Bloomberg: კირილ შამალოვი პუტინის ქალიშვილს გაშორდა და კომპანიის აქციები გაყიდა
ეკატერინე ტიხონოვა,
კირილ შალამოვი
ფოტო: youtube
Bloomberg-ის ცნობით, ფონდ “ინოპრაქტიკის“ ხელმძღვანელი ეკატერინე ტიხონოვა, რომელსაც პუტინის უმცროს ქალიშვილს უწოდებენ, ნავთობქიმიური კომპანია “სიბურის“ მმართველობის წევრს, კირილ შამალოვს დაშორდა. ამ უკანასკნელმა კომპანიის აქციების მსხვილი პაკეტი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გაყიდა. Bloomberg-ი ვარაუდობს, რომ ეს აქციები პუტინის გარემოცვის მხრიდან ნდობის გარანტია იყო.
შამალოვი, Reuters-ის მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ნავთობქიმიური კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი 2008 წელს, 26 წლისა გახდა. მას შემდეგ, მთელი მისი კარიერა “სიბურთან“ იყო დაკავშირებული.
შამალოვი წარმოშობით სანკტ-პეტერბურგიდანაა. მამამისი ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის ნაცნობია, მათ 90-იანების დასაწყისში ერთობლივად სააგარაკე კოოპერატივი “ტბაც“ ჩამოაყალიბეს. ნიკოლაი შამალოვი ბანკ “რუსეთის“ აქციების 10%-ის მფლობელია. ეს ბანკი ამერიკული სანქციების ქვეშ მოხვდა სწორედ იმ მიზეზით, რომ პუტინის გარემოცვას ეკუთვნის.
შამალოვის ძმაც ბიზნესმენია. ის 2008 წელს ფონდ “გაზფონდის“ თავმჯდომარე იყო, რომლის საკუთრებაშიც გახლდათ “სიბური“.
სიბურის მესაკუთრეები გენადი ტიმჩენკო და ლეონიდ მიხელსონი არიან. ტიმჩენკოც პუტინის ახლო მეგობარია და ამ მეგობრობის გამო, მასაც შეეხო ამერიკული სანქციები.
დასაწყისში კირილ შამალოვს აქციების მხოლოდ 4,3% ერგო, როგორც ერთ-ერთ ტოპმენეჯერს. თავის ინტერვიუში, 2015 წელს ის აცხადებდა, რომ წახალისებად მას შესთავაზეს აქციები, ან ფულადი ბონუსები, მან კი ეს არჩევანი გააკეთა.
მომდევნო მსხვილი პაკეტი - 21,3% შამალოვმა 2014 წელს გენადი ტიმჩენკოსგან შეიძინა (ცოტა ხნით ადრე მან ვიცეპრეზიდენტის პოსტი დატოვა კომპანიაში). მან ამისათვის კრედიტი აიღო გაზპრომბანკიდან, სადაც ტოპმენეჯმენტში მისი ძმა მუშაობს.
Reuters-ის ცნობით, ტიმჩენკოსა და შამალოვს შორის მოლაპარაკებები წილზე მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც შამალოვმა 2013 წლის თებერვალში ფონდ “ინოპრაქტიკის“ ხელმძღვანელზე ეკატერინე ტიხონოვაზე იქორწინა, რომელსაც მედიის დიდი ნაწილი, მათ შორის Bloomberg-ი და Reuters-ი პუტინის უმცროს ქალიშვილად მოიხსენიებს.
მათი ქორწილი ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთ კურორტზე შედგა, სადაც ახლადდაქორწინებულები თეთრცხენებშებმული ციგებით მივიდნენ. სტუმრებსა და პერსონალს ქორწილის შესახებ საუბარი აუკრძალეს.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, გასული წლის აპრილში შამალოვმა, თავის დროზე ტიმჩენკოსგან შეძენილი აქციები მეორე ძირითად მესაკუთრეს, მიხელსონს მიჰყიდა, თავად კი მხოლოდ 3,9% დარჩა, თითქმის იმდენი, რამდენიც მას ტოპმენეჯერობის დროს ჰქონდა.
მომხდარი Bloomberg-მა, წყაროზე დაყრდნობით, იმით ახსნა, რომ შამალოვმა პუტინის მეგობარ ტიმჩენკოსგან აქციები მიიღო, როგორც პრეზიდენტის გარემოცვის ნდობის გარანტი, ტიხონოვასთან დაშორების შემდეგ კი მან ეს აქციებიც დათმო ისე, რომ მოგება არ მიუღია. თუმცა გამოცემასთან სხვა წყარო ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ თავის დროზე ამ აქციების შეძენა წარუმატებელი ინვესტიცია იყო, რითაც შამალოვმა სარგებელი ვერ მიიღო.
