ეკონომიკა

ავთანდილ კასრაძე

18 სექტემბერი 2026, 21:54

ავთანდილ კასრაძე: დარწმუნებული ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტები განხორციელდება და ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას განაცხადა.

18 სექტემბერი 2026, 21:40

ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში 6.9%-ით გაიზარდა - საქსტატის ოფიციალური მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026 წლის მეორე კვარტალში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.9% შეადგინა, ხოლო ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა, მიმდინარე ფასებში 28,147მლრდ ლარს მიაღწია. ოფიციალურ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

18 სექტემბერი 2026, 20:47

უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უპრეცედენტო მასშტაბის საფინანსო ფორუმი და რეგიონის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები თბილისში - შეხვედრა, რომელიც ეროვნული ბანკისა და „ჯი პი მორგანის“ ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

სოსო არჩვაძე

18 სექტემბერი 2026, 19:58

სოსო არჩვაძე: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მაღალი დონის წარმომადგენლის ვიზიტი, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდა და 2027 წლის ტურიზმისა და ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება შეიძლება განხილული იყოს როგორც საქართველოს ტურიზმის განვითარების პოლიტიკის უფრო ფართო ტრანსფორმაციის ნაწილი

როგორც სოსო არჩვაძე აღნიშნავს, ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მზარდი მასშტაბი, რომელთა მიმართ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მსხვილი ბიზნესსტრუქტურები, ინვესტორები და სხვა გლობალური ეკონომიკური აქტორები.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 18:05

დავით სონღულაშვილი: არაკონდიციური ყურძენი ჯერ არ ჩაბარებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა რთველის მიმდინარე პროცესზე, ხარისხზე ორიენტირებული ახალი მიდგომის მნიშვნელობაზე, მევენახეების მიერ შესაბამისი სიმწიფისა და ხარისხის მიღწევის მოლოდინსა და რთველის შედარებით გვიან დაწყების მიზეზებზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:56

მარიამ ქვრივიშვილი: გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველო 2027 წელს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობაში უმასპინძლებს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელ ინოვაციების ფორუმს, - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში გააკეთა, სადაც ის გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შაიხა ნასერ ალ ნუვაისს მასპინძლობს.

დავით სონღულაშვილი

18 სექტემბერი 2026, 17:52

დავით სონღულაშვილი: ღვინის ხარისხის გაუმჯობესება პირდაპირ უკავშირდება როგორც სექტორის განვითარებას, ისე ჩვენი მევენახეების ინტერესებს

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, კახეთში რთველი აქტიურად მიმდინარეობს და ამ ეტაპზე პიკი ჯერ არ დამდგარა. ამ დროისთვის დაკრეფილი და გადამუშავებულია დაახლოებით 15 000 ტონა ყურძენი. მიმდინარე წელს, საქართველოში მოსალოდნელია ყურძნის რეკორდული მოსავალი და საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 320 000 ტონას შეადგენს.

ნიკოლას სტინბერგენი

18 სექტემბერი 2026, 17:42

J.P. Morgan-ის წარმომადგენელი: მოხარულნი ვართ, რომ რეგიონული მმართველების პირველი მრგვალი მაგიდა თბილისში იმართება სებ-თან თანამშრომლობით

მოხარულნი ვართ, რომ ვიმყოფებით თბილისში, რეგიონული მმართველების პირველ მრგვალ მაგიდაზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთელ რეგიონს ერთად ვკრებთ. თბილისი საოცარი მასპინძელი ქალაქია ამ ღონისძიების დასაწყებად, - განაცხადა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ევროპაში ნიკოლას სტინბერგენმა ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანაორგანიზებით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}