19 აგვისტო 2026, 15:03 / სანდო წყარო

თამარ იოსელიანი: ჩვენი ამოცანაა, მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით, როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და კონკურენტუნარიანობას

თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

„2026 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, საქართველოში სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს და ზრდა გვიფიქსირდება როგორც ნავსადგურებში, ასევე რკინიგზასა და ავიაციაში“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ზრდა სისტემურია და მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას.

„მაგალითისათვის მოვიშველიებ ნავსადგურებს, სადაც გაზრდილია ყველა ძირითადი სახეობის ტვირთის გადამუშავება. ასევე უნდა ხაზი გაესვას რკინიგზაზე არსებულ ზრდას, სადაც გადაზიდვების ყველა რეჟიმში გაზრდილია ტვირთები, როგორც ტრანზიტში, იმპორტში, ექსპორტსა და ადგილობრივ გადაზიდვებში.

სწორედ ასეთი თანმიმდევრული და ზოგადად მრავალმხრივი ზრდა აჩვენებს იმას, რომ ეს შედეგი ერთჯერადი არ არის და ეფუძნება იმ ცვლილებებს და იმ რეფორმებს, რომელიც ზოგადად სატრანსპორტო სექტორში განხორციელდა, ასევე ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებს, ზოგადად ეფექტიან მართვას და ქვეყნის თანმიმდევრულ სატრანსპორტო პოლიტიკას“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

იმისათვის, რომ მზარდი სატრანზიტო ნაკადები ქვეყნის მდგრად განვითარებას მოემსახუროს, თამარ იოსელიანის თქმით, სისტემური მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ აღნიშნული დინამიკა და მზარდი ტვირთნაკადები ქვეყნისთვის გრძელვადიან ეკონომიკურ შესაძლებლობად ვაქციოთ, რისთვისაც თანმიმდევრულად ვზრდით როგორც საქართველოს სატრანსპორტო სისტემის გამტარუნარიანობას, ასევე ეფექტიანობას და ზოგადად კონკურენტუნარიანობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ყველა სიახლე

19 აგვისტო 2026, 16:03

რეგიონი

რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დასტური

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის მეოთხე დარბაზში თამარ მეფის მამის-გიორგი III -ის პერიოდის შევარდნიანი მონეტა აღმოაჩინა.

მამუკა მდინარაძე

19 აგვისტო 2026, 15:56

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს

ბოლო წლების განმავლობაში, რაც ეს ბულინგი, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური წნეხი გაძლიერდა, ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც მოწყვლადი ადამიანების კეთილსინდისიერებით, ადვილად მიმღებლობით ისარგებლეს „დიფ სთეითის“ თუ სხვა მიმართულების აგენტებმა და ადამიანები შეცდომაში შეიყვანეს, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ კითხვის პასუხად, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ადამიანები, რომლებიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

მამუკა მდინარაძე

19 აგვისტო 2026, 15:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მინდა გავაფრთხილო ყველა, ვინც ცდილობს უხარისხობის, დაგვიანებისა და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებლის მიღებას, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული

მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, რომლებიც ცდილობენ უხარისხობის, დაგვიანების და პრობლემების შექმნის ხარჯზე მეტი მატერიალური სარგებელი მიიღონ, ჩვენი ჰუმანურობით ნუ ისარგებლებენ, დროზე და ხარისხიანად დაასრულონ ის პროექტები, რომლებიც რეგიონებში არის დაწყებული, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

19 აგვისტო 2026, 15:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილებზე: როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება ამაზე უარესიც, იყო, არის და იქნება

„მოდი, მე მის [ღარიბაშვილის] მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია. ვფიქრობ, რომ ჩემი სიტუაციიდან მთლად სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, აბსოლუტური გულწრფელობით - როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება ამაზე უარესიც, იყო, არის და იქნება - თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ, თავის მხრივ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

19 აგვისტო 2026, 15:32

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სოფელ ნაგების ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სოფელ ნაგების მცხოვრებლებს შეხვდა

ვახტანგ ცინცაძე

19 აგვისტო 2026, 15:29

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი პროდუქცია კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც

საგარეო ვაჭრობის კუთხით გრძელდება პოზიტიური ტენდენციები, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

19 აგვისტო 2026, 15:23

მსოფლიო

უკრაინაში თავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას კიევში ფედოროვის მომხრეთა პროტესტი მოჰყვა

ამავდროულად, რადის შენობასთან თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების საწინააღმდეგო დემონსტრაციები იმართება. მომიტინგეები ამ უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას მოითხოვენ. DW-ს კორესპონდენტის შეფასებით, 19 აგვისტოს კიევში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 100 ადამიანი გავიდა.

19 აგვისტო 2026, 15:14

რეგიონი

ბახმაროს თასი 2026 - ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს

ბახმაროს თასი 2026 - ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს. დოღის გარდა დღეს დაგეგმილია სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში.

