ეკონომიკა
11 სექტემბერი 2026, 12:27
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 11:40
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში
ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 11:30
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 11:29
ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:20
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 11:15
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები
„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 11:11
მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით
სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 10:47
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან
პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.
{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}


