imedi /  10 აპრილი 2018, 16:59 / სანდო წყარო

აშშ-ის ანტირუსულ სანქციებში VTB ბანკიც მოხვდა

ანდრეი კოსტინი

ანდრეი კოსტინი

აშშ-ის ანტირუსულ სანქციებში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააფართოვა, რუსი ბიზნესმენი ანდრეი კოსტინიც მოხვდა. ის რუსული VTB Bank-ის აღმასრულებელი დირექტორია. დღეს კი აშშ-მა სანქციები კიდევ გააფართოვა და სიაში უკვე თავად VTB Bank-იც არის შეტანილი, რომელიც ქართულ ბაზარზეც ოპერირებს.

როგორც ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, სანქციები ბიზნესზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ბანკი თავისი სამუშაოს თითქმის 90%-ს რუსეთში ახორციელებს.

ანდრეი კოსტინის განცხადებით, სანქციებში პირადულს ვერაფერს ხედავს, რადგან ეს პოლიტიკის ნაწილია, რომელიც კოსტინის აზრით, "სადღაც უნდა დასრულდეს და ურთიერთობების განახლებაზე უნდა დაიწყონ მხარეებმა მუშაობა".

კოსტინმა აშშ სანქციებთან დაკავშირებით გაუგებრობაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, არამედ ყოველთვის ცდილობდა კარგი ურთიერთობები ჰქონოდა ამერიკელ პარტნიორებთან და ინვესტორებთან.

რაც შეეხება ანტირუსული სანქციების გავლენას „ვი-თი-ბი“-ს საქართველოს ოფისზე, imedinews-ს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ანტირუსული სანქციები რუსეთის სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებზე ვრცელდება, ბანკის ქართულ წარმომადგენლობასთან კავშირი არ აქვს და შესაბამისად მის მუშაობაზეც ვერ აისახება. ამასთან, "ვი-თი-ბი საქართველოში" დასძენენ, რომ ასეთი სანქციები აშშ-მა გასულ წელსაც შეიმუშავა, ახალი სანქციები კი ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არსებობს აშშ-ის კონგრესში და მიღებული არ არის.

2005 წელს “ვნეშტორგბანკმა” შეიძინა სს“გაერთიანებული ქართული ბანკის” აქციათა საკონტროლო პაკეტი - 50%+1აქცია. 2006 წელს კი “გაერთიანებულ ქართულ ბანკს” სახელი შეეცვალა და ეწოდა სს”ვითიბი ბანკი ჯორჯია”.

სს ”ვითიბი ბანკ ჯორჯიას” უმსხვილესი აქციონერები: რსს “ბანკი ვეტებე” (აქციათა 53.17%) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 18.87%.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2026, 21:48

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2026, 21:42

პოლიტიკა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები დღესაც თბილისის და რაიონულ სასამართლოებში გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები დღესაც თბილისის და რაიონულ სასამართლოებში გაიმართა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორები სამართალდამრღვევებად ცნეს.

29 სექტემბერი 2026, 21:37

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და ეფექტური მართვის საკითხებზე, საჩხერის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2026, 21:06

პოლიტიკა

მსოფლიო ბანკის ანგარიში და პროგნოზი - რას მოუტანს საქართველოს შუა დერეფანში განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციები? „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა დერეფანში სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები რამდენჯერმე გაზარდოს, გაანახევრო ტრანზიტის დრო და შექმნას მილიონობით სამუშაო ადგილი. ანგარიშს მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.

29 სექტემბერი 2026, 20:49

პოლიტიკა

საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას. მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლა და მინისტრის ორმხრივი შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო წესრიგისა და უკრაინელი ხალხის მტკიცე ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. კანადაში გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო მინისტერიალზე, ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები შეაჯამა.

29 სექტემბერი 2026, 20:46

საზოგადოება

ქართულ-ჩინური თანამშრომლობის შედეგი - თბილისის მეტროპოლიტენი 100-ზე მეტ ახალ ვაგონს მიიღებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქართულ-ჩინური თანამშრომლობის შედეგი - თბილისის მეტროპოლიტენი ასზე მეტ ახალ ვაგონს მიიღებს. ვაგონები საქართველოში ეტაპობრივად შემოვა. სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონიას დედაქალაქის მერი დაესწრო. მაკო ლორთქიფანიძე გვიერთდება.

29 სექტემბერი 2026, 20:43

პოლიტიკა

საქართველოს ბედი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ხელშია-პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ჰყავს მეგობრები და პარტნიორები, მაგრამ საქართველოს ბედის გადაწყვეტის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის - ეს დღეს ყველას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შეახსენა. ირაკლი კირცხალიამ მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი კომპრომისის საგანი ვერ გახდება.