19 აგვისტო 2026, 15:05

პოლიტიკა

გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით

ქართული ნავთობტერმინალები სამხედრო სამიზნეებია უკვე უკრაინისთვის. ეს მაინც რომ ვიცოდეთ, დიდი აფეთქებების ხმას თუ გავიგებთ, არ გაგვიკვირდეს. ომს ექაჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე ეს ფულზე გახამებული პარაზიტები, - წერს სოციალურ ქსელში ოპოზიციის აქტივისტი გიორგი ახობაძე.

ირინა მუდრა

19 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

ზელენსკიმ გაათავისუფლა თავისი ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, რომელთანაც დღეს სავარაუდოდ ჩხრეკა ჩატარდა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირინა მუდრაია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის მეთაურმა მას შემდეგ მიიღო, რაც გავრცელდა ცნობები უკრაინის ანტიკორუფციული უწყებების მიერ რადის დეპუტატებისა და ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომლების წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ.

შიო მესამე

19 აგვისტო 2026, 14:32

საზოგადოება

პატრიარქი: უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა

უფალმა მოგვცა რწმენა როგორც ჯილდო და ეს ჯილდო ჩვენი დამსახურებებისთვის, ან რაიმე შრომისთვის არ მოუცია, არამედ იმიტომ მოგვცა, რომ ჩვენში დაინახა ფერისცვალების შესაძლებლობა, - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ სამთავროს დედათა მონასტერში ქადაგებისას.

19 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

აზერბაიჯანი CNN-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

„მოვითხოვთ CNN-ისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და ცდილობს საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შეყვანას ეთიკისა და ჟურნალისტური პროფესიონალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებით, უარყოს აღნიშნული ცნობა და ბოდიში მოუხადოს აზერბაიჯანს“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2026, 14:20

მსოფლიო

ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები მოიგო

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნები მან მოიგო. მისი განმარტებით, მოსახლეობის აღწერის ბიურომ ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებისას ხარვეზები აღმოაჩინა. შემოწმებულია მხოლოდ ნაწილი და უკვე დადგინდა რომ 24 ათასზე მეტი ამომრჩეველი ამერიკის მოქალაქე არ იყო.

თორნიკე ჭეიშვილი

19 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს

როგორც კი, საზოგადოება იგებს, რაში იღებდნენ ისინი კონკრეტულ დაფინანსებას, მაშინვე წყალი უდგება ყველა იმ ნარატივს, რომელიც შეიძლება მიანიშნებდეს და მოასწავებდეს იმას, რომ ისინი რაიმე ფორმით ემსახურებოდნენ ქართულ საქმეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

არჩილ გორდულაძე

19 აგვისტო 2026, 14:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად უნდა შეფასდეს და მათი ბოგინი ოპოზიციურ ველზე უნდა დასრულდეს

საზოგადოება ბნელ ძალთა დაპირისპირების კიდევ ერთ სერიას ხედავს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

დმიტრო კულება

19 აგვისტო 2026, 14:16

მსოფლიო

დმიტრო კულება: მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები

„მიმაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნები. ჩემს იდეალურ სამყაროში ომის დასრულებამდე ზელენსკი პრეზიდენტად რჩება - მას ხელახლა ირჩევენ არჩევნებზე. პარლამენტში კი ახალი სრულფასოვანი კოალიცია ყალიბდება, რომელშიც საპრეზიდენტო პარტია შეიძლება იყოს ერთ-ერთი მონაწილე“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

გიორგი ვოლსკი

19 აგვისტო 2026, 14:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა ირაკლი ღარიბაშვილი, ან რეალობის შეგრძნება დაკარგა

„ყველა და მე პირადად ძალიან განვიცდით მდგომარეობას, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილი ჩავარდა, განსაკუთრებით მიზეზებს, რის გამოც ეს მოხდა. საკმაოდ მტკივნეული თემაა. წერილები - გინდა ერთი, გინდა მეორე, ეჭვს ბადებს, რომ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც შექმნილია. ვინმემ ან შეცდომაში შეიყვანა [ღარიბაშვილი], ან რეალობის შეგრძნება დაკარგა. განსაკუთრებით რასაც განვიცდი, ეს არის ის, რომ დაშვებას აკეთებს, რომ მის ოჯახს, ცოლ-შვილს შეიძლება რაიმე დაემუქროს. ეს არის პირდაპირ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობა და სხვა არაფერი ამაში არ დევს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

19 აგვისტო 2026, 14:04

საზოგადოება

თბილისის მერია: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს - სამუშაოები გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება

გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანსა“ და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში, აგურის წყობებისა და კერამიკული ჭურჭლის აღმოჩენის ფაქტს, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

19 აგვისტო 2026, 13:59

მსოფლიო

Financial Times: ომის ესკალაციის შემთხვევაში ირანი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესაძლებლობას განიხილავს

გამოცემის ინფორმაციით, შესაძლო სამიზნედ ბულგარეთი მოიხსენიებოდა, რომელმაც გასულ თვეს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების საწვავით მომარაგებისთვის ბეზმერის ავიაბაზის გამოყენების ნებართვა მისცა, ასევე კვიპროსი, სადაც მარტში ბრიტანულ ავიაბაზას დრონი უკვე დაესხა.