რა ღირს ბინის ქირაობა თბილისში და რომელი უბნებია შედარებით იაფი
ფოტო: shutterstock.com
დედაქალაქში უძრავი ქონების გაქირავება წლებია შემოსავლიან ბიზნესად იქცა. მოქალაქეების ნაწილი უძრავ ქონებას სპეციალურად, გაქირავების მიზნითაც ყიდულობს. Allnews.ge-ი აქვეყნებს ინფორმაციას, რომელ უბანში რა ფასად არის შესაძლებელი ბინის დაქირავება
თბილისში ბინების გაქირავების ფასები ბოლო პერიოდში სტაბილურია. რაც შეეხება ფასებს უბნების მიხედვით, ტენდენცია ასეთია:
ბაგებში ერთოთახიან ბინას 250 ლარიდან იქირავებთ. ფასი ამ უბანში რემონტის და საცხოვრებელი პირობებისა და ოთახების რაოდენობების მიხედვით იზრდება და 3 110 ლარს აღწევს.
ვაკეში, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი პრესტიჟული უბანია, ბინები ყველაზე ძვირად ფასობს, თუმცა Saqme.ge-ს მიხედვით 250 ლარად 1 ოთახის დაქირავება შეგიძლიათ, ოღონდ ბინის მეპატრონეებთან ერთად ცხოვრება მოგიწევთ. თუ ცალკე გსურთ ცხოვრება, 1 ოთახის ფასი თვეში 550 ლარიდან იწყება 800 ლარს აღწევს.
ვერაზე ბინის ღირებულება ვაკის მსგავსად საკმაოდ მაღალია. კერძოდ, იტალიურ ეზოში ძალიან მცირე ზომის ოთახს 350 ლარად იქირავებთ, 2-ოთახიან ასევე მცირე ზომის ბინას 400 ლარიდან, 3 ოთახიან ბინას 850 ლარიდან, 4 ოთახიან კეთილმოწყობილ ბინას კი 4 900 ლარიდან იქირავებთ. ასევე მსგავსი ტიპის 6 ოთახიანი ბინის ქირაობის საფასური ვერაზე დაახლოებით 8 750 ლარია.
მთაწმინდა ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი უბანია, სადაც ბინების დაქირავება მოთხოვნადია. აქ მცირე ზომის ბინების ფასი დაახლოებით დაახლოებით 250 ლარიდან იწყება, თუმცა მათი რაოდენობა ბევრი არ არის, კეთილმოწყობილი ბინების ფასი კი 10 000 ლარამდეც აღწევს.
საბურთალოზე, რომელიც ასევე ქალაქის ცენტრალური ნაწილია, Saqme.ge-ს მიხედვით 1-ოთახიანი ბინის ფასი 450 ლარიდან იწყება და ოთახების და პირობების მიხედვით იზრდება. 4 ოთახიანის ფასი 4 000 ლარამდეც აღწევს, თუმცა ამავე რაოდენობით ოთახების მქონე სახლის დაქირავება, თუ მაქსიმალური კომფორტი არ გსურთ, შედარებით ხელმისაწვდომ ფასადაც შეგიძლიათ.
რაც შეეხება დიდუბეს, აქ 1-ოთახიანი ბინის დაქირავების ფასი 170 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანს დაახლოებით 450 ლარად იქირავებთ. ბინების ქირაობის მაქსიმალური ღირებულება აქაც ათასობით ლარია. მაგალითად, კეთილმოწყობილ, კომფორტულ სამოთახიან ბინას 1 200 ლარად იქირავებთ, ამავე ფასად 5-ოთახიანი ბინის მოძებნაც შეგიძლიათ. დიდუბეში ბინის ქირის ყოველთვიური მაქსიმალური ღირებულება 3 000 ლარია.
დიღმის მასივი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული უბანია, სადაც 1-ოთახიანი ბინის დაქირავების საფასური 200 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანის 400 ლარიდან და საცხოვრებელი პირობებისა და ოთახების რაოდენობის მიხედვით იზრდება. მაგალითად, 4 ოთახიანი კერთილმოწყობილი და კომფორტული ავეჯით გაწყობილი ბინის ყოველთვიური ღირებულება ამ უბანში დაახლოებით 1 200 ლარია. დიდ დიღომში კი 1 ოთახიანი ბინის ფასი 210 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი ვებგვერდის მიხედვით 1955 ლარია.
რაც შეეხება იმ უბნებს, სადაც ბინის ქირაობა ყველაზე იაფია, მაგალითად ავლაბარში 1-ოთახიანი ბინის ქირის ფასი 300 ლარიდან იწყება. ცხადია, ამ ღირებულების ბინები მდიდრული ავეჯით კეთილმოწყობილი, როგორც წესი არ არის. Saqme.ge-ს მიხედვით, ავლაბარში ბინის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება დაახლოებით 3 500 ლარს შეადგენს.