შალვა პაპუაშვილი

29 სექტემბერი 2026, 20:39

პოლიტიკა

გარედან წაქეზებული კამპანიის მორიგი მხილება პარლამენტის თავმჯდომარისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ გულისხმობს მოქალაქეთა შეურაცხყოფის გამართლებას - პარლამენტის თავმჯდომარე ევროპულ ინსტიტუტებს ეთიკური და პოლიტიკური თანმიმდევრულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

ეკა სეფაშვილი

29 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს ნიშნავს 22 მილიონი ლარის უკან ჩაბრუნებას ეკონომიკაში

საზოგადოებაში სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ქონების გადასახადის ზღვართან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, ქონების გადასახადი მხოლოდ 100 ათასზე მეტი ლარის შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ.

29 სექტემბერი 2026, 20:31

პოლიტიკა

ნინო დოლძე, გიორგი ბურჯანაძე და გიორგი ონიანი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ - თემა ისევ სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები იყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისი-სტრასბურგი. ისევ ნაცნობი სცენარი და ისევ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ნინო დოლძე, გიორგი ბურჯანაძე და გიორგი ონიანი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდნენ. როგორც თავად, მათთვის მისაღებ მედიაში თქვეს, ალენ ბერსესთან საუბრის თემა ისევ სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები იყო.

ლევან ალიმბარაშვილი

29 სექტემბერი 2026, 20:26

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ახალი დირექტორი, ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ახალი დირექტორი, ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებს, რომელსაც მედია სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ინფორმაციას მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ავრცელებს.

მარტა კოსი

29 სექტემბერი 2026, 20:17

მსოფლიო

მარტა კოსი უკრაინის ხელისუფლებას: გაატარეთ შეთანხმებული რეფორმები, რათა ჩვენც შევძლოთ ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება

ბრიუსელში აცხადებენ, რომ უკრაინის მთავრობა, უმაღლესი რადა და სხვა ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ევროპული დაფინანსების მისაღებად.

29 სექტემბერი 2026, 20:13

პოლიტიკა

დამალული სიმართლე - კვლევა, რომელიც ოპოზიციამ IRI-ის თავადვე დაუკვეთა, თუმცა, მათთვის კატასტროფული შედეგის გამო საზოგადოებას დაუმალა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციოლოგიური გამოკითხვით ირკვევა, რომ 8 ოპოზიციური პარტიის ჯამური მხარდაჭერა მხოლოდ 16%-ია, რაც ისტორიული მინიმუმია. ამავე კვლევით მმართველი გუნდი ალოკაციით ამომრჩეველთა ხმების 55%-ს იღებს. გასაიდუმლოებული მონაცემების გამოაშკარავებამ ოპოზიციაში ქაოსი გამოიწვია და ახალი დაპირისპირების კერა შექმნა.

29 სექტემბერი 2026, 19:53

მსოფლიო

The Atlantic: ტრამპმა შესაძლოა რუსეთს სანქციების ნაწილი უკრაინაში ომის დასრულებამდე მოუხსნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ევროპაში, ჯონ კოულმა თეთრი სახლის ლიდერს ახალი დიპლომატიური ინიციატივით მიმართა. გეგმა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას ითვალისწინებს - კერძოდ, რუსეთისთვის სანქციების ნაწილობრივ მოხსნას კრემლის პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, საიმონ შუსტერი იტყობინება.

თამარ იოსელიანი

29 სექტემბერი 2026, 18:32

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი

მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით.

29 სექტემბერი 2026, 18:31

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

29 სექტემბერი 2026, 18:29

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ გვაქვს 10-წლიანი ძალიან მკაფიო ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სატრანსპორტო სისტემა და აქ ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის შესაძლებლობები, რომელსაც ზოგადად დაკავშირებადობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და შესაბამისი მიმართულებები ქმნის. ეს ნიშნავს უფრო მეტ ბიზნესს, მეტ ტურისტს, განვითარებულ ეკონომიკას, უფრო მეტ აქტივობას რეგიონში და, შესაბამისად, უფრო მჭიდრო კავშირებს როგორც ევროპასთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

29 სექტემბერი 2026, 18:28

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

29 სექტემბერი 2026, 18:26

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: წლების განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ პარტნიორს - „ვიზეარს“ ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი მის განვითარებაში, რაც ნამდვილად ჩანს რიცხვებში და შედეგიც ნათელია

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა, ასევე დღეს Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს ორი თარიღი ერთმანეთთან განსაკუთრებულად და მჭიდროდ არის დაკავშირებული, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ქუთაისში გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე.

აკაკი ალადაშვილი

29 სექტემბერი 2026, 18:26

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი: როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავს, აგინებს, შეურაცხყოფს, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის მისაბაძია, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც

როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, ერთმანეთს ლანძღავენ, აგინებენ, შეურაცხყოფენ, არ ჰყავს ადამიანები, რომლებიც მათთვის მისაბაძები არიან, ასეთი საზოგადოება არის ძალიან ადვილი სამართავი, რადგან ეს არის ორად გახლეჩილი საზოგადოება. ეს არის ამ სიძულვილის კამპანიის მიზანიც, - განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა.