22 სექტემბერი 2026, 20:21 / სანდო წყარო

რევაზ სოხაძე: ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა. გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ

რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.

მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების ჩართულობის გაზრდაზე, არქიტექტურული კონკურსების მნიშვნელობასა და თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

რევაზ სოხაძის თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებული გამოწვევების შეფასების შედეგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არქიტექტურული კონკურსების გააქტიურება იყო. ახალი მიდგომის მიზანია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე არსებობდეს სრულყოფილად დამუშავებული პროექტი, ხოლო არქიტექტორებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, სახელმწიფო პროექტებში საკუთარი პროფესიული ხედვა და შემოქმედებითი იდეები განახორციელონ.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით კონკურსების გზით. ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი და ბევრი სკეპტიკოსიც ჰყავდა, თუმცა ვფიქრობ, ამ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი არ იყოს მხოლოდ ფასი — მნიშვნელოვანი იყოს კონცეფცია, პროექტის ვიზუალი, ფუნქციურობა და არქიტექტურული ღირებულება”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ბოლო დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩატარებულია 80-მდე არქიტექტურული კონკურსი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100-მდე სხვადასხვა არქიტექტურულმა ბიურომ, ხოლო გამარჯვებული დაახლოებით 45 ბიურო გახდა. ამჟამად მიმდინარეობს სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურისა და სხვა საჯარო ობიექტების პროექტირება. გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ლარს შეადგენს.

მინისტრის განცხადებით, კონკურსებში პროექტების შეფასებისას მნიშვნელოვანია არქიტექტურული ხარისხის, ფუნქციურობის, სტანდარტებთან შესაბამისობის, ხარჯთეფექტურობისა და პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობის ერთობლიობა.

„ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ სკოლა ან სპორტული ინფრასტრუქტურა. გვინდა, ის, რასაც საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და რეგიონში ვაშენებთ, იქცეს ამ რეგიონის არქიტექტურული ტონის მიმცემად და თანამედროვე, 21-ე საუკუნის არქიტექტურულ სიტყვად”, — აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა არქიტექტურული პროექტირების პროცესში არსებულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში პრობლემაა საპროექტო ვადების დაცვა და კონცეფციის სრულყოფილ სამუშაო პროექტად გარდაქმნა. სამინისტრო მზად არის, არქიტექტორებთან თანამშრომლობით დახვეწოს პროცესი, თუმცა საჯარო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ვადების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

რევაზ სოხაძის თქმით, საქართველოს ძლიერი არქიტექტურული ტრადიცია აქვს და თანამედროვე პროექტებმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის ისტორიულ და ავთენტურ გარემოს და, ამავე დროს, გამოხატოს თანამედროვე არქიტექტურული ხედვა. სახელმწიფოს ამოცანაა, არქიტექტორებს მისცეს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიული ხედვა საჯარო პროექტებში განახორციელონ.

მინისტრმა ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ღიაა პროფესიულ წრეებთან დიალოგისთვის.

„ჩვენ გვინდა, ვიყოთ საიმედო პარტნიორი, რომელიც არქიტექტორებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ხედვა განახორციელონ და თავისი სიტყვა თქვან ქართულ არქიტექტურაში. კარგად გვესმის, რომ ინფრასტრუქტურას ვერ ავაშენებთ არქიტექტორების, მშენებლების, ინჟინრებისა და ურბანისტების გარეშე. ჩვენ პარტნიორები ვართ და მთავარი არის, ერთად შევქმნათ ის ობიექტები, რომლებიც მომავალ თაობებს და ჩვენს ქვეყანას დარჩება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

SHARE Georgia 2026 საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმის მესამე გამოცემაა. ღონისძიება ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს, ინჟინრებს, ურბანისტებსა და დეველოპერებს აერთიანებს. ფორუმში მონაწილეობს დაახლოებით 350 პროფესიონალი და 20 ქვეყნიდან 30 სპიკერი. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია თანამედროვე არქიტექტურა, ურბანული განვითარება, მასშტაბური პროექტები და ფასადების დიზაინი.

SHARE-ის საერთაშორისო პროფესიული ქსელი ყოველწლიურად 25-ზე მეტ კონფერენციას მართავს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

ყველა სიახლე

22 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო

გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.

22 სექტემბერი 2026, 20:50

საზოგადოება

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

1 000-მდე მაღალი რანგის დელეგატი მსოფლიოდან, თბილისში ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი იმართება.

22 სექტემბერი 2026, 20:41

პოლიტიკა

დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების თანამშრომლობა მუსიკოს „კორძისთან“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე საუბრობენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვლავ აქტიური განხილვის თემაა დასავლური ინსტიტუციებისა და კულტურული ფონდების პოზიცია მუსიკოს „კორძისთან“ თანამშრომლობაზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ეთიკური ნორმების დარღვევაზე და ხელოვნების საფარქვეშ პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაზე, პარტნიორი ორგანიზაციები კი ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადებებისგან თავს იკავებენ. მარიამ ბუღაძე გიამბობთ.

