ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე სხვადახვა სექტორში შესაძლო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, ასევე ბიზნესის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამებზე.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომელსაც მთავრობა მსოფლიოში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, აგრეთვე რკინიგზის მოდერნიზაციაზე და თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პოტენციალზე, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის მიმდინარეობას.
ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი 23 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 456 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ბიზნესგაერთიანება სხვადასხვა სექტორში საქმიანობს. მათ შორისაა საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის დარგები.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინვესტიციების საააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი ირაკლი გაბრიაძე დაესწრნენ.
ყველა სიახლე
02 ოქტომბერი 2026, 17:33
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს
აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს, №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
02 ოქტომბერი 2026, 17:32
სამართალი
გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელის, ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
„მიმდინარე წლის 18 აგვისტოსა და მომდევნო დღეებში შპს „გურიის მოამბის“, ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას მიერ ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ჩემს შესახებ არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები, რაც წარმოადგენს პირად უფლებებზე განზრახ, არაერთგზის თავდასხმას“.
02 ოქტომბერი 2026, 17:28
მსოფლიო
Bloomberg: უნგრეთი უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნის
უნგრეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას არ გეგმავს და კიევის მხარდაჭერას ენერგომომარაგებითა და ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. ინფორმაციას Bloomberg-ი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დიორდ ველკეიმზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მსჯელობა შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:25
საზოგადოება
ცესკო 3 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საინფორმაციო ბრიფინგების განრიგს აქვეყნებს
3 ოქტომბერს, 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
02 ოქტომბერი 2026, 17:25
სამართალი
ლევან იოსელიანი: პენიტენციური დაწესებულების ვიდეომასალა ჯერ კიდევ 2025 წლის 26 დეკემბერს დავათვალიერეთ და მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ. იმ პერიოდში არც მის ადვოკატს, არც მას ჩვენ მიმართ რაიმე ტიპის პრეტენზია არ გამოუთქვამთ
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხრიდან მიმართვის დღესვე შეისწავლეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეომასალა და მასში არასათანადო მოპყრობის ამსახველი მტკიცებულება ვერ ნახეს.
02 ოქტომბერი 2026, 17:25
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - ეს გამონათქვამი მიესადაგება ევროკავშირს, თვითონვე ამბობენ, რომ საქართველოში მთავრობის ნდობის ხარისხი არის მაღალი და მეორე მხრივ, ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ წარმოადგენს ხალხის ნებას. რას დავუჯეროთ, მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებს, თუ კონკრეტული პოლიტიკოსების მიკერძოებულ განცხადებებს?
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - არის ასეთი გამონათქვამი და სწორედ მიესადაგება ევროკავშირს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ევროკომისიის კვლევის შედეგებზე საუბრისას, რომლის თანახმად, ნდობის რეიტინგში საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.
02 ოქტომბერი 2026, 17:06
მსოფლიო
AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს
აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში დამატებით დაახლოებით 9 000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის, მათ შორის მესამე ავიამზიდს მაშინ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესაძლებლობას კვლავ განიხილავს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
02 ოქტომბერი 2026, 17:04
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მედიას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ესაუბრა.
02 ოქტომბერი 2026, 16:51
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა.
02 ოქტომბერი 2026, 16:50
ეკონომიკა
ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორი: დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში, რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო ცენტრალიზებული ელექტროქსელის მიღმა დარჩენილ ოჯახებს მზის სისტემები დაუმონტაჟდათ
საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს, რომელიც მაღალმთიანი დასახლებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა განაცხადა.
02 ოქტომბერი 2026, 16:48
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და მრავალწლიან წარმატებულ პარტნიორობას როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით. მხარეებმა საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები მიმოიხილეს.
02 ოქტომბერი 2026, 16:37
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის მეხოტბეები, რომლის დროსაც ციხეებში პატიმრების წამებისა და სექსუალური ძალადობის სისტემური, რეალური ფაქტები ხდებოდა, დღეს იმავე უმძიმეს ბრალდებებს მოქმედ პენიტენციურ სისტემას უნამუსოდ და უსინდისოდ უყენებენ, ოღონდ ამჯერად ერთი რამ ვერ გათვალეს - კამერა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. უწყების ინფორმაციით, კადრებში დეესკალაციის საკანში დავითაძის გადაყვანისა და მისი შემოწმების პროცესია ასახული.
02 ოქტომბერი 2026, 16:24
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა.
02 ოქტომბერი 2026, 16:23
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ვიცით ყველამ, ყველას გვყავს ახლობელი პატიმარი, ან ახლობლის ოჯახის პატიმარი და 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა
ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი პატიმრები კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოჰყავდათ.
02 ოქტომბერი 2026, 16:14
სპორტი
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში პირველი ადგილი დაიკავა
თავისუფალი პროგრამით წყვილი 3 ოქტომბერს იასპარეზებს. „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირი „თრიალეთის თასი“ ბათუმში მიმდინარეობს.
02 ოქტომბერი 2026, 16:03
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია, რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია
ბოლო წლებში გატარებული ცვლილებების შესაბამისად, უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გასცემს თანხმობას, რომელსაც სწავლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
02 ოქტომბერი 2026, 16:00
სამართალი
გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.
02 ოქტომბერი 2026, 15:54
კულტურა
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე თამარ შარაშიძესთან ერთად, სახელოვნებო სასწავლებლების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და სახელოვნებო განათლების და მუსიკალური ხელოვნების სამმართველოს უფროსი თამარ წულუკიძე.


