ფინანსთა სამინისტრო: საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა
ფოტო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით უცვლელად, BB დონეზე დატოვა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, წინდახედულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ძლიერ შიდა მოთხოვნას. რეიტინგი განპირობებულია საერთაშორისო რეზერვების ზრდით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით, განხორციელებული ფისკალური პოლიტიკით, მთავრობის ზომიერი ვალითა და სტაბილური საბანკო სისტემით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან შეღავათიან დაფინანსებაზე წვდომა. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებით, რაც ამცირებს საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობას. პოზიტიური პერსპექტივა, ასევე, ასახავს მოლოდინებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძლიერი მაჩვენებლები და წინდახედული ფისკალური პოლიტიკა შენარჩუნდება და ფისკალურ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს შემდეგი 12 თვის მანძილზე.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა აჩვენებს ძლიერ ეკონომიკურ შედეგებს. S&P მოელის, რომ ქვეყანა გააგრძელებს ეფექტური ფისკალური პოლიტიკის გატარებას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის ზომიერ დონეზე შენარჩუნება. აღნიშნულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება და ამ ტენდენციის შენარჩუნება, ასევე მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის ტენდენციების გათვალისწინებით.
სააგენტოს პროგნოზით, თებერვალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საბაზო სცენარში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, შესაბამისად, 2026 წელს 6,4%-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 5,9%-მდე, ხოლო საშუალოვადიან პროგნოზში 5%-ის ფარგლებში ნარჩუნდება.
S&P საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად და მაღალლიკვიდურად აფასებს და ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები.
შედეგად, სააგენტო საქართველოს ეკონომიკური, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, განაგრძობს გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას.
ყველა სიახლე
08 აგვისტო 2026, 10:57
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში უკრაინაზე ბოლო თავდასხმების შემდეგ კიდევ 5 პირი დაამატა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ ხუთი პირი დაამატა. გადაწყვეტილება მოსკოვის მიერ უკრაინაში „სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განზრახ მიმართული დარტყმების გააქტიურებას“ უკავშირდება.
08 აგვისტო 2026, 10:57
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე: საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას
„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ. მისი თქმით, პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალურ პოლიტიკას.
08 აგვისტო 2026, 10:42
მსოფლიო
POLITICO: გერმანიის გაზის ავანტიურა ევროპას ზამთარში საფრთხის წინაშე აყენებს
ევროპის ბუნებრივი აირის მარაგები სახიფათოდ დაბალ დონეზეა, რაც ზამთარში ენერგეტიკული პრობლემების ხელახლა გამწვავების რისკს ზრდის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ირანის ომი გაგრძელდება და სიცივე გათბობაზე მოთხოვნას გაზრდის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 10:37
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებაზე: აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას.
08 აგვისტო 2026, 10:30
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში. უწყება რუსეთის ფედერაციას ასევე მოუწოდებს უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
08 აგვისტო 2026, 10:29
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა
საქართველო მტკიცედ განაგრძობს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, რომლის მიზანია დეოკუპაცია, მშვიდობის განმტკიცება და კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენა, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
08 აგვისტო 2026, 10:14
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: დღესაც, ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. მეტიც, რუსეთი აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში, აგრძელებს მათი მილიტარიზაციის პროცესს და აქტიურად დგამს ნაბიჯებს მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
08 აგვისტო 2026, 10:10
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით, რუსეთის ფედერაცია ამ დრომდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 18 წლის წინ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფით, მოახდინა საქართველოს განუყოფელი ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია.
08 აგვისტო 2026, 09:52
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო: დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად
საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა.
08 აგვისტო 2026, 09:42
რეგიონი
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
08 აგვისტო 2026, 09:35
მსოფლიო
CENTCOM-ის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს ამერიკელმა სამხედროებმა 51 გემს მიმართულება შეუცვალეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დროს, დღეის მდგომარეობით მათ 51 კომერციულ გემს მიმართულება შეუცვალეს.
08 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბა
უკრაინამ გვიან ღამით რუსეთის სამარის ოლქსა და ქვეყნის სამხრეთში, კრასნოდარის მხარეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
08 აგვისტო 2026, 00:54
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის დაზვერვა გერმანიის აეროპორტში აღმოჩენილ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ დრონს რუსეთს უკავშირებს
აშშ-ის დაზვერვის ანგარიშების შესახებ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, ამ კვირაში გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობას ეკუთვნის, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
08 აგვისტო 2026, 00:50
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
08 აგვისტო 2026, 00:47
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციულ შენობებზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია
08 აგვისტო 2026, 00:37
თავდაცვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე.
08 აგვისტო 2026, 00:34
საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
08 აგვისტო 2026, 00:30
საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის და ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
08 აგვისტო 2026, 00:20
მსოფლიო
იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებ
იტალიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთთან სასაზღვრო კონტროლის შეჩერებას და უარყო მადრიდის მუქარა საპასუხო ზომების მიღების შესახებ, თუ რომი შეინარჩუნებს იმ საგანგებო ზომებს, რომლებიც გასულ კვირას ესპანურ ანკლავ სეუტაში მიგრანტთა მასობრივი ნაკადის საპასუხოდ დააწესა.


