დავით რუსია: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა
დავით რუსია
ფოტო: საქართველოს საბანკო ასოციაცია
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების თაობაზე, პრაქტიკულად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ სებ-ის დღევანდელი, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.
,,უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით და ზრუნვით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვისა და აღსრულების მიმართულებით. ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ და არაერთი მარეგულირებელი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს ამას. თუ ჩვენ ამ პროცესს ეროვნული ბანკის თვალთახედვით შევხედავთ, შესაძლებელია, ეს იყოს ნაკარნახევი რამდენიმე მოლოდინით. პირველი ალბათ იქნება მოლოდინი, რომ ოჯახების გადაჭარბებული დავალიანება შემცირდება, რადგან თუ 2025 წლის ანგარიშში, შინამეურნეობების ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 40%-ს შეადგენდა, ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯით ალბათ შეეცდება, რომ გარკვეულწილად ეს მაჩვენებელი შეამციროს. მეორე - ეს იქნება ეკონომიკური არასტაბილურობის შემთხვევაში ცუდი სესხების მომავალი ზრდის პრევენციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ ვიცით, რომ სესხი გარკვეულწილად შემოსავალს აღნიშნავს და იგივე გადაითარგმნება გადახდის შესაძლებლობების ზრდაში. თუმცა, თუ სებ-ი თვლის უარეს ვარიანტებს და ყოველთვის უნდა თვლიდეს ამას, შესაძლებელია, ასეთი გათვლა გააკეთოს, რომ თუ უმუშევრობა გაიზარდა, შეიძლება შემოსავლები შემცირდეს, ხოლო მაღალი PTI-ს შემთხვევაში ეს მოქმედ სესხში გადაიზარდოს”, - აცხადებს დავით რუსია.
მისივე შეფასებით, სების მაკროპრუდენციული რეგულაციის მიზანი, ხშირად არის პრობლემამდე შექმნის რისკის შემცირება.
,,კიდევ ერთი ფაქტორი, ალბათ, ფინანსურ სტაბილურობაზე გარკვეული ზრუნვაა, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელია, საბანკო სექტორმა მიიღოს, გარკვეულწილად, საკრედიტო პორტფელის ზრდის მცირედი შემცირება, რაც ასევე გადაითარგმნება შინამეურნეობების დატვირთვის შემცირებაში”, - აღნიშნა დავით რუსიამ
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 18:45
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს
ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
30 სექტემბერი 2026, 18:35
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე: 800 მლნ ლარზე მეტით გაზრდილია ჯანდაცვის მიმართულება, 400 მლნ ლარზე მეტით განათლების მიმართულება
ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულ პარამეტრებზე დაყრდნობით - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი პროექტის დაწყება, მათ შორის არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისი-რუსთავისა და ბათუმი-სარფის მიმართულებები.
30 სექტემბერი 2026, 18:30
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით
„მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
30 სექტემბერი 2026, 18:25
მსოფლიო
მაკრონი საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე: დიახ - შეკითხვებსა და დებატებს, არა - ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ვიხილეთ არაერთი პასუხისმგებელი პირი, რომლებიც სკოლებთან მოსწავლეების წასაქეზებლად მივიდნენ, ეს ძალიან საგანგაშოა
ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებსა და სკოლების ბლოკირების ფაქტებს გამოეხმაურა.
30 სექტემბერი 2026, 18:18
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.
30 სექტემბერი 2026, 18:14
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
30 სექტემბერი 2026, 18:09
კულტურა
ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა
გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — იხილა.
30 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ბერა ივანიშვილი: მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ვაჟი, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს.
30 სექტემბერი 2026, 18:07
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ვაახლებთ ქუთაისის აეროპორტის გენგეგმას და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალში მოვემსახუროთ დაახლოებით 5 მილიონ მგზავრს
აეროპორტები რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია სატრანსპორტო სისტემის, შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში, ძალიან დიდი ადგილი უჭირავს აეროპორტების განვითარებას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მთავრობა გეგმავს, რომ 2032 წლისთვის 7 მილიარდი დოლარი მოაბილიზოს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.
