imedi /  20 აპრილი 2018, 11:30 / სანდო წყარო

საქსტატი: მარტში კვების პროდუქტებსა და თამბაქოზე ფასებმა იკლო

მარტში წინა თვესთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,9 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი 6,5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ფასები დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე 0,9 პროცენტით შემცირდა და ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0,71 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,1 პროცენტი), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებზე და ქიმიურ ბოჭკოებზე (-3,8 პროცენტი).

ფასები შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე (-1,7 პროცენტი), აგრეთვე ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და ცხელი წყლის ჯგუფზე (-0,7 პროცენტი). წლიურ ჭრილში კი ფასების ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,5 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (5,3 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე და ლითონის მზა ნაწარმზე (11,8 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაზრდილია 12,1 პროცენტით.

ყველა სიახლე

07 მაისი 2026, 10:50

სამართალი

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

07 მაისი 2026, 10:50

სამართალი

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პორტუგალიისა და პალაუს დროშებით მცურავი გემები 100-100 ათასი ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს.

07 მაისი 2026, 10:47

სამართალი

კახეთის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაცნობს - 1946 წელს დაბადებულ შ.ე.-ს მის საცხოვრებელ სახლში, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თანხა მოსთხოვა, თუმცა, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

07 მაისი 2026, 10:46

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო

ევროკავშირმა წუხელ გამართული მოლაპარაკებების შედეგად აშშ-თან დადებული სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე ახალ ტარიფებს დააწესებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

07 მაისი 2026, 10:45

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეკონომიკური დეპარტამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

07 მაისი 2026, 10:45

სამართალი

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1974 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

07 მაისი 2026, 10:45

საზოგადოება

მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება

შეფასება განხორციელდება სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც უკვე გადაეგზავნა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს.

დაკავება

07 მაისი 2026, 10:44

სამართალი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1990 წელს დაბადებული ნ.თ. დააკავეს.

07 მაისი 2026, 10:36

ტექნოლოგიები

იაპონიის სანაპიროსთან უცნობი ორგანიზმი აღმოაჩინეს

ბიოლოგებმა ცხოველი ჯერ კიდევ 2022 წლის ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს. 4 წლის განმავლობაში მეცნიერებმა ეს ორგანიზმი ვერცერთ ცნობილ ჯგუფს ვერ მიაკუთვნეს, ამიტომ პუბლიკაციაში ის მოხსენიებულია, როგორც „ცხოველი კლასიფიკაციაში დაუდგენელი პოზიციით“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

07 მაისი 2026, 10:32

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკი ამ ზაფხულს რუსეთის ახალ შეტევას ელოდება და პარტნიორებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გაძლიერებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს უთხრა, რომ მიმდინარე ზაფხულს რუსეთის ახალ შეტევას ელოდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

07 მაისი 2026, 10:29

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა

თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ორგანიზებული ტრენინგ-სემინარი „სამშვიდობო სკოლა ახალგაზრდებისთვის“ გახსნა.

07 მაისი 2026, 10:28

საზოგადოება

8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით, ყოველწლიურად 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

07 მაისი 2026, 10:27

პოლიტიკა

მაჭარაშვილი: ამერიკამ 600-მდე საერთაშორისო ხელშეკრულება დატოვა და თქვა, რომ ისინი აზიანებენ ამერიკის ინტერესებს. მათ შორისაა ვენეციის კომისია, რომელიც სამართლებრივი შინაარსის ინსტიტუტიდან პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც გახდა ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს კრიტიკის საფუძველი. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, საქართველო, სხვა ევროპული სახელმწიფოსგან განსხვავებით, არ ასრულებს „დიფ სთეითის“ დაკვეთებს.

პაპი ლეო XIV

07 მაისი 2026, 10:24

ტაბლოიდი

ამერიკული ბანკის თანამშრომელმა რომის პაპ ლეო XIV-ს ტელეფონი გაუთიშა, მას შემდეგ, რაც მან უთხრა, რომ რომის პაპია

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა საკონტროლო კითხვებს სწორად უპასუხა, თუმცა ბანკის თანამშრომელმა განუცხადა, რომ ეს საკმარისი არ იყო და ის პირადად უნდა გამოცხადებულიყო ბანკის განყოფილებაში, აშშ-ში. „ამას ვერ გავაკეთებ. მე ხომ ყველა საკონტროლო კითხვას ვუპასუხე“, - თქვა მან.

გურამ მაჭარაშვილი

07 მაისი 2026, 10:23

პოლიტიკა

მაჭარაშვილი: ვიმედოვნებთ, საკონსტიტუციო სასამართლო კანონის ფარგლებში მოახერხებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება, რაც 2012 წელს დაუკვეთეს ხელისუფლებას, და ამის შემდეგაც ყველა არჩევნებზე ისევ ეს დაკვეთა მოდის საზოგადოებისგან

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიცია მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაწილი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას უჭერს მხარს.

07 მაისი 2026, 10:22

ეკონომიკა

Newsweek-ი „Trump Tower Tbilisi“-ის შესახებ: დეველოპერული გუნდის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს დედაქალაქი წარმოაჩინოს, როგორც მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და კარიბჭე საერთაშორისო ბიზნესისთვის

ამერიკული გამოცემა Newsweek-ი „Trump Tower Tbilisi“-ს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატაში , „The Tbilisi Downtown”-ის პირველ ესკიზი პროექტის დეტალებია მოყვანილი.

ირაკლი მეზურნიშვილი

07 მაისი 2026, 10:19

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი მონტენეგროს სამიტზე: ამ ფორმატს ჩვენ გამოვიყენებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ, ევროპელ პარტნიორებთან ვისაუბროთ, რაც დღეს ხდება რეგიონში

ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტთან დაკავშირებით, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა მონტენეგროში ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

07 მაისი 2026, 10:17

საზოგადოება

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს გოშგარ თაჰმაზლის შეხვდა. ბაქოში კოლეგებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში.

07 მაისი 2026, 10:16

ეკონომიკა

Forbs: „ტრამპ თაუერ თბილისი“ 70-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა იქნება ხედებით ქალაქის ცენტრალურ პარკზე. ეს იქნება ნაწილი მასშტაბური პროექტის, „დაუნთაუნ თბილისის“, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდი დოლარია

ამერიკული გამოცემები Forbs-ი და Newsweek-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური მრავალფუნქციური კომპლექსის, „The Tbilisi Downtown“-ის პირველ ესკიზს აქვეყნებენ. სტატიებში ნათქვამია, რომ პროექტის ღირებულება ორ მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპლექსი 6 შენობისგან შედგება, რომელთაგანაც ცენტრალურ ადგილს „Trump Tower Tbilisi“ იკავებს. როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, ტრამპის ცათამბჯენი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და თბილისში ახალი, ფართომასშტაბიანი განვითარების ცენტრს შექმნის.

07 მაისი 2026, 10:15

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში რობოტი ბუდისტ ბერად აკურთხეს

The Korea Times-ის ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე რობოტს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად, თავი მიეძღვნა წმინდა მოძღვრებისთვის. მას შემდეგ, რაც მან თანხმობა განაცხადა, სულიერმა მოძღვარმა მას ხუთი მცნება გააცნო, რომლებიც სპეციალურად ჰუმანოიდისთვის იყო ადაპტირებული.