზად არის უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რამდენადაც ამის შესაძლებლობას მოგვცემს მოქმედი კანონმდებლობა

თამარ იარაჯულის არასრულწლოვანი შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მან საჯაროდ ისაუბრა, სამინისტრო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას აწვდის.

ილჰამ ალიევი ფრიდრიხ მერცი

21 ივლისი 2026, 18:48

მსოფლიო

მერცი: მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს

მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის და სამხრეთ კავკასიაშიც აუცილებელია - გერმანია და ევროკავშირი სრულად არიან დაინტერესებულნი, რომ ამ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანმა რეგიონმა სტაბილურობას მიაღწიოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.