ამის მიუხედავად, პუტინის ყოფილ ე.წ. სიძის ქონება, “სიბურის“ აქციების დაკარგვის შემდეგ, მაინც სოლიდურია და 800 მილიონი დოლარია.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 14:11
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახის წევრები აზიარა და დალოცა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 14:09
მსოფლიო
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი: ღამით საარჩევნო უბნის 2 თავმჯდომარე და 1 მდივანი დააკავეს
„ისინი ღამით დააკავეს. საარჩევნო კოდექსი მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა მაშინაც კი, თუ კომისიის წევრები არ გამოცხადდებიან; საჭიროების შემთხვევაში, [საუბნო საარჩევნო კომისიის] ახალი წევრები ინიშნებიან“, - დასძინა ცესკოს თავმჯდომარემ.
07 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ „ჩერგოდ" მოგვევლინა. კარგად მახსოვს, გვარამია როგორ ამბობდა ხოლმე: „ჩერგო რომ ვინმეს იცავს, ეს უკვე დიაგნოზიაო" - და ახლა რა ჰგონია ნეტავ?
ღალატი მხოლოდ წასვლა არ არის. ღალატი მაშინ არის, როდესაც თანამებრძოლს ყველაზე მძიმე მომენტში ტოვებ, მის პოლიტიკურ კაპიტალს იყენებ, მის მხარდამჭერებზე პრეტენზიას აცხადებ და შემდეგ მათივე ხარჯზე საკუთარ პოლიტიკურ პროექტს აშენებ, - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე, პარტია "ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას შესახებ.
07 ივნისი 2026, 13:55
მსოფლიო
ისრაელში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
ისრაელში, სროლების სერია მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხუთი კი დაიჭრა.
07 ივნისი 2026, 13:21
მსოფლიო
უკრაინაში ჩერნობილში ბირთვულ ობიექტზე რუსული იერიშის შესახებ განაცხადეს
„უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ობიექტი. და უაღრესად მზაკვრული რუსული დარტყმა. რუსეთმა შეგნებულად მიიტანა იერიში სწორედ ბირთვული ინფრასტრუქტურის ამ ობიექტზე. ამ დროისთვის რადიაციული ფონის ნორმის გადაჭარბება არ ფიქსირდება. მაგრამ ცალსახად გადაჭარბებულია ისედაც ყოველგვარ საზღვრებს გასული რუსული თავხედობა. უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შემდეგ ამ ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს. და საჭიროა რეალური, ახალი ნაბიჯები მსოფლიოს მხრიდან, რათა რუსებმა იგრძნონ, რომ მათი ასეთი ტერორისტული ომი არის დარტყმა თავად რუსეთზე “, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
07 ივნისი 2026, 13:01
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო ეტაპობრივად დაიმკვიდრებს თავს არა მხოლოდ სატრანსპორტო ხიდად ევროპასა და აზიას შორის, არამედ მთელი ევრაზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბად
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს სომხეთში მიმდინარე არჩევნებზე და ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი შედეგისთვისაა მზად. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი საქართველოს გეოეკონომიკური მდგრადობაა და შუა დერეფანი ამბიციური იდეიდან რეალურად მოქმედ სატრანსპორტო სისტემად იქცა. ქართველიშვილის აზრით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მსოფლიო ბანკმა 372 მილიონი დოლარი გამოყო საქართველოსთვის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის შემდგომი განვითარების მიზნით: „შუა დერეფანი ამბიციური იდეის ეტაპიდან რეალურად მოქმედი ევრაზიული სატრანსპორტო სისტემის ეტაპზე გადავიდა. საქართველო რჩება იმ საკვანძო სახმელეთო რგოლად, რომლის გარეშეც შეუძლებელია კასპიის რეგიონი, ცენტრალური აზია, თურქეთი და ევროპა ერთიან ლოჯისტიკურ ჯაჭვად გაერთიანდეს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
07 ივნისი 2026, 12:46
პოლიტიკა
ნიკა ობოლაძე ჩერგოლეიშვილზე: ამბობს, რომ სანამ ბანდერლოგებს არ დაამარცხებს მანამდე ბიძინა არ დამარცხდება, ანუ, „ცხრიანს“ რომ კარგად ემუშავა, ბიძინას დარჩენის გარანტია იყო ცხრიანი? ასე უყურებს ქალბატონი თამარი მის პროექტს? - საქმე ისაა, რომ ქალბატონი თამარი სულ იტყუება
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, სადაც ანა წითლიძეს და ზოგადად, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეებს აკრიტიკებს.