22 სექტემბერი 2026, 20:33

პოლიტიკა

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო დიალოგს რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება? პარლამენტის თავმჯდომარის კითხვის ადრესატი ევროსაბჭოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აუდიტის სამსახურმა უნდა დაადგინოს, დაირღვა თუ არა კანონი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ჩატარებული სემინარით ან ჰქონდა თუ არა ადგილი კანონისთვის გვერდის ავლის ფაქტს. ევროსაბჭომ კონკრეტული სემინარისთვის გრანტის გაცემა უარყო, თუმცა მხარდაჭერა დაადასტურა.

22 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ვინ როგორ ხედავს პროცესს? უმრავლესობის ლიდერის ვრცელი და მწვავე პასუხი ნიკა გვარამიას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის - ეს ნიკა გვარამიას უმრავლესობიდან დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი ირაკლი კირცხალია გამოაქვეყნა.

22 სექტემბერი 2026, 20:30

პოლიტიკა

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი - მარიამ ქვრივიშვილი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პეკინშია.

22 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის გზავნილები მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტიდან და საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ნიუ-იორკში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. სამიტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროკომისიის პრეზიდენტი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

22 სექტემბერი 2026, 20:24

პოლიტიკა

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბელგიის სამეფოში. „ქრონიკა“ ბრიუსელიდან

მომავალზე და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრები. ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა ბელგიის სამეფოში შეხვედრები გამართა. საქართველოს პირველი კანონმდებელი ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტისა და სენატის პრეზიდენტს, ასევე წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა. კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ვიზიტის ფარგლებში.

22 სექტემბერი 2026, 20:23

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და მათ შედეგებს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

22 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„გამანადგურებელი ომები, რომლებიც წარმოუდგენელი სისასტიკით გაჭიანურდა“ - გაეროს გენერალური მდივნის გზავნილები გენერალური ასამბლეის სესიაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებებზე, საერთაშორისო სამართალზე, კლიმატურ კრიზისებსა და ხელოვნურ ინტელექტზე. დღის კულმინაცია კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა იყო.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 20:14

მსოფლიო

ერდოღანი: გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს - ცალკეული ლობისტური ჯგუფების თავდასხმების მიუხედავად, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ინიციატივების განხორციელებას ოჯახებისა და ბავშვების დასაცავად

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გენდერული ნეიტრალიზაციის გლობალური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებსა და ბავშვებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 20:10

მსოფლიო

ერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 20:02

მსოფლიო

ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, დატოვონ ეს ინსტიტუტი.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:49

მსოფლიო

ტრამპი: კომუნიზმი ამერიკაში არასდროს მოვა, მაგრამ თავისუფლება კუბაში აუცილებლად მოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კუბაში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ ცდილობს.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:44

მსოფლიო

ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადებშია მოსალოდნელი, ვიდრე საზოგადოებას წარმოუდგენია.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:40

მსოფლიო

ტრამპი: დიდი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები, მივაღწიოთ ირანთან შეთანხმებას, რაც მათ საშუალებას მისცემს აღადგინონ და შექმნან ბევრად დიადი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა - თუ სრულად გავანადგურო ისლამური რესპუბლიკა, თანაც სწრაფად

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით „დიდი გადაწყვეტილება“ აქვს მისაღები, რაც, სავარაუდოდ, შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდება.

დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 19:33

მსოფლიო

ტრამპი: ვიდრე სხვები ლაპარაკობდნენ, მე ვმოქმედებდი, ვიდრე სხვები მშვიდობაზე საუბრობდნენ, მე მშვიდობა დავამყარე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვიდრე სხვა ლიდერები მშვიდობაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, ის ისეთი ადამიანია, ვინც „მშვიდობა დაამყარა“.

თემურ მიქელაძე

22 სექტემბერი 2026, 19:29

ჯანდაცვა

პედიატრი თემურ მიქელაძე: ნოროვირუსის შემთხვევათა 99%-ში ბინაზე იმართება, არ სჭირდება გადასხმები და მშობლები პანიკას არ უნდა აჰყვნენ

ნოროვირუსით ინფიცირების ძირითადი მომართვიანობა 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებშია, რადგან ბაღის აღსაზრდელების მართვა შედარებით რთულია - ისინი სითხეს ნაკლებად იღებენ და იოლად გაუწყლოებას ექვემდებარებიან, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

ვლადიმირ პუტინი ალიშერ უსმანოვი

22 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა საფრანგეთის მოთხოვნით სასანქციო სიიდან ალიშერ უსმანოვი ამოიღო

ევროკავშირი დათანხმდა, სანქცირებულ პირთა სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი - ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები, რომელთა მსვლელობისას საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნა აზერბაიჯანთან პატიმრების გაცვლის საკითხს დაუკავშირა, რამაც ბრიუსელში უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია, - წერს Euronews-ი.