ნაძალადევში 1-ოთახიანი ბინის ქირის ფასი 120 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანს 300, ხოლო 3 ოთახიანს 550 ლარიდან. მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ნაძალადევის რაიონში ბინის დაქირავებაში იყოს გადასახდელი, 2 200 ლარია, რომელიც სამოთახიანი ბინის ფასია.
რაც შეეხება ვაშლიჯვარს აქ 1-ოთახიან ბინას თვეში 200 ლარად იქირავებთ, ბინის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება კი 1250 ლარია, რომელსაც 3-ოთახიან ბინაში გადაიხდით.
ვაზისუბანში ბინის დაქირავება ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია, აქ ბინების ფასი 170 ლარიდან იწყება. აღნიშნულ ფასად ერთოთახიან ბინას იქირავებთ, 2-ოთახიანს 300 ლარიდან, 4-ოთახიანის ფასი დაახლოებით 800 ლარია, თუმცა კარგად გარემონტებული 3-ოთახიანი ბინის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 1000 ლარია.
ისანი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი აქტიური უბანია, მშენებლობების თვალსაზრისითაც, ბოლო პერიოდში ძალიან დატვირთულია. აქ 1-ოთახიანი ბინის ფასი დაახლოებით 200 ლარიდან იწყება, მაგალითად, 3-ოთახიანს დაახლოებით 600-730 ლარად იქირავებთ, თუმცა სხვა უბნების მსგავსად ისანშიც არის განსაკუთრებით კომფორტული და კეთილმოწყობილი სახლები, რომელთა ყოველთვიური ღირებულებაც ათასებს აღწევს. მაგალითად, ერთ-ერთი სამოთახიანი ბინის დაქირავების ფასი თვეში დახლოებით 5 000 ლარია.
რაც შეეხება ორთაჭალას, Saqme.ge-ს მიხედვით 1 ოთახიანი ბინების ფასი აქ 300 ლარიდან იწყება, ამავე ფასად შეგიძლიათ მოძებნოთ ოროთახიანი ბინაც, თუმცა პირობების მიხედვით ფასი განსხვავებულია.
გლდანში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია, 1-ოთახიანი ბინების ფასი დაახლოებით 180 ლარიდან იწყება, ოთახების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი ფასიც იმატებს, თუმცა აქ 4-ოთახიან ბინას შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, დაახლოებით 1 000 ლარად იქირავებთ.
თემქაზე კი 1-ოთახიანი ბინის ფასი ყოველთიურად 200 ლარიდან იწყება, 2-ოთახიანის - 350 ლარიდან, 3-ოთახიანს 500 ლარად იქირავებთ, 4-ოთახიანს კი 600 ლარიდან.
ყველაზე მაღალფასიანი სახლი, რომელიც Saqme.ge-ზეა განთავსებული, 10-ოთახიანი ბინაა, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს და მისი დაქირავების ფასი თვეში 19 040 ლარია.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 09:45
მსოფლიო
რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
04 აპრილი 2026, 08:45
მსოფლიო
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამართლებრივი ხაფანგი დააგო“ იმ შემთხვევისთვის, თუ ის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება და მას ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 08:01
მსოფლიო
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეში გაემგზავრა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ორდღიან ტურნეში გაემგზავრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.
03 აპრილი 2026, 21:59
პოლიტიკა
გიორგი ზურაბაშვილი: სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება
სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე საქართველოში სლოვაკეთი-საქართველოს პირველი ეკონომიკური კომისიის სხდომა შედგება, - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სლოვაკეთში ვიზიტი შეაჯამა.
03 აპრილი 2026, 21:33
სპორტი
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა „Danube Cup 2026“-ზე კანადის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მე-2 დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება. მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირში Danube Cup 2026 მონაწილეობს.
03 აპრილი 2026, 21:26
კულტურა
თინათინ რუხაძე ქართველი მხატვრების, იური და ვიკა ბერიშვილების ნამუშევრების გამოფენის - „მამა-შვილის“ გახსნას დაესწრო
სამინისტროს ინფორმაციით, ფერწერული ტილოები წარმოდგენილია „ზარაფხანის“ არტ-დირექტორის, ხელოვან ირაკლი ნასიძის საიუველირო ხელოვნების ნიმუშებთან ერთად.
03 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
დაწესდება თუ არა ფასის ზედა ზღვარი კიდევ 4 ათას მედიკამენტზე - პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავარი საკითხი, რომლის გარკვევასაც კომისიის წევრები ცდილობდნენ, მოქალაქეებისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. არ არის გამორიცხული, რეფერენტული ფასი სამომავლოდ ბავშვთა კვებასაც შეეხოს. განიხილეს დამატებით კიდევ 4 ათას მედიკამენტზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობაც.
03 აპრილი 2026, 21:10
პოლიტიკა
აქციის დაანონსებიდან ოპოზიციური ალიანსის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ - რას ემსახურება თურქეთში გამართული შეხვედრები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში მორიგი აქციის ანონსი და საზღვარგარეთ ვიზიტი - ასეთია ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური სტარტი.