07 ივნისი 2026, 12:41
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 11:00 საათის მონაცემებით, ხმა 362 657 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48%-ს შეადგენს.
07 ივნისი 2026, 12:37
პოლიტიკა
ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის გუნდზე: სანამ ამ ადამიანის მოდგმის და ადამიანის განვითარების მტრებს, ამ ჭიაღუებს არ გადაჭლეტს წინააღმდეგობა, იმ ძალას ვერ შეიძენს რაც ბიძინას წაქცევას სჭირდება - სააკაშვილის ნასროლ განავალში უნდა დაიხრჩონ
მეგობრებო - ასეთია მონად შობილი, ხბომადიდიდებელი ბანდერლოგი, - ასე ეხიანება „ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ამავე ალიანსში შემავალი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც ნიკა გვარამიას სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში დასდო ბრალი.
07 ივნისი 2026, 12:25
სამართალი
პროკურატურა: შსს-ს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 12:23
საზოგადოება
შსს: სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, ბაქარ ბექაურის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
07 ივნისი 2026, 12:09
მსოფლიო
სომხეთში, არჩევნებისთვის ქვეყანაში სომხეთის მოქალაქეების ჩაყვანის ორგანიზების ბრალდებით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი დააკავეს
საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ გამოძიების თანახმად, ა.გ., რომელიც რუსეთის სომხური ბიზნეს საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, რუსეთიდან სომხეთში 2026 წლის 31 მაისს ჩავიდა. ის, სავარაუდოდ, ტელეგრამის საშუალებით დაჰპირდა რუსეთში მცხოვრებ სომხებს უფასო ტრანსპორტირებას, რათა უზრუნველეყო მათი მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.
07 ივნისი 2026, 12:02
თავდაცვა
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების კახეთის რეგიონულმა ცენტრმა წვევამდელების ახალი ეტაპი გაიწვია
თელავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ ცენტრში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვის ვადით გაწვეული და ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირები გამოცხადდნენ. კახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა სებისკვერაძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და ადგილზე მყოფ მშობლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული ახალგაზრდების აღზრდისთვის, რომლებიც საქართველოს თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარი სურვილით და ნებაყოფლობით შეუერთდნენ.
07 ივნისი 2026, 11:48
საზოგადოება
ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება
ახალციხეში „გემოფესტი“ გრძელდება. ფესტივალი 15:00 საათიდან დაიწყება. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგროზონა, კვების ობიექტები და გასართობი სივრცეები პატარებისთვის. გასტრონომიულ ფესტივალზე 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი.
07 ივნისი 2026, 11:40
რეგიონი
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა - სპეციალური კომისია ზარალს ითვლის
სეტყვამ და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ზიანი მიადგა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსაც. სტიქიამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვენახები, ერთწლიანი სამეურნეო კულტურები და ხეხილის ბაღები დააზიანა.
07 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშების შესახებ ცნობებს ავრცელებს უკრაინაც. კიევმა სანქტ-პეტერბურგში, ნავთობტერმინალზე მიტანილი იერიში დაადასტურა. ინფრასტრუქტურული ობიექტები დაიბომბა კიროვისა და კრასნოსელსკის რაიონებშიც
07 ივნისი 2026, 11:30
საზოგადოება
სამების ტაძარში დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება - დღესვე შიო მესამე შეხვდება და დალოცავს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს
ყოველთა წმინდანთა ხსენების კვირას კათოლიკოს-პატრიარქი ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში ატარებს, წირვის შემდეგ კი იქადაგებს.
07 ივნისი 2026, 11:27
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონების ჩამოგდების შესახებ იუწყება
„დღეს ახლო აღმოსავლეთში მყოფმა ამერიკულმა ძალებმა ჩამოაგდეს ირანული წარმოების ორი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციას ჰორმუზის სრუტეში. ამერიკული ძალები კვლავაც საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან და მზად არიან, გააგრძელონ თავდაცვა ირანული აგრესიისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
07 ივნისი 2026, 11:12
საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და წირვას დაესწრო, რომელიც სან-ფრანცისკოში, ქართული ეკლესიის წინამძღვარმა აღავლინა.
07 ივნისი 2026, 11:07
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. ამაზე კარგი და ღრმა ურთიერთობა აღარ ვიცი, რა შეიძლება იყოს
„ბევრი პოლიტიკური და პოლიტიკური საკითხია, რომელზეც განვაგრძობთ თანამშრომლობას. უფრო დავაახლოებთ და გავაღრმავებთ ამ კავშირებს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.


