მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი კონსოლიდირებული ანგარიშები განიხილა
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციების 2024 და 2025 წლების კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტების შედეგები განიხილა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, აუდიტის ჯგუფი პირველად განიხილავს კონსოლიდირებულ ანგარიშებს.
„ჩვენ დღემდე შესაბამისობის, ფინანსურ და ეფექტიანობის აუდიტებს ვიხილავდით. ახლა დაგვემატა სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიშის განხილვა. აუდიტის სამსახურმა პირველად მოამზადა ასეთი ანგარიში. ეს ევროპის საუკეთესო პრაქტიკაა, რაც საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში დავინახოთ ბიუჯეტი, მასთან დაკავშირებული პროცესები, ტენდენციები და პრობლემები“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
როგორც მომხსენებელმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა განაცხადა, ფინანსური აუდიტი ძირითადად მოიცავდა: ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხებს, ასევე შიდა კონტროლის გარემოს შეფასებას.
მისი თქმით, აუდიტის შედეგად გაიცა მოდიფიცირებული (უარყოფითი) მოსაზრებები. სულ გაცემულია 49 რეკომენდაცია.
გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდაცია არ გაცემულა, რადგან არსებობდა წინა წლებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაცია, რომელსაც აუდიტის დამტკიცების ეტაპზე ჰქონდა სტატუსი „მიმდინარე“.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ფინანსური ანგარიშგების აუდიტში ასახული მიგნებები ეხება როგორც უშუალოდ სამინისტროებს, ასევე მათ დაქვემდებარებაში არსებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს.
გიორგი კეკელიშვილის განცხადებით, აუდიტის ანგარიშებში ასახული მიგნებები შეეხება ოთხ სფეროს: ფინანსური აქტივები და ვალდებულებები; არაფინანსური აქტივები; შემოსავლები და ხარჯები; ზოგადი კონტროლის მექანიზმები.
აღნიშნულ სფეროებთან დაკავშირებით მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებზე, რომელთა სისწორეზე, შეფასებასა და მიკუთვნებაზე რწმუნება ვერ იქნა მიღებული; სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილების აღრიცხვის ხარვეზებზე; აღურიცხველ არაფინანსურ აქტივებზე; შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის ხარვეზებზე, აგრეთვე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე სამინისტროების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
28 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.
28 სექტემბერი 2026, 22:38
მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.
28 სექტემბერი 2026, 22:18
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა
აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ოფიციალურად გააუქმა ბაიდენისდროინდელი განმარტება, რომელიც სტუდენტებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისგან დაცვის გარანტიას ანიჭებდა.
28 სექტემბერი 2026, 21:56
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაში დასრულდა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა უკრაინის წინააღმდეგ გამართა.
28 სექტემბერი 2026, 21:43
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა
სახელმწიფო ფინანსების მხრივ სიტუაცია რთული რჩება - დაგეგმილი საერთაშორისო დაფინანსების ნაწილი ჯერ არ შემოსულა, კერძოდ, უკრაინის მიერ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ზოგიერთი ვალდებულების შესრულების დაგვიანების გამო. ამის შესახებ უკრაინის რემიერ-მინისტრმა, სერგეი კორეცკიმ განაცხადა.
28 სექტემბერი 2026, 21:09
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ტირანაში, ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
28 სექტემბერი 2026, 21:06
სპორტი
საქართველო-უკრაინის თამაშის მეორე ტაიმი დაიწყო
საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ მართავს.
28 სექტემბერი 2026, 20:58
საზოგადოება
ალავერდში ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღე სადღესასწაულო ღამისთევის მსახურებით აღნიშნეს
28 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, ღირსი აბბა იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს, ანუ ალავერდობას განსაკუთრებით კახეთში აღნიშნავს.
28 სექტემბერი 2026, 20:50
რეგიონი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
28 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციაზე - პატარა სოფლებად მოხსენიებული ოკუპირებული ტერიტორიები და მმართველი გუნდის შეფასება
ქვების გროვიდან სამ პატარა სოფლამდე - დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოკუპაციაზე მსჯელობისას სააკაშვილის განცხადებას მმართველი გუნდი მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებად აფასებს.
28 სექტემბერი 2026, 20:41
სამართალი
სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტი ცილისწამებად შეფასდა - რა ფასად შეიძინა 2014 წელს ესტონელმა ბიზნესმენმა „თბილისი ჰილსის“ პროექტის დაწყების მიზნით მიწა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მხარეები ირწმუნებიან, რომ ბიზნესმენმა 9 მილიონი ლარი გადაიხადა. კითხვებთან ერთად სიუჟეტში გამოთქმულ ბრალდებებს ადრესატი ვანო ჩხარტიშვილი გამოეხმაურა და სიუჟეტის ავტორები პოლიტიკური ნიშნით მათთვის არასასურველი ადამიანების დისკრედიტაციაში ამხილა.
28 სექტემბერი 2026, 20:38
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მიხეილ სააკაშვილის მუქარა სასამართლო დარბაზიდან. მსჯავრდადებული ხელისუფლებას ემუქრება. იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ ფლანგზე შიდა დაპირისპირება პიკს აღწევს, სააკაშვილის მუქარა მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ რეალურ სახეს და ოპოზიციის უპერსპექტივობას.
28 სექტემბერი 2026, 20:34
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავასთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ე.წ. კასრების საქმეზე მსჯავრდადებული მეგის ქარდავა თბილისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის თანახმადაც მეგის ქარდავას ცხრაწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
28 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი კანადაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაკა ბოჭორიშვილი, კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში სახელწოდებით - „გზები მშვიდობისკენ“.
28 სექტემბერი 2026, 20:32
ეკონომიკა
ქონების გადასახადზე 40 ათას ლარიანი ზღვარი უქმდება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარლამენტი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას ხვალიდან იწყებს. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადზე დაწესებული 40 000 ლარიანი ზღვარი უქმდება. შესაბამისად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება 81 000 მოქალაქე.
28 სექტემბერი 2026, 20:31
პოლიტიკა
თბილისის მერის ვიზიტი ჩინეთში - „ქრონიკა“ შანხაიდან
თბილისის მერი სამუშაო ვიზიტით ჩინეთშია. კახა კალაძე შეხვდება ქალაქ ნანკინის მერს, ასევე ეწვევა მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ის და თბილისის მეტროპოლიტენისთვის განკუთვნილ მეტროს ვაგონებს დაათვალიერებს.
28 სექტემბერი 2026, 20:25
საზოგადოება
წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.
28 სექტემბერი 2026, 20:21
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე სიტყვით გამოვიდა.
28 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივებსა და იმ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც პარლამენტში უახლოესი პერიოდის განმავლობაშია დაგეგმილი.