30 სექტემბერი 2026, 18:04
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ვიცით, რომ სინამდვილეში ეს ოპოზიცია არ არის და ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები
ვიცით, რომ სინამდვილეში ეს ოპოზიცია არ არის და ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ისინი არიან აგენტურული ჯგუფები. ვისაც არავინ ეკითხება სინამდვილეში რას გაათვითცნობიერებენ და რას არ გაათვითცნობიერებენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
30 სექტემბერი 2026, 17:55
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გაუფასურება ევროპული ღირებულებების წამოვიდა ევროპის შიგნიდან. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ევრობიუროკტარები ჩამოშორდნენ ეს ევრობიუროკრატები უნდა ჩამოშორდნენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ, რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება
გაუფასურება ევროპული ღირებულებების წამოვიდა ევროპის შიგნიდან. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ ევრობიუროკტარები ჩამოშორდნენ ეს ევრობიუროკრატები უნდა ჩამოშორდნენ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ, რეპუტაციული ზიანი კიდევ უფრო გაღრმავდება, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“.
30 სექტემბერი 2026, 17:51
მსოფლიო
მაკრონი: ევროპამ საკუთარი ინდუსტრია უნდა დაიცვას და ჩინეთზე მზარდი დამოკიდებულება შეამციროს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროპას სავაჭრო დაცვის მექანიზმების გაძლიერებისა და ინვესტიციების ზრდისკენ მოუწოდა.
30 სექტემბერი 2026, 17:47
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: აშშ-ის მხრიდან ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული სახელმწიფო ჯგუფის დატოვების შესახებ ინფორმაცია არის ლოგიკური გაგრძელება იმ დამოკიდებულების, რომელიც დღეს აშშ-ს აქვს
აშშ-ის მხრიდან ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული სახელმწიფო ჯგუფის დატოვების შესახებ ინფორმაცია არის ლოგიკური გაგრძელება იმ დამოკიდებულების, რომელიც დღეს აშშ-ს აქვს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
30 სექტემბერი 2026, 17:43
მსოფლიო
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია ახალ წევრებს სანქციების დაბლოკვის უფლებას არ მისცემს
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების შემოთავაზებულ სტრატეგიაში მთავარი სიახლე შესაძლოა ახალი წევრი ქვეყნების უფლებამოსილებებს შეეხებოდეს - მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის საბჭოში ერთსულოვნებით მისაღები გადაწყვეტილებების, მათ შორის სანქციების, დაბლოკვას ვერ შეძლებენ.
30 სექტემბერი 2026, 17:36
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ევროკავშირის შექმნის იდეა ეფუძნებოდა თითოეული წევრი სახელმწიფოს მნიშვნელობას ევროკავშირში, ფაქტობრივად ვეტოს გაუქმება ნიშნავს ამა თუ იმ ქვეყნების ოკუპირებას ევრობიუროკრატების მხრიდან
რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის მიერ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ფორმის ცვლილებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სკეპტიციზმი მატულობს და მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ბევრ პრობლემა შეუქმნის ევროკავშირის ქვეყნებს.
30 სექტემბერი 2026, 17:33
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპებით განვითარებას, რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც ექსპორტის, ისე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით
„საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფი ტემპებით განვითარებას, აგვისტოს თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა, ხოლო იანვარი-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ს გაუტოლდა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
30 სექტემბერი 2026, 17:32
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს - გამოიკითხა ვახტანგ გომელაური
საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში ვახტანგ გომელაური გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ გომელაურმა მედიასთან განაცხადა, რომ ჩორჩანის საგუშაგოზე ინფორმაციას არ ფლობდა. ამის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გზის გაყვანის სამუშაოები დაიწყო.
30 სექტემბერი 2026, 17:29
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს
არის ხელოვნური პროცესები და გადალაგება ოპოზიციაში. „ლელო“ და გახარია უნდათ გამიჯნონ უცხოელმა პატრონებმა „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან“ და ეს ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი ხმაური და აჟიოტაჟი, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღქმა გაუჩნდეთ, რომ ეს ორი პარტია ცალკე მდგომი აყალიბებს დღის წესრიგს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
30 სექტემბერი 2026, 17:23
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო
შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც მათ სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობის განვითარებაში დაეხმარებათ.


