24 სექტემბერი 2026, 19:50 / სანდო წყარო

გენადი არველაძე: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ - აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ

გენადი არველაძე

გენადი არველაძე

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, - განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.

როგორც მინისტრია მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს მაღალი დონის ვიზიტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის ხორციელდება.

„გვქონდა შესაძლებლობა, მაღალი დონის შეხვედრები გაგვემართა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე კომერციის მინისტრის მოადგილესთან, სადაც თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, სადაც მომავალში ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს. ასევე შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ. აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფების შექმნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, როგორც ელექტრონულ პლატფორმაზე ჩინეთში ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას და ბიზნესკონტაქტების დამყარებას სხვადასხვა სავაჭრო მისიის ორგანიზებით“, - განაცხადა არველაძემ.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2026, 20:52

პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხმყოფელ მუსიკოსს მხარდაჭერას უცხადებს და გაუქმებულ კონცერტზე წუხს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მმართველი გუნდი უცხოური ინსტიტუციების მხრიდან დაფინანსების სტანდარტებსა და რეაგირების ოპერატიულობაში განსხვავებულ მიდგომებს ხედავს. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

თამარ ჩიბურდანიძე

24 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა

როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში - ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში, - განაცხადა მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

24 სექტემბერი 2026, 20:43

პოლიტიკა

„პროტესტიდან - სექტამდე“ . „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური პროტესტის ანალიზისთვის შერჩეული სიმბოლური თარიღი. პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ოპოზიცია იდეის გაკოტრებამდე მივიდა და მათი პროტესტი ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 20:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?!

ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

24 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები

ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 სექტემბერი 2026, 20:06

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.

მაკა ბოჭორიშვილი

24 სექტემბერი 2026, 19:56

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას: ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას ძალუძს შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავლისკენ მიმართოს

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, არსებითად შეამცირა სიღარიბე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მდგრადი განვითარების მხრივ.

მაკა ბოჭორიშვილი

24 სექტემბერი 2026, 19:53

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გაეროში: საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით, სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში

დიდი პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის ამ მინისტერიალში მონაწილეობა და დისკუსიაში ჩართვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ეროვნული პასუხისმგებლობა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილი

24 სექტემბერი 2026, 19:41

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

24 სექტემბერი 2026, 19:17

მსოფლიო

სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა უნდა შეინარჩუნონ „არაკონფლიქტურობის ზღვარი“ და მშვიდობიანად ითანაცხოვრონ „იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავის სახლს უწოდებს“.

24 სექტემბერი 2026, 19:17

საზოგადოება

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივი რეჟიმით ატარებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.

ლევან ჟორჟოლიანი

24 სექტემბერი 2026, 19:08

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული

სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

24 სექტემბერი 2026, 18:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის ტერიტორიაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

24 სექტემბერი 2026, 18:52

მსოფლიო

სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.

24 სექტემბერი 2026, 18:48

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.

24 სექტემბერი 2026, 18:42

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში აფხაზეთიდან დევნილ ფერმერ გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.

24 სექტემბერი 2026, 18:40

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.

24 სექტემბერი 2026, 18:33

მსოფლიო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა დაიწყო

ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, სადაც მისი მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

24 სექტემბერი 2026, 18:23

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა. კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება, ტრადიციულად, სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.