როგორი იქნება რეაბილიტირებული დუშეთი. ვიდეო
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მაისში დასრულდება. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შალვა ინაშვილის თქმით, პირველი ეტაპი ე.წ. ბულვარისა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციას გულისხმობს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
"დუშეთის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ისტორიული სკვერის, ე.წ. ბულვარისა და ეკლესიის რეაბილიტაციას. ასევე, გზებზე ფილების დაგებას, განათების 160 ლამპიონის დამონტაჟებას და ა.შ. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების ვადა არის 25 მაისი, თუმცა შეიძლება თარიღი შეიცვალოს. გააჩნია, დროში რამდენად მოესწრება“, - აღნიშნავს ინაშვილი.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე 40 სახლის რეაბილიტაციას გულისხმობს, შალვა ინაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ტენდერი მაისში გამოცხადდება და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანია გამოვლინდება.
"ჩვენ პროექტის დონეზე ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს. ბულვარის მიმდებარედ 40 სახლია, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსები აქვთ მინიჭებული და სწორედ მათი რეაბილიტაცია დაიწყება. მსოფლიო ბანკს ველოდებით. შემდეგ უკვე მუნიციპალური განვითრების ფონდი ტენდერის გამოაცხადებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია რომ გამოვლინდება, მეორე ეტაპიც დაიწყება. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მუნიციპალურ ფონდთან და სავარაუდოდ, მეორე ეტაპის სამუშაოების დაწყება მაისში უკვე შესაძლებელი იქნება“, - განმარტავს ინაშვილი.
დუშეთის მუნიციპალიტეტში ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროექტს მსოფლიო ბანკი დაახლოებით 12 მილიონი ლარით დააფინანსებს. კონკრეტულად ბულვარის რეაბილიტაციისთვის კი 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ყველა სიახლე
22 მაისი 2026, 09:18
კულტურა
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამო აგებული იყო ვახუშტი კოტეტიშვილის ლიტერატურულ-დრამატულ კომპოზიციებზე, ლექსებზე, თარგმანებზე, მის ბიოგრაფიულ რომანსა და ჩანაწერებზე.
22 მაისი 2026, 08:59
მსოფლიო
პოლონეთმა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
პოლონეთის ხელისუფლებამ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრს იტამარ ბენ-გვირს ხუთი წლით ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარცინ კერვინსკი ავრცელებს.
22 მაისი 2026, 08:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: პეტერ ფიშერის განცხადებები სრულიად ანტიქართული, ანტიდემოკრატიული და ანტიევროპულია
დიპლომატის მორიგი ანტიქართული რიტორიკა - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პეტერ ფიშერის მორიგ განცხადებას. საუბარია ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუზე, სადაც გერმანიის ელჩი ამბობს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ.
22 მაისი 2026, 08:40
საზოგადოება
დღეს ნიკოლოზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.
22 მაისი 2026, 08:35
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე Resilio Access Project-ის კვლევაზე: როდესაც ფაქტებზე დაფუძნებული და მიუკერძოებელი ანგარიშები იდება, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას მმართველი გუნდი სწორად ასრულებს
Resilio Access Project-ის მიერ ჩატარებული კვლევა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე შეაფასა. მისი თქმით, ობიექტურად ჩატარებული კვლევების თანახმად, დასტურდება, რომ ქართველი ხალხის დაკვეთას სახელისუფლებო გუნდი სწორად ასრულებს.
22 მაისი 2026, 08:26
საზოგადოება
შიო მღვიმელის ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქი სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა შიო მღვიმელის ხსენების დღეს აღნიშნავს. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III სადღესასწაულო წირვას შიომღვიმის მამათა მონასტერში აღავლენს.
22 მაისი 2026, 08:20
პოლიტიკა
ნინო წილოსანი პრემიერის ღია წერილის ადრესატებზე: ამ ადამიანების დუმილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მათთვის ადამიანის უფლებები არაფერია
ეს ადამიანები [ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა] სრულად დუმან და განცხადებებს არ აკეთებენ და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ პრემიერ-მინისტრმა მათ საჯაროდ მიმართა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
22 მაისი 2026, 08:13
საზოგადოება
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. მორიგი რეპეტიცია დღეს დილის 10:00 საათიდან გაიმართება, სადაც სამხედროების საზეიმო მზადების პროცესს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი უხელმძღვანელებს. ადგილზე თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირებიც იქნებიან.
22 მაისი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
22 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
22 მაისი 2026, 05:00
მსოფლიო
Reuters: ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს
ირანის ომით გამოწვეული ენერგეტიკული შოკი სულ უფრო ღრმად აღწევს ევროპის ეკონომიკაში - ეს ხელმძღვანელ პირებს დილემის წინაშე აყენებს, რადგან იგი ერთდროულად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და ფასების მატებას იწვევს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
22 მაისი 2026, 04:30
მსოფლიო
გერმანული გამოცემა Die Zeit უკრაინაში კორუფციულ სკანდალზე: ახლა უკვე თავად ზელენსკის კეთილსინდისიერებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება - მერცი ამ საქმის გამო პირადად რამდენჯერმე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მომხდარის სრული გამოაშკარავება მოსთხოვა
მრავალმილიონიანმა სკანდალმა უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს კულუარებამდე შეაღწია. სულ რამდენიმე დღის წინ, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ანდრიი იერმაკს - პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უახლოეს მრჩეველსა და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, - წერს გერმანული გამოცემა Die Zeit-ი.
22 მაისი 2026, 04:15
მსოფლიო
იაროსლავლის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული
იაროსლავლის ოლქში უკრაინული დრონების თავდასხმის გამო საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული. ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, მიხეილ ევრაევი საკუთარ Telegram-არხზე ავრცელებს.
22 მაისი 2026, 04:05
მსოფლიო
The Washington Post: ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა
ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 მაისი 2026, 03:50
მსოფლიო
ტრამპი: აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 ჯარისკაცს გაგზავნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ პოლონეთში დამატებით 5 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის.
22 მაისი 2026, 03:46
მსოფლიო
Reuters: ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, თუმცა პოზიციებს შორის სხვაობა შემცირდა
ხუთშაბათის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახალ სამშვიდობო შეთანხმებაზე კონსენსუსი კვლავ არ არის მიღწეული. თუმცა, როგორც სააგენტო Reuters-ს ირანის მაღალჩინოსანმა წყარომ განუცხადა, მხარეებს შორის არსებული აზრთა სხვაობა და პოზიციური დაშორება მკვეთრად შემცირდა.
22 მაისი 2026, 03:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომის გარდამტეხ მომენტში ვიმყოფებით და მოსკოვზე ზეწოლა ძლიერდება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში გამართულ უკრაინა-ნატოს საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა, რომ „ომში გარდამტეხი მომენტი“ დგება.
22 მაისი 2026, 03:32
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის ომის გამო შესაძლოა შვილის ქორწილს ვერ დაესწროს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ უქმეებზე დაგეგმილი მისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსისა და ბეტინა ანდერსონის ქორწილის დრო სრულიად შეუფერებელია და შესაძლოა, მან ცერემონიაზე მისვლა ვერ შეძლოს.
22 მაისი 2026, 03:20
მსოფლიო
„რესპუბლიკელებმა“ გააუქმეს კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც ტრამპს ირანიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას ან ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას ავალდებულებდა - გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნათელი გახდა, რომ მათ დოკუმენტის ჩასაგდებად საკმარისი ხმები არ ჰქონდათ
წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელებმა“ ხუთშაბათს მოულოდნელად გააუქმეს კენჭისყრა რეზოლუციაზე, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს ირანიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანას ან ომის გასაგრძელებლად კონგრესისგან ოფიციალური თანხმობის მიღებას ავალდებულებდა.
22 მაისი 2026, 03:09
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი: ამერიკის პრეზიდენტთან საუბრისას მე დაჟინებით დავაყენე ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის სავიზო მოთხოვნების გაუქმების საკითხი
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ბულგარეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ში უვიზო მიმოსვლის საკითხი წამოჭრა.
22 მაისი 2026, 03:00
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს
ევროკავშირის სულ უფრო მეტი წევრი სახელმწიფო ითხოვს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის დასანქცირებას იმ აქტივისტების მიმართ მოპყრობის გამო, რომლებიც ღაზის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას დააკავეს, - წერს გამოცემა POLITICO